ფსიქოდელიური ხელოვნება და საქართველო
PSY Trance და საქართველო

საქართველო ეს ისეთი ქვეყანაა, სადაც უდიდეს მნიშვნელობას ტრადიციას და კულტურას ანიჭებენ და ასეთი ხალხისთვის  გართობისა და განტვირთვის ისეთი სახეები, როგორიცაა კლუბებში მისვლა ივენთებზე დასწრება და სხვადასხვა მსგავსი სახის "ღონისძიებები" მათთვის არა თუ მოსაწონია რიგ შემთხვევაში გამაღიზიანებელიცაა; ხშირად  ეს ინდივიდუალური პროცესიცაა, მაგრამ საბედნიეროდ, ჩვენი ქვეყანა ნელ-ნელა ამ მხრივ წინ მიიწევს ამის კარგი მაგალითია ის ელექტრონული  ფესტივალი, რომელიც უკვე მერამდენე წელია ტარდება საქართველოში; მის პარალელურად ვითარდება ფსიქოდელიური მუსიკა, მაგრამ ტექნოსთან შედარებით ეს სტილი ჯერ ფესვებს იდგამს ჩვენთან .

 რა არის ფსიქოდელიური მუსიკა,რა არის ფსიქოდელიური ტრანსი? treebal psytrance-ს დაბადება

ფსიქოდელიური ტრანსის ისტორია იწყება 60-იანი წლებიდან, ინდოეთში კერძოდ გოაში. გოა, ეს იყო ადგილი , სადაც ხშირად აკითხავდნენ პოსტ ინდუსტრიულ საზოგადოებაში ცხოვრებით გადაღლილი ჰიპები, რომლებიც ბუნებასთან ჰარმონიის ძიებაში იყვნენ. აქ, აღსანისნავია ის, რომ იმართებოდა ფსიქოდელიური წვეულებები, რომლის მუსიკაზეც გავლენა იქონია რამოდენიმე ჟანრმა; დაწყებული  Acid Rock - ით დამთავრებული Reggae - ით.

დაახლოებით 70-იან წლებში გოას სანაპიროებზე იმართებოდა ერთ-ერთი პირველი წვეულებები, რომლებსაც ჰიპები ესწრებოდნენ. ამ დროს ყველაზე პოპულარული სანაპირო ანჯუანას, სანაპირო იყო. უკვე 80-იანებში წვეულებებმა გლობალურ მასშტაბებს მიაღწია და 90-იან წლებში ევროპაშიც გადმოინაცვლა, სადაც გოას მუსიკამ მიიღო ევროპული ტრანსის სტრუქტურა, ხოლო მოგვიანებით ახალი ინსტრუმენტების გამოყენებით და ელექტრონული ჟღერადობის ზეგავლენით გარდაიქმნა ფსიქოდელიურ ტრანსად.

ფსაი ფესტივალი ეს არის რა თქმა უნდა მრავალფეროვანი მუსიკის, ვიზულური და გრაფიკული ხელოვნების, ასევე უამრავი საინტერესო და გასართობი აქტივობის სინთეზი, რომელსაც უმეტესწილად ასაკობრივი შეზრუდვა არ გააჩნია. 

Psy-Fi - ერთ-ერთი ყველაზე ახალი ფესტივალია, რომელმაც რამოდენიმე წელში მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა ფსიქოდელიური კულტურის სამყაროში, აწორედ ამიტომ საქართველოშო სეიქმნა TREEBAL-ი .TREEBAL- საქართველოში დაფუძნებული პროექტია, რომელიც ცდილობს და რა თქმა უნდა მიზნად ისახვას ფსიქოდელიური მუსიკის ხელოვნებისა და კულტურის განვითარებას. აქ კი კონკრეტულად აქცენტი გაკეთებულია ტრანსსზე (psytrance) , როგორც ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვან და   საინტერესო ჟანრზე და რა თქმა უნდა მასთან დაკავშირებული ივენთების ჩატარებაზე. აქ დიდი ყურადღება ეთმობა ასევე ვიზუალურ და გრაფიკულ ხელოვნებას, მათ შორის ვენიუების, საფესტივალო ადგილებისა და სხვადასხვა შესაბამისი სივრცეების ფსიოქდელიური ვიზუალის გაფორმებას. აღსანიშნავია ის, რომ სწორედ ფსიქოდელიურ ტრანსთან დაკავშირებით 28 ოქტომბერს გაიმართა ივენთი სადაც მოწვეული იყო #SPACEHALL- ში ცნობილი შვედი ფსიქოდელიური ტრანსის არტისტი #ATMOS, რომელიც უკვე 21 წელზე მეტია მსოფლიოს მასშტაბით უამრავ მუსიკალურ ღონისძიებას წარმატებით სტუმრობს და ყველა მთავარი ფსიქოდელიური ტრანს ფესტივალის ჰედლაინერია. მასთან ერთად დაუკრა ორმა არტისტმა, მარკუს დავარაშვილის და დავით ჯანაშვილის ფსაიტრანს პროექტი - #ACIDWAVE, რომელიც სულ რაღაც 2016 წელს შეიქმნა და ჯერ კიდევ დამწყებნი არიან. აღსანიშნავია, რომ მათი სეტები ძირითადად პროგრესივ ფსაიტრანს ჟღერადობით ხასიათდება და #Ancient OM - ლუკა იოსელიანის პროექტია.

საბოლოო ჯამში ეს ივენთი, რომელიც ფსიქოდელიური ტრანსის ივენთი იყო, იმის მიუხედავად რომ არცთუისე ბევრმა ადამიანმა იცოდა ამის შესახებ საკმაოდ ბევრმა ადამიანმა მოახერხა დასწრება და საკმაოდ ბევრს გაუჩნდა ინტერესი თუ რა მიმდინარეობაა ეს ზოგდად. საღამოს განწყობას ასევე ქმნიდა #2DEC-ო რომელმაც უფრო მისტიური და PSYTRANCE-ს განწყობა შექმნა მოსულ სტუმრებში.ივენთი ნამდვილად საოცარი გამოვიდა! სადაც ამდენი ლამაზი და ბედნიერი ადამიანის დენსფლორზე ნახვა ნამდვილად იშვიათობაა.  საოცარი ენერგეტიკისა და ერთიანობის შეგრძნება დესფლორზე რა თქმა უნდა მოსული სტუმრების გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა. 

treebal-ის ოფიციალური გვერდი
ATMOS-artist
TREEBAL PODCAST SERIES
TREEBAL @ DIDI GALLERY - AFTERMOVIE

2deco

Artists about the scene: In which direction will Psytrance evolve?
Source: Oli Wisdom (Space Tribe)
event in georgia
Source: treebal
event in georgia
Source: treebal
Powered by  Jumpstart Georgia