პლაცებო

პლაცებო ეფექტი ჯერ კიდევ მე–19 საუკუნეში იყო აქტუალური და უამრავი ექსმერიმენტი თუ კვლევა ჩატარდა ამასთან დაკავშირებით. ჯერ კიდევ დანამდვილებით არაა ცნობილი, რა იწვევს პლაცებო ეფექტს,რატომ არის ზოგ შემთხვევაში უფრო ეფექტური და ზოგ შემთხვევაში უფრო ნაკლებად

პლაცებო ეფექტი შეიძლება განისაზღვროს, როგორც პოზიტიური ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური ცვლილებები, რომლებიც განიცდება მოქმედების არ მქონე მედიკამენტების მიღების შემდეგ
Source: vimeo.com
პლაცებო ეფექტი შეიძლება განისაზღვროს, როგორც პოზიტიური ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური ცვლილებები, რომლებიც განიცდება მოქმედების არ მქონე მედიკამენტების მიღების შემდეგ.ექიმმა ზუსტად უნდა დარწმინოს პაციენტი წამლის უნიკალურობაში.
  • რწმენას შეუძლია საოცრებების მოხდენა.
  • სწორედ რწმენამ ჩანერგა და მისცა სიცოცხლე პლაცებოს ეფექტს.

ტერმინი „პლაცებოს ეფექტი“ პირველად შემოიტანა ამერიკელმა ექიმმა, ჰენრი ბიჩერმა 1955 წელს, თუმცა ის ჯერ კიდევ 1700-იან წლებში აღმოაჩინეს. ეს ეფექტი ფსიქოლოგიისა და ფიზიოლოგიის დარგის საკმაოდ იდუმალი მოვლენაა და მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებადაა შესწავლილი, ფართოდა ცნობილია საზოგადოებაში.

პლაცებოს ეფექტი – მოვლენაა, რომლის დროსაც ადამიანის ორგანიზმი ეძებს დაავადების განკურნების დამოუკიდებელ გზებს, მოქმედი წამლებს გარეშე, მხოლოდ იმიტატორების გამოყენებით. მნიშვნელოვანია ის, რომ გამოჯანმრთელება გამოყენებული პრეპარატის ეფექტურობის რწმენის შედეგად მოდის.

ბოლო დროს, მედიცინაში პლაცებოს ეფექტის ფართო გამოყენება დაიწყეს. ხანდახან, ექიმები მიზანმიმართულად უნიშნავენ  პლაცებოს პაციენტების გარკვეულ წრეს (მაგალითად: იპოქონდრიკებს – საკუთარი ჯანმრთელობით შეშფოთებულ ადამიანებს), ან ადამიანებს, რომლებიც მუდმივად ნერვიულობენ რაღაცაზე და უძილობით დატანჯულ ადამიანებს. რაც ყველაზე საოცარია, ასეთ შემთხვევებში ეს პრეპარატი ყველაზე კარგად მოქმედებს პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე (პლაცებო მოქმედებს ორგანიზმზე მაშინაც კი, როდესაც პაციენტმა იცის, რომ ეს პლაცებოა). ზუსტად ამაში მდგომარეობს ამ პრეპარატის იდუმალება.

თუმცა, პასუხი მაინც მოიძებნება: აქ არანაკლებ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ექიმის ავტორიტეტი (აქვს მას წოდება „დამსახურებული“, პროფესორი, თუ ა.შ.) და ასევე, გადამწყვეტია ტაბლეტის გარეგნობაც (ფერი და ფორმა).

პლაცებოს  ეფექტი   წარმოადგენს  მედიკამენტური  მკურნალობის  ერთ-ერთ  მეთოდს,  რომელიც  გულისხმობს ინერტული  შაქრის  კაფსულის  მიღებას.  სხვა  სიტყვებით   რომ  ვთქვათ,  პაციენტი  გამოჯანმრთელდება,   მიუხედავად  ყოველგვარი  სამედიცინო  ჩარევის  გარეშე.  სანაცვლოდ,  მისი    საშუალებით  ამა  თუ  იმ  დაავადების  ეფექტური  მკურნალობა  პაციენტის  რწმენას  ემყარება,  რაც  თავის  მხრივ,  ამა  თუ  იმ  კონკრეტული   დაავადებისგან  განკურნების  მედიატორია.  პლაცებოს  ეფექტით  მკურნალობის  შემთხვევები    ჯერ  კიდევ  მე-20  საუკუნის  დასაწყისში  იქნა  გამოყენებული.  თუმცა,  მხოლოდ  ბოლო  წლებში  იქნა  სააშკარაოზე  გამოტანილი  ნეირომეცნირებაში,   და  თუ  რა  ცვლილებებს   განიცდის   ადამიანის  ტვინი  პლაცებოს  კაპსულების  გამოყენებისას.

