პარტიების მიერ დახარჯული ფული რეკლამებში

  პოლიტიკური რეკლამა საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. პოლიტიკური რეკლამის დანიშნულება მარტივია.მისი მთავარი მიზანია გასაგები ენით მიაწოდოს ამომრჩეველს მისთვის საინტერესო ინფორმაცია.სატელევიზიო სარეკლამო რგოლები, პლაკატები,
ტრანსფარანტები, ფურცლები პოლიტიკური პარტიის მთავარ მესიჯს უფრო ემოციურსა და მარტივად დასამახსოვრებელს ხდის.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით,პოლიტიკური რეკლამა განმარტებულია,როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გასული ისეთი შინაარსის რეკლამას,რომელიც მიზნად ისახავს საარჩვენო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას, რომელშიც ნაჩვენებია საარჩვენო სიბიექტი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, ან მოწოდებას სარეფერენდუმოდ/საპლებისციტოდ გამოტანილი საკითხის გადაწყვეტის სასარგებლოდ, ან საწინააღმდეგოდ. საქართველოში პოლიტიკური რეკლამის განთავსების წესებს ორი კანონი არეგულირებს: ,,საქართველოს საარჩვენო კოდექსი“.ასევე ორივე განსაზღვრავს როგორც ფასიანი ასევე უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსებას.ამის ნათელი მაგალითია 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები,რომლის დროსაც,ფასიანი რეკლამით მხოლოდ ოთხმა კანდიდატმა ისარგებლა:დავით ბაქრაძე("ერთიანული ნაციონალური მოძრაობა"),ნინო ბურძანაძე("დემოკრატიული მოძრაობა"),ნესტან კირთაძე და გიორგი ჩიხლაძე.2014 წლის მონაცემებით,"ნაციონალურმა მოძრაობამ" რეკლამაში 952,985 ლარი დახარჯა,"ქართულმა ოცნებამ"-2,850,616 , ხოლო "პატრიოტთა ალიანსმა"-315,071.2015 წელს რეკლამაში ფული მხოლოდ ნაციონალურმა მოძრობამ დახარჯა.თანხამ 124,710 ლარი შეადგინა.2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს კი პარტიების მიერ დახარჯული თანხები მკვეთრად გაიხარდა:"ნაც.მოძრაობა"-1,364,606 ლარი .,"პატრიოტთა ალიანსი"-1,456,564 ლარი,"ქართული ოცნება"-12,766,797 ლარი.

 

აქედან გამომდინარე,2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკურმა პარტიებმა რეკლამაში თავიანდი მთლიანი ბიუჯეტის დიდი ნაწილი დახარჯეს.

 

 

 

 

Powered by  Jumpstart Georgia