ქუჩის მუსიკოსები
დათო ხომერიკი

დათო ხომერიკი უკვე ოთხი წელია ქუჩაში უკრავს. ლოკაციებს ხალხის სიმარავლის მიხედვით ირჩევს. არის ადგილები სადაც მარტივად გამოსდისს სამუშაო, თუმცა ბევრი უკრავს ერთი და იმავე ლოკაციებზე, ამიტომ მას ხშირად უწევს სხვადასხვა ადგილებზე დაკვრა, რადგან როგორც თვითონ აღნიშნა ადგილი უკვე დასწრებაზეა. ყველა ინდივიდუალურად უდგება ამ საქმეს. ზოგი ადგილს არ თმობს და ისაკუთრებს. ხშირ შემთხვევაში ამის გამო მუსიკოსებს შორის დაძაბულობა ჩნდება. ის ამბობს, რომ არ არის ისეთი ადამიანი, რომ ადგილი მიისაკუთროს და სხვასაც არ მისცეს დაკვრის საშუალება. ძირითადად შეთანხმება უწევს მუსიკოსებთან, მაგრამ არის მომენტები როცა დაბრკოლებას ქმნიან, დროს არ ანაწილებენ და ამით სამუშაო დღე ვარდება. მაგრამ რა თქმა უნდა სჯობს, რომ ერთ ლოკაციაზე უკრავდეს მუსიკოსი, რადგან ის უკვე მიჩვეულია დასაკრავ ადგილს და მისთვის იმ ლოკაციაზე დაკვრა უფრო მარტივია.

ქუჩის მუსიკოსებისთვის რეგულაციების შემოღებას დათო ხომერიკი დადებითად აფასებს: დროთა განმავლობაში ქუჩაში დაკვრა ბევრმა დაიწყო და დღეს დღეისობით მათ ყველგან შეხვდებით. ზოგი ძლიერი მუსიკოსია და იცის თავის საქმე- ზოგიც დამწყები. თანდათან პოპულარული ხდება ქუჩაში დაკვრა. მაგრამ ეს რათქმაუნდა იწვევს გარკვეულ შევიწროებებს მუსიკოსებს შორის. იმდენად გახშირებულია რომ ხელსაც კი უშლიან ერთმანეთს. ვინც დიდი ხანია ქუჩაში ვუკრავთ და ეს არის ჩევნი შემოსავლის წყარო ხელი გვეშლება დამწყებ მუსიკოსებთან. უამრავი პრობლემაა ქუჩაში ადგილებთან დაკავშირებით ვინ სად, როდის და რამდენი ხნით დაუკრავს. თუ ეს ყველაფერი დარეგულირდება და მთავრობა დაგვეხმარება ამ საკითხის მოგვარებაში კარგი იქნება. მაგრამ ისეც არ უნდა იყოს რომ მაგალითად დამწყებმა ქუჩაში ვერ დაუკრას. არიან ისეთები ვინც მხოლოდ 2 სიმღერა იცის და 3-4 საათი ერთი და იმავეს უკრავენ, ისინი ყველასთვის პრობლემაა. ვფიქრობ უნდა გადახედონ ამ საკითხს დაკვირვებით ისე რომ ყველა კმაყოფილი დარჩეს. ქუჩის მუსიკოსი უნდა იყოს პროფესია. უნდა იყოს გამოყოფილი დროები, ადგილები, თავიდანვე უნდა შემოწმდეს ის ვისაც დაკვრა უნდა, რამდენად აქვს მუსიკალური მონაცემები. ამით დასტაბილურდება, მაგრამ საქართველოში ქუჩის მუსიკოსობა არ არის იმდენად მომგებიანი როგორც სხვა განვითარებულ ან განვითარებად ქვეყნებში. აქ უფრო მეტი შრომაა საჭირო იმისთვის, რომ თავი ირჩინო.

ანასტასია პაპავა - ქუჩის მუსიკოსი

ქუჩის მუსიკოსებისთვის საქართველო თავისუფალი სცენაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია აიღოს ხელში თავისი მუსიკალური ინსტუმენტი და გავიდეს თბილისის ქუჩებში.  თბილისის ქუჩის მუსიკოსის აუდიტორია დიდი და მარავალფეროვანია. მათ უსმენენ ყოველთვის, ნებით თუ უნებლიეთ, წვიმასა თუ მზიან ამინდში, ისინი არიან მიწისქვეშა გადასასვლელებში, მეტროსადგურებში – იქ, სადაც ყოველთვის ხალხმრავლობა და ხმაურია.

2018 წლის ივნისში ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელის, სერგი გვარჯალაძემ განაცხადა რომ ქუჩის მუსიკოსებს ექნებათ შესაძლებლობა რომ თავიანთი თავი წარმოაჩინონ  და მეტად მოახდინონ პოპულარიზაცია საზოგადოებაში.

 

„ქუჩის მუსიკოსების აკრძალვაზე საუბარი არ არის, პირიქით საუბარია მათ ხელშეწყობაზე, რომ კომფორტულ გარემოში იმუშაონ. მათთვის არ იქნება გამოყოფილი სპეციალური ადგილები. ჩვენ მივცემთ რეკომენდაციებს, რადგან გარკვეული კომუნიკაცია გვექნება მათთან რომ ავუხსნათ, რა გეგმები გვაქვს და რა პროექტები. გარდა ამისა, გვინდა, რომ ქუჩის მუსიკოსების ფესტივალების ტრადიცია გავაგრძელოთ. შესაბამისად, როცა ვსაუბრობთ დოკუმენტაციაზე, შეიძლება ეს იყოს ბარათები, რომელიც აჩვენებს, რომ ფესტივალის ლაურეატია, ან გამარჯვებულია, ან უბრალოდ, რომ მონაწილეობა მიიღო. ჩვენი მიზანია, ეს სცენა კარგად შევისწავლოთ და მათ პოპულარიზაციის საშუალება მივცეთ. მაგისთვის მზად ვართ, გამოვიყენოთ ასევე ჩვენი პლატფორმები სოციალურ ქსელში, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გვინდა, რომ ეს იყოს სახელმწიფო ინტერვენცია. ჩვენი მიზანია, გარკვეული ინიციატივები გავაცნოთ მოსახლეობას.საკმაოდ სერიოზულად განვიხილავთ ამას. ჩვენ არ ჩავერევით მათ საქმეში და ეს საბჭოთა მეთოდი იქნება, რომ ჯგუფები ჩვენი გემოვნებით შევარჩიოთ”, – განაცხადა სერგი გვარჯალაძემ.

 

 

 

აშშ არ არის იდეალური ადგილი ქუჩის მუსიკოსებისთვის, რადგან აქ მათ ნაკლებად აქცევენ ყურადღებას. ასევე, მთლიანად ერი უბრალოდ მიჯაჭვულია ტელევიზორებსა და რეალური ცხოვრება მათთვის უფერულია.

მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ქუჩის მუსიკოსებს “ბასკერებს” უწოდებენ, მაგრამ არა ამერიკაში. მათთვის უბრალოდ ქუჩის მუსიკოსები არსებობენ, ბასკერი კი არც იციან რა არის.

აშშ-ში ქუჩის მუსიკოსები ერთადერთ შემთხვევაში ხდებიან ცნობილები. თუ ისინი პატარა ქალაქში უკრავენ, სადაც ადგილობრივ შერიფს მოსწონს მათი მუსიკა.

 წლები გადის, მაგრამ ევროპა მაინც საუკეთესო ადგილად რჩება ქუჩის მუსიკოსებისთვის, განსაკუთრებით კი ინგლისი, გერმანია საფრანგეთი, ნორვეგია და იტალია გამოირჩევიან. შვეიცარიაში კი ქუჩის მუსიკოსები თუ კარგად შეასრულებენ კლასიკურ ნაწარმოებებს, განსაკუთრებით ტრამვაიში, მათ წარმატება გარანტირებული ექნებათ.

ლონდონში, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მიწისქვეშა გადასასვლელებსა და მეტროებში გამოყოფილია სპეციალური ადგილები ქუჩის მუსიკოსებისთვის. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ პროექტზე მთავრობამ იზრუნა.

ქუჩის მუსიკოსები ესპანეთსა და საბერძნეთში კი პლიაჟზე დაკვრით გამოირჩევიან.

 აზიაში კერძოდ იაპონიაში საკმაოდ ბევრ ფულს შოულობენ ის ქუჩის მუსიკოსები, რომლებიც მეტროს სადგურებში ბითლზების მუსიკებს უკრავენ. ყველაზე რთული პირველი ადამიანის მოხიბვლაა, რომელიც ფულს გაიმეტებს, შემდეგ კი სხვები უბრალოდ მიბაძავენ მას, მაგრამ თუ თავდაპირველად არავინ გაიმეტებს ფულს, მაშინ მთელი დღე უფასოდ მოგიწევთ დაკვრა. არ გირჩევთ იმ ქუჩებში დაკვრას სადაც, იაკუძაა (იაპონური მაფია), რადგან ისინი აუცილებლად მოგთხოვენ წილს.

რაც შეეხება დანარჩენ მსოფლიოს მაგალითად: ლათინურ ამერიკაში ჩვეულებრივი მოვლენაა ავტობუსში ასვლა და მგზავრებისთვის დაკვრა, მაგრამ არა ქუჩაში შესრულება, ამის გამო შეიძლება თავი ციხეშიც კი ამოყოთ.

 

 

Powered by  Jumpstart Georgia