აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროფესიები და ახალგაზრდების არჩევანი

უკვე წლებია აბიტურინეტებში  სამართალმცოდნეობა წამყვან ადგილს ინარჩუნებს. მასთან ერთად  ეკონომიური, ტურიზმის და ბიზნესის სპეციალობები ლიდერობენ. ასევე პოპულარობით სარგებლობს ე.წ. უფასო მიმართულებები და სამედიცინო სფერო. 

 

საინტერესოა როგორია ქუთაისელი ახალგაზრდების არჩევანი.

 

ნინი ხელაძე - სკოლის მოსწავლე
დავით ჭაჭიაშვილი - სკოლის მოსწავლე
ანა ჯალაღანია - აბიტურიენტი
გივი ლეჟავა - სკოლის მოსწავლე

ნინი, დავითი, ანა და გივი სკოლის მოსწავლეები არან. ფიქრობენ, რომ გადაწყვეტილებას არ შეიცვლიან და მათი არჩეული პროფესებით დასაქმდებიან კიდეც. მიიჩნევენ, რომ პროფესიის არჩევაში გადამწყვეტი როლი საკუთარ შესაძლებლობებს და სურვილებს ენიჭება. 

 

ნინი ხელაძე - სკოლის მოსწავლე. უნდა გახდეს გამომძიებელი.
დავით ჭაჭიაშვილი - სკოლის მოსწავლე. სურს გახდეს ოტორინოლარინგოლოგი (ყელ-ყურ-ცხვირის ექიმი).
ანა ჯალაღანია - აბიტურიენტი. სურს გახდეს სტომატოლოგი.
გივი ლეჟავა - სკოლის მოსწავლე. მომავალი რაგბისტი.
ლოლა დარსაძე. 24 წლის. სწავლობს აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში. არის მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტი ქართული ლიტერატურის მიმართულებით.

 უნდოდა იურიდიულზე ჩაებარებინა, თუმცა ეს ფინანსური პრობლემების გამო ვერ მოახერხა. სამაგიეროდ, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობა, ბაკალავრიატი წითელ დიპლომზე დაამთავრა. მაგისტრატურაშიც ამავე მიმართულებით სწავლობს, რაც ძალიან მოსწონს. აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა კონკურსება და კონფერენციებში.

თუმცა ჯერ სამსახური ვერ იპოვა.

 

ამბობს, რომ თუ მუშაობას დაიწყებს, ძალებს იურისპუდენციაში აუცილებლად მოსინჯავს. 

ლოლა დარსაძე

 

      2017 წლის პოპულარული პროფესიები

 

 

2017 წელს მოთხოვნადი პროფესიების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძის თქმით, გაზრდილია მოთხოვნა აგრარულ და საინჟინრო მიმართულებებზე, რაც განაპირობა როგორც ე.წ. უფასო სწავლებამ, ასევე დასაქმების შესაძლებლობამ.

 

"ისევე როგორც წინა წლებში ეკონომიკური სპექტრის მიმართულება ძალიან პოპულარულია. ასევე მიმზიდველია სამართალმცოდნეობა და ესეც არ არის მოულოდნელი. აგრეთვე პოპულარულია საერთაშორისო ურთიერთობები, ჟურნალისტიკა და ფსიქოლოგია. ე.წ უფასო ფაკულტეტებიდან  მოთხოვნადია აგრარული და საინჟინრო მიმართულებები. ეს ვფიქრობ ორი რამითაა განპირობებული, რომ სახელმწიფო ფარავს  სწავლის ხარჯებს და მეორე შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიებია", - ამბობს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძე.

 

 

 

რა ხდება პროფესიულ მიმართულებებზე?

 

პროფესიული განათლების მიღება ნებისმიერი ასაკის მსურველს შეუძლია. ისინი, ვინც გამოცდებს წარმატებით ჩააბარებენ სასურველი პროფესიის დაუფლებას უფასოდ შეძლებენ.

საქართველოში, განათლების სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, 72 პროფესიული სასწავლებელია. 

 

გასულ წელს შრომის ბაზრის კვლევა ჯანდაცვის სამინისტრომ ჩაატარა. გთავაზობთ შრომის ბაზრის მოთხოვნის კომპონენტის თვისებრივი კვლევის საფუძველზე გამოვლენილი პოზიციები, რომლებზეც სახელმწიფო სამუშაოს მაძიებლებს სთავაზობს მოკლევადიან მომზადება-გადამზადებას. 

 

1          ავტომობილის დიაგნოსტიკოსი

2          ავტომობილის ზეინკალი

3          ავტომობილის შემკეთებელი ელექტრო-ტექნიკოსი

4          ამწის მემანქანე

5          ბარმენი

6          ბაღის დიზაინერი

7          ბუღალტერი

8          გაზმომარაგების სისტემის მემონტაჟე

9          გამყიდველ-კონსულტანტი

10        გიდი

11        დურგალი

12        ელექტრიკოსი

13        ელექტრომექანიკოსი

14        ელექტრონული და ციფრული ხელსაწყოების დიაგნოსტიკოს-შემკეთებელი

15        ელმავლის მემანქანე

16        ენერგეტიკოსი-მემონტაჟე

17        ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემის მემონტაჟე

18        ზეინკალი

19        ზეინკალ-სანტექნიკოსი

20        ინფორმაციული ტექნოლოგი

21        კალატოზი

22        კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ადმინისტრატორი

23        კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსი

24        კონდიტერი

25        მებაღე

26        მებოსტნე

27        მემანქანე

28        მეფილე-მომპირკეთებელი

29        მეხილე

30        მზარეული

31        მიმღები-რეცეფციონისტი

32        მოლარე

33        მშენებლობის მწარმოებელი

34        მცენარეთა დაცვის ტექნიკოსი

35        ნავთობისა და გაზის მეურნეობის ტექნიკოსი

36        ოფისის მენეჯერი

37        ექთნის თანაშემწე

38        რადიო – და სატელევიზიო სისტემების მომსახურებისა და ექსპლუატაციის ოპერატორი

39        რკინაბეტონის სამუშაოთა მწარმოებელი

40        სავალი ნაწილის ტექნიკოსი

41        საკერავი მანქანების მექანიკოსი

42        საკერავი მანქანების ოპერატორი

43        სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი

44        სამკერვალო ნაწარმის ხარისხის მართვის სპეციალისტი

45        სარესტორნო საქმის მწარმოებელი

46        სასტუმრო საქმის მწარმოებელი

47        სასურსათო პროდუქტების წარმოების სპეციალისტი

48        ტანსაცმლის მხატვრული კონსტრუირების სპეციალისტი

49        ქვისა და სხვა მასალების დეკორატიული დამუშავების სპეციალისტი

50        ქიმიური და კვების მრეწველობის უსაფრთხოების სპეციალისტი

51        ქიმიური და სასურსათო პროდუქტების ექსპერტი

52        შემდუღებელი

53        ძრავის შემკეთებელი

54        წარმოების უსაფრთხოების სპეციალისტი

55        ხილ-ბოსტნეულის გადამმუშავებელი

 

 შრომის ბაზრის კველევას ახლა ეკონომიკის სამინისტრო აწარმოებს. სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ახალ კვლევაზე მუშაობა მიმდინარეობს.

 

 

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის საგაზაფხულო მიღებაზე ყველაზე მოთხოვნად პროფესიულ პროგრამათა ჩამონათვალში მზარეული, ბუღალტერი, სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი, კონდიტერი, ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტი და სტილისტი მოხვდა.

 

პროფესიულ სასწავლებელში მისაღებ გამოცდებს ორგანიზებას შეფასებისა და გამოცდების ცენტრი უწევს. სწავლის მსურველთა რაოდენობა წელს სავარაუდოდ 10 ათასს გადააჭარბებს.

სატელეფონო ხაზზეა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძე

 

 

რჩევები  პროფესიის   არჩევისას  

 

მშობლებისათვის : 

 

 

 

1. ნუ ეცდებით, საკუთარი განუხორციელებელი სურვილები შვილების მოღვაწეობის ასპარეზად აქციოთ.

2. პროფესიის შერჩევისას უპირატესობა მიანიჭეთ მოზარდის მისწრაფებებსა და ნიჭს, ასევე – მის სურვილებს.

3. შვილის უნარების შეფასებისას მოერიდეთ იარლიყების მიწებებას – „შენ ძალიან ნიჭიერი ხარ“, ან

პირიქით – „უნიჭო, უმაქნისი ხარ” და ა. შ.

 

 

რჩევები ახალგაზრდებისათვის : 

 

 

1. დაეუფლეთ იმ პროფესიას, რომელიც გსურთ. გაითვალისწინეთ სხვათა
აზრიც, მაგრამ იმოქმედეთ საკუთარი
ინტერესებიდან გამომდინარე.

2. გაითვალისწინეთ საკუთარი უნარები და შეაჯერეთ ისინი სურვილებთან.

3. მოიძიეთ დაწვრილებითი ინფორმაცია არჩეული პროფესიის დადებით და უარყოფით მხარეებზე. გაითვალისწინეთ ისიც, რომ მხოლოდ მაღალი ანაზღაურება არ ნიშნავს საკუთარი თავის რეალიზებას. პროფესია თვითრეალიზების საშუალებას მხოლოდმაშინ მოგცემთ, თუკი მასში კომფორტულად
იგრძნობთ თავს და სრულფასოვნად დაიხარჯებით.

 

წყარო: mastsavlebeli.ge

Powered by  Jumpstart Georgia