ქართული "დისნეილენდი"
განახლებული მზიური სულაც არ ჰგავს 30 წლის წინ დაპროექტებულ ბავშვთა ქალაქს, თუმცა ის დღესაც ბავშვებისთვის ერთ-ერთ საყვარელ ადგილად რჩება.

სპეიტპარკი თბილისის მერიისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით აშენდა. იდეის ავტორები არიან არქიტექტორი დავით გიორგაძე და მუსიკოსი მაქსიმე მაჩაიძე. პარკი სკეიტერებთან კონსულტაციით შენდებოდა, გარემოში უხეში ჩარევის გარეშე. გამოყენებულია უკვე არსებული მდინარის კალაპოტი, სპეიტპარკი ბუნებრივი რელიეფის ზედაპირს იმეორებს.

 

„…წამხედურობად ნუ ჩამომართმევთ და ხომ არ აჯობებდა, მდინარე ვერეს ხეობაში, იქიდან დაწყებული, სადაც ახლა ზოოპარკია, ვიდრე ვაკე-საბურთალოს გადასასვლელამდე, ჩვენებური, ქართული „დისნეილენდი“ აგვეშენებინა?“ - ნოდარ დუმბაძე, ოცნებას კაცი არ მოუკლავს. გაზეთი „ლიტერატურული საქართველო“ 1975 წ.

2015 წლის 13 ივნისს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით წელს მზიურის პარკში გამოფენა მოეწყო.

 

ამჟამად მზიურის პარკი გამაგრებული ჯებირებით არის დაცული.
Powered by  Jumpstart Georgia