ქუთაისელი ახალგაზრდების „ძვირადღირებული“ მოთხოვნები

ქუთაისში უკვე წლებია მრბოლელები სარბოლო ტრასის , ხოლო სკეიტერები სკეიტ პარკის მოწყობას ითხოვენ. როგორც ახალგაზრდების განმარტავენ შესაბამისი ინფრასტრუქტურის არ არსებობის გამო მათთვის საყვარელი საქმიანობით დაკავებე ქუჩებში , ბაღებში და  ფეხით მოსიარულეთა გზის  სავალ ნაწილზე უწევთ, რაც პრობლემას  და დისკომფორტს უქმნით როგორც საზოგადოებას ასევე მათ . მრბოლელების განმარტებით საყვარელი საქმიანობით დაკავებას  მხოლოდ ღამით ახერხებენ როცა ქალაქში ტრნსპორტის მოძრაობა დაბალია,თუმცა ამით მოსახლეობა წუხდება , ხოლო  სკეიტერები ბაღებსა თუ ტროტუარებზე გადაადგილდებიან, რაც უკვე ფეხით მოსირულეთა წუხილის მიზეზი ხდება.

 

ქუთაისში მრბოლელები უკვე წლებია სარბოლო ტრასის მოწყობას ითხოვენ ამ მიზნით manifest.ge-ზე 2015 წელს ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყო. ქუთაისში ავტო სპორტისთვის ადგილის გამოყოფის მოთხოვნამ 1000 ხელმოწერა დააგროვა, თუმცა  პეტიცია პეტიციად დარჩა, რადგან როგორც ჩანს ად. ბიუჯეტში ახალგაზრდების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისი ფინანსი არაა. ახალგაზრდებია ამ  ეტაპზე საყვარელი საქმიანობისთვის ყოფილი აეროპორტის ასაფრენ ბილეკზე იკრიბებიან , სხვა შემთხვევაში კი  ღამით ქუთაისის დაცარიელებულ ქუჩებში. 

ლექსო თექთუმანაშვილი-მრბოლელი

სკეიტ პარკი

ასევე წლებია უკვე ქუთაისში სკეიტ პარკის მოწყობას ითხოვენ ახალგაზრდები.  როგორც ახალგაზრდები განმარტავენ შესაბამისი ინფრასტრუქტურის არ არსებობის გამო მათთვის საყვარელი საქმიანობით დაკავებე ქუჩებში , ბაღებში და  ფეხით მოსიარულეთა გზის  სავალ ნაწილზე უწევთ, რაც პრობლემას  და დისკომფორტს უქმნით როგორც საზოგადოებას ასევე მათ.

 

სკეიტ პარკის პროექტი ქუთაისში 2016 წელს უნდა განხორციელებულიყო და ამ მიზნით 2016 წელს ბიუჯეტში 50 000 ლარიც იყო გამოყოფილი ,თუმცა  პროექტი არ განხორციელდა ,თანხა კი 2017 წლის ბიუჯეტიდან გაქრა . მერიაში განმარტავენ რომ ქუთაისში სკეიტ პარკი მაინც მოეწყობა, თუმცა არა ცალკე არამედ სპორტულ გამაჯანსაღებელი კომპლექსის ფარგლებში. ის კი თუ როდის დაიწყება ან სად დაიწყება სპორტულ გამაჯანსაღებელი კომპლექის მშენებლობა ჯერ უცნობია .ფაქტი მხოლოდ ისაა რომ ქუთაისის ბიუჯეტში სკეიტ პარკის მოწყობისთვის გამოყოფილი თანხა აღარ დევს. 

 

Powered by  Jumpstart Georgia