ქალაქი ქალაქში

   

  27წლის წინათ,საქართველოს ულამაზესი კუთხიდან,აფხაზეთიდან დევნილმა მოსახლეობამ ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა კუთხეს შეაფარა თავი.ამ მხრივ გამონაკლისს არც პატარა,ზღვისპირა ქალაქი-ფოთი წარმოადგენდა.აქ 2011 წლის ოქტომბერში გაჩნდა უბანი,რომელსაც უწოდეს-ახალი რაიონი.ეს სახელი მას სოხუმში არსებული იმავე სახელწოდების მქონე რაიონის საპატივცემლოდ დაერქვა.დევნილების დასახლებისა და დაბინავების საქმეზე მუშაობდა საქართველოს მთავრობა და ევროკავშირის ალიანსი,რის შედეგადაც მათ გადაეცათ 1168 ოჯახზე გათვლილი უბანი.(სადაც იყო:*15 ხუთსართულიანი,*14 ოთხსართულიანი,*720 ერთოთახიანი და 440 ოროთახიანი ბინა)მოსახლეობის უმეტესობა დაბინავებულ იქნა,გარდა იმ 1700დევნილისა რომელიც 2014წლის მონაცემებით ჯერ კიდევ უსახლკაროდ იყო დარჩენილი.

   

 „ქალაქი ქალაქში“-ასე ვუწოდებთ დღეს იმ ადგილს,სადაც დევნილებმა კეთილმოწყობილი ბინები მიიღეს.მოსახლეობის რაოდენობა 4000 ადამიანს შეადგენდა,მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას  რომ ზუსტად ამ რაოდენობის მაცხოვრებელი ცხოვორბს  უბანში. 2013წელს ჩატარებულმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ ახალ რაიონში ყოველი მეორე ბინა ან დაკეტილია ან რაღაც დანიშნულების პუნქტადაა გადაკეთებული.ამჟამად რაიონში არის:*5მაღაზია,*3ინტერნეტ-კაფე,*2სილამაზის სალონი და აფთიაქი.მოპოვებული ინფორმაცია მიუთითებს,რომ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს აქვს შემოსავალი,მაგრამ არის თუ არა ეს სტაბილური სამსახური?..სწორედაც რომ ეს გახლავთ დევნილების უმნიშვნელოვანესი პრობლემა.ის რასაც ისინი მუდმივად მოითხოვენ არის სამუშაო ადგილი.მიწას შეჩვეული ხალხი,არანაირ საქმიანობას არ თაკილობს.ბევრი მათგანი შემოსავლს იღებს ბინის გაქირავებით,რათქმაუნდა იმ შემთხვევაში თუ მათ სხვა საცხოვრებელი ფართიც გააჩნიათ.

 

  პრობლემას რა გამოლევს,შემდეგი რაც მათ აწუხებთ არის დატბორვის საშიშროება.ნაჩქარევი და უხარისხოდ შესრულებული სამუშუშაოების გამო დევნილთა კორპუსების დიდ ნაწილში კედლები დაიბზარა,ნესტისაგან გაშავდა და გაუმართავი საკანალიზაციო ქსელის გამო სარდაფების უმეტესობა დაიტბორა.ამ პრობლემასთან დაკავშირებით მოსახლეობამ ხშირად მიმართავდა დევნილთა ადგილობრივ სამმართველოს,თუმცა შარშან ეს სამმრთველოც გააუქმეს და დევნილებს უკვე ზუგდიდში უხდებათ რეგიონულ სამმართველოში გამგზავრება,სხვასასხვა საკითხის მოსაგვარებლად.  ინინი ყოველ ჯერზე უყურადღებოდ რჩებოდნენ,რის გამოც დევნილებმა თავიანთი სახსრებით დაიწყეს ამ პრობლემების მოგვარება...ასევე ის რაც მოსახლეობას აწუხებს არის ქუჩების სახელწოდების მუდმივი ცვლა.ახლო წარსულში არსებული სახელი გახლდათ აფხაზეთის ქუჩა,ახლა კი გაგრის ქუჩის სახელწოდებითაა ცნობილი.გამოკითხვისს შედეგად გავარკვიეთ,რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს არ ახსოვს კიდევ სხვა ბევრი სახელი რომელიც უბანს ერქვა,რადგან ის მუდმივად იცვლებოდა.კიდევ ერთი-ეს არის გამწვანება.მიუხედავდ იმისა,რომ მთავრობამ გამოყო ადგილი გამწვანებისთვის.მოსახლეობა არაა კმაყოფილი იმით რაც არის.აფხაზეთის ულამაზეს ბუნებას შეჩვეული ხალხი,თავს ნამდვილად ვერ იგრძნობს კარგად იქ სადაც მუდმივად გაშენებული კორპუსებია სხვა კი არაფერი,არ არის ისეთი რამ რაც ასოცირდება მათი წარსულის ლამაზ ბუნებასთან.

   

   

     იმედი არის რომ ყველაფერი მოგვარდება, მაგრამ ეს მომავლის საქმეა ახლა კი ვისაუბროთ იმაზე რაც გაკეთდა და კეთდება დღეს.ცუდი არ დაილევა,კარგი კი არ დაიმალება.მთავრობამ კეთილმოწყობილ ბინებთან ერთად მოსახლეობას დაუგო გზა,გაყვანილ იქნა წყალ  და გაზგაყვანილობა, ასევე გარეკანალიზაცია.აშენებულ იქნა სათამაშო სტადიონი,სავარჯიშო მოედანი(ღია ცის ქვეშ) და სხვა ბევრი რამ.დროის  გასვლასთან ერთად იცვლებოდა ყველაფერი,სამყარო ხომ არაერთგავროვანია,ამ პატარა მიკროსამყაროში ჩაკეტილ,პატარა კუნძულზეც კი დიდი ცვლილებებია. 2017წელს მალთაყვის უბანს დამატებთ კიდევ ჩაბარდა 7-5სართულიანი კორპუსი,სადაც 280დევნილი ოჯახი შესახლდა. ახალ რაიონზე დახარჯული თანხა  დაახლოებით 30 მილონს შეადგენს.

  მკვიდრ მოსახლეობასთან შეხვედრის შედეგად მივხვდით,რომ კიდევ ბევრი რამ უნდა შეიცვალოს.მიუხედავად ამისა  დევნილები თავიანთი საცხოვრებელი გარემოთი კმაყოფილნი არიან  და თუ თქვენ ამ უბანში მოხვდებით,რომელიც ერთ პატარა ქალქს გავს დიდი ისტორიით,აუცილებლად გაიგებთ სიტყვებს- მომავალ წელს აფხაზეთში!

 

Powered by  Jumpstart Georgia