ქარსაცავი ზოლების პრობლემა გურჯაანში

ქვეყანაში ქარსაცავი ზოლების არ არსებობა ეკოლოგიურ პრობლემებს იწვევს, რადგან სწორედ ამ უკანასკნელზეა  დამოკიდებული ნიადაგის ნაყოფიერება და ეკოლოგიური სისუფთავე. ქარსაცავი ზოლების ხეების ნაწილი როგორც მთელს საქართველოში, ასევე გურჯაანის მუნიციპალიტეტშიც  გაიჩეხა, ნაწილი ახლომდებარე ნაკვეთების მფლობელებმა კერძო საკუთრებაში დაარეგისტირეს, ზოგმა კი  უკანონოდ შემოღობა. დარჩენილი ნარგავების დიდი ნაწილი კი გამხმარი და ამორტიზებულია.

 

ვინ  არიან   თინათინ  სამადაშვილი  და  დავით   ჩაჩანიძე  და  რა  გეგმები აქვთ  ბუნების გადასარჩენად?

 

თინათინ სამადაშვილი
დავით ჩაჩანიძე

თინათინ სამადაშვილი(პროფესიით არქიტექტორი) და დავით ჩაჩანიძე( ექიმი-ჰომეოპათი)  სოფელ ზემო ბაკურციხეში  2015 წლიდან  გადმოვიდნენ საცხოვრებლად.  მათ თბილისი და უზრუნველი ცხოვრება მიატოვეს და სოფელში ეკოლოგიურად სუფთა, ,,ნამჯის სახლი “ აიშენეს.  ამბობენ, რომ ბუნება, ტყე და ჯანმრთელი პროდუქტები  მათთვის უპირველესია და სწორედ ამიტომ გადწყვიტეს  სოფელშიც ცხოვრება. ეკოლოგიაზე ზრუნვა   ახლა უფრო აქტიურად დაიწყეს,  ეზოში სათბური  გააკეთეს,  სადაც ქარსაცავი ზოლისთვის საჭირო ნერგები გამოყავთ.  უკვე გაზრდილ ნერგებს კი  აპირებენ, რომ მეზობლებს დაურიგონ, რათა მათაც შეიტანონ წვლილი ეკოსისტემის გადარჩენაში.

 

ნამჯის სახლი ბაკურციხეში
,,სათბური"
ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით შექმნილი ,,საუნა"
ნერგები
,,საქათმე"
თინათინ სამადაშვილი
,,მაცივარი"
,,მაცივარი"
,,საუნა"
,,ფიჩხის ღუმელი"
დავით ჩაჩანიძე

რა არის ქარსაცავი ზოლები და რამდენად მნიშვნელოვანია მის გაშენებასა და შენარჩუნებაზე ზრუნვა?

 

თინათინ სამადაშვილი

დავით ჩაჩანიძემ გადაწყვიტა ქარსაცავი ზოლისთვის ,,აკაციის”  და ,,გლედიჩიის “ ჯიშის ხეები გაზარდოს.

 

ტყე რომ გადაარჩინონ გაჩეხვას, ამისთვის ,,ნამჯის სახლის “ მეპატრონეებმა ალტერნატიული გზა მოიფიქრეს.  მათ სპეციალური ღუმელი გააკეთეს,  რომელიც  შეშის ნაცვლად ფიჩხით თბება. თინას ინფორმაციით,  ამ ტიპის ღუმელი იაპონიაში, 2000 წელს გამოიგონეს და დღეს ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში  აქტიურად იყენებენ. ,,ფიჩხის ღუმელის “ დამზადება კი  სულ რაღაც 300 ლარი ჯდება.

 

თინათინ სამადაშვილი

,,ნამჯის სახლის” მეპატრონეები არამხოლოდ ქარსაცავი ზოლების პრობლემაზე ფიქრობენ, მათთვის პრიორიტეტული ჯანსაღი კვებაცაა. მათ ეზოში ბოსტანი აქვთ, სადაც ბიოპროდუქტები მოყავთ. ეკოლოგიურად სუფთა სახლი, გარემო და საკვები- ამჟამად,  ისინი ასე ცხოვრებენ და სხვებსაც იგივეს  ურჩევენ.

 

დავით ჩაჩანიძე

დღეს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წლების წინ შექმნილი ქარსაცავი ზოლების მცირე ნაწილიღაა დარჩენილი. მათი შენარჩუნება თუ აღდგენა კი არც ერთი სახელმწიფო სტრუქტურის ოფიციალური ვალდებულება არ არის. არ არსებობს ნორმატიული დოკუმენტებიც, რომელთა მიხედვითაც, სახელმწიფო ამ ნარგავების დაცვაზე ან მათ განახლებაზე იზრუნებდა. ქარსაცავები ბოლოს გასული საუკუნის 80-იან წლებში აღწერეს. საქართველოში 4 ათას ჰექტრამდე ფართობის ქარსაცავი იყო, მათგან 1500 ჰა-მდე  გორში იყო, ბოლო 20 წლის განმავლობაში კი მათი ფართობი მნიშვნელოვნად შემცირდა.  გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის განყოფილების ხელმძღვანელის, ჯემალ შალაშვილის  ინფორმაციით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი ქარსაცავი ზოლია  დარჩენილი, ისიც განახლებას საჭიროებს, რისი უფლებაც ადგილობრივ მერიას არ აქვს.

 

ჯემალ შალაშვილი- გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი

გარემოს დაცვის სამინისტროში, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ქარსაცავი ზოლების გაშენება და აღდგენა აუცილებელია და დიდ თანხებთანაცაა დაკავშირებული. თუმცა სანამ  ოფიციალურად კანონით არ დააკისრებენ რომელიმე უწყებას ქარსაცავი ზოლების მოვლა-პატრონობას, იქამდე ქმედითი ღონისძიებების გატარებას არ აპირებენ.  გამოსავალი კი როგორც ჩანს თავად   ჩვეულებრივმა ადამიანებმა უნდა გადაწყვიტონ და თინათინ სამადაშვილის და დავით ჩაჩანიძის მსგავსად , მათ,  თავად  უნდა იზრუნონ ეკოლოგიაზე.

 

Powered by  Jumpstart Georgia