როგორ მუშაობს პლაცებო

როგორ მუშაობს პლაცებო, ეს ჯერ კიდევ გამოცანაა. რატომ უმჯობესდება პაციენტის მდგომარეობა მხოლოდ იმიტომ, რომ ისიც და ექიმიც მდგომარეობის გაუმჯობესებას ელიან? სავარაუდოდ პოზიტივის მოლოდინი ტვინში ხსნის და ააქტიურებს გარკვეულ ბილიკებს, ზუსტად ისე, როგორც წამალი. თუკი მეცნიერთა და მედიკოსთა მიერ მოხდება პლაცებოს ეფექტის დაწვრილებით შესწავლა, შესაძლებელია წამალი აღარ იყოს საჭირო და პაციენტები თვითონ დაეხმარონ საკუთარ თავს საკმაოდ მოკლე დროში. თუმცა აღსანიშნავია, რომ ყველანაირი სახის პლაცებო არ არის ეფექტური. თუკი ზოგიერთი პაციენტი პოზიტიური განწყობით უკეთ ხდება, ზოგიერთის მდგომარეობა უარესდება და გვერდითი ეფექტების გამო მკურნალობის კურსის მიტოვება უწევს.

მეცნიერები დაახლოებით 1 საუკუნეა, პლაცებოს ეფექტს იკვლევენ, თავად ცნება კი მე-18 საუკუნეში გაჩნდა. 1955 წელს მკვლევარმა ჰენრი ბიჩერმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც მის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგები ეწერა. 26 სხვადასხვა სახის დაკვირვებიდან ნათელი იყო, რომ პაციენტთა 35% რეაგირებდა პლაცებოზე. 60-იან წლებში დიდი გამოხმაურება ჰპოვა აღმოჩენამ, რომ უმოქმედო აბებს შეეძლოთ გავლენის მოხდება ორგანიზმზე. როცა პაციენტებს ეუბნებოდნენ, რომ ამგზნებ საშუალებას აძლევდნენ, შეინიშნებოდა გულისცემის სიხშირის გაზრდა, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება, რეაქციის სისწრაფის ზრდა. ხოლო როცა ეუბნებოდნენ, რომ ძილის წამალს ასმევდნენ, მალევე ითენთებოდნენ. რეალურად კი ორივე შემთხვევაში აბი ზუსტად ერთნაირი იყო.

პლაცებო — ინერტული აბის მორფინის ეფექტი

პლაცებო ერთ-ერთი ამოუხსნელი და უცნაური ფენომენია, მისი საშუალებით შეგვიძლია ავადმყოფობისაგანაც განვიკურნოთ, მხოლოდ იმიტომ რომ გვჯერა ასე მოხდება. პლაცებო ინდიფერენტული ნივთიერებაა, რომელსაც ფსიქოთერაპიული ზემოქმედების მიზნით აძლევენ ავადმყოფს რომელიმე წამლის მაგივრად. პლაცებოთი მკურნალობის დროს ავადმყოფი იღებს ინერტულ შაქრის წამალს – ექიმი კი არწმუნებს, რომ ამ პროცედურის შემდეგ ის გამოჯანმრთელდება.
ძალიან დიდი წილი რწმენასა და თვით დაჯერებულობაშია ამის გარეშე შეიძლება პაციენტმა ვერ მიიღოს შედეგი.მას ზუსტად უნდა ეს მოდეს რომ ეს პრეპარატი მას მოარჩენს.ამის მრავალი მაგალითები გვიჩვენებს მრავალი წლების განმაცლობაში.
Source: vimeo.com
პლაცებოს გამოყენების მეთოდები და დაუჯერებელი ფაქტები.

გაითვალისწინეთ!

  1. პლაცებოს ეფექტი უფრო კარგად მოქმედებს ბავშვებზე, ვიდრე ზრდასრულებზე.
  2. ორივე შემთხვევაში, შესაძლებელია მიჩვევა.
  3. რაც უფრო ძვირია წამალი, უფრო ძლიერია პლაცებოს ეფექტი.
  4. ეფექტის ძალა დამოკიდებულია საცხოვრებელ ადგილზე (ამის ნათელი მაგალითია აშშ-ს მოსახლეობა, მიდრეკილი იპოქონდრიისკენ. ზუსტად ამიტომ, ქვეყანაში ასე ფართოდაა გავრცელებული ვაქცინაციის რეკლამა).
  5. პლაცებო სხვადასხვა ადამიანზე სხვადასხვაგვარად მოქმდებს. ვინმეზე, შესაძლოა, ასთმის პროვოცირება მოახდინოს, ვიღაცას კი, პირიქით – შეუმსუბუქოს ტანჯვა).

საინტერესო ფაქტები პლაცებოს ეფექტზე

„ტვინს თავად შეუძლია, შექმნას სამოთხე ჯოჯოხეთისგან და ჯოჯოხეთი სამოთხისგან“ – ჯონ მილტონი (ინგლისელი პოეტი და მეაზროვნე).

უილიამ ოსლერმა, მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა ექიმმა, საუკუნის დასაწყისში, დარწმუნებით განაცხადა, რომ ნებისმიერი სპეციალიზაციის ექიმის წარმატება უმეტესად დამოკიდებულია მის ხასიათსა და ქცევებზე, და ასევე – პაციენტის რწმენაზე პრეპარატის მოქმედებასა და ექიმის ყოვლისშემძლეობაში.

განკურნების დაუჯერებელი შემთხვევები

შემთხვევა 1. ტვინის ოპერაცია.

ერთ-ერთ საავადმყოფოში ჩაატარეს შემოწმება: პარკინსონის დაავადების მქონე პირველ ჯგუფს ჩაუტარეს სპეციალური ნერვიული უჯრედების ტვინში გადანერგვის ოპერაცია. ექსპერიმენტის დანარჩენ მონაწილეებს კი, უბრალოდ შეატყობინეს, რომ ჩაუტარეს ანალოგიური ოპერაცია, თუმცა არანაირი ქირურგიული ჩარევები არ გაუკეთებიათ. ამავდროულად, ატარებდნენ ორმაგ „ბრმა“ კონტროლს, ანუ არც პაციენტებმა და არც საავადმყოფოს პერსონალმა არ იცოდა სინამდვილეში, ვის გადაუნერგეს ახალი უჯრედები. ერთი წლის შემდეგ კი, პაციენტების ორივე ჯგუფში შენიშნეს გამოჯანმრთელების ტენდენცია.

შემთხვევა 2. გამაყუჩებელი.

1944 წელს (სამხრეთ იტალიისთვის ბრძოლების დროს), ამერიკელ ექიმს გაუთავდა გამაყუჩებელი, და იმისათვის, რომ დახმარება გაეწია დაჭრილი ჯარისკაცისთვის, მისცა ჩვეულებრივი წყალი საჭირო წამლის სახელწოდებით. გასაოცარია, რომ დაჭრილს შეუმცირდა ტკივილი.

შემთხვევა 3. სიმსივნის განკურნება შესაძლებელია.

ბოლო მაგალითი არანაკლებ გვაოცებს რწმენის ძალით: მამაკაცს, 61 წლის ასაკში დაუსვეს ყელის სიმსივნის დიაგნოზი. როგორც კი გაიგო თავისი დაავადების შესახებ, დროის მცირე მონაკვეთში, მან 44 კგ დაკარგა, დღითიდღე ურთულდებოდა სუნთქვა და კვება. სიცოცხლის შენარჩუნების ალბათობა 5%-ის ტოლი იყო. დიდი ფიქრის შემდეგ, ექიმებმა გადაწყვიტეს სხივური თერაპიის კურსის ჩატარება, ექიმ კარლ საიმონტონის ხელმძღვანელობით, რომელმაც წინასწარ შეასწავლა პაციენტს თვითდარწმუნების ტექნიკა და ასე დააყენა გამოჯანმრთელების გზაზე. კაცის ამოცანა შემდგომში მდგომარეობდა: ყოველდღე უნდა ეთქვა საკუთარი თავისთვის, რომ სიმსივნის უჯრები გამოჰყავთ ორგანიზმიდან ღვიძლისა და თირკმელების გზით. შედეგი გამაოგნებელი იყო – 2 თვეში მამაკაცმა დაიბრუნა თავდაპირველი წონა, ძალები და რაც ყველაზე მთავარია, სიმსივნის ნიშნებიც გაქრა.

პრეპარატის ფორმები

ექსპერიმენტი (პლაცებო) აბის ფერსა და რაოდენობის ურთიერთამოკიდებულებაზე:
მედიცინის სტუდენტების ერთმა ჯგუფმა მიიღო ერთი ან ორი წითელი ან ლურჯი

ტაბლეტი. ამ აბებს არ ჰქონდა სამკუნალო მოქმედება ( ცდის პირებმა ამის შესახებ, რა თქმა უნდა, არ იცოდნენ). წამლის მიღების შემდეგ ცდის პირებს აბის ეფექტურობის შესახებ კითხვარები უნდა შეევსოთ. პასუხებიდან ჩანდა, რომ ცდის პირთა მოლოდინების შესაბამისად, ლურჯ ტაბლეტებს დამამშვიდებელი მოქმედება უნდა
ჰქონოდათ, წითელ ტაბლეტებს კი–აღგმზნები, მასტიმულირებელი ეფექტი. ასევე დადგინდა, რომ ორ აბს უფრო საგრძნობლად მეტი ეფექტი ჰქონდა, ვიდრე – ერთს.


მეცნიერებმა კიდევ ერთი უცნაურობა აღმოაჩინეს: მსხვილი და დიდი ზომის პლაცებოს აბი უფრო ეფექტურია, ვიდრე პატარა. ასევე მნიშვნელოვანია ფერიც – ფერადი უფრო ქმედითია, ვიდრე თეთრი. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს განწყობას პაციენტის მკურნალობისას. პლაცებოს ეფექტი რეალურია, ის არის ექსპერიმენტებით მრავალჯერ დამოწმებული და საკმაოდ ძლიერი ფენომენი.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო მასალა, სადაც უფრო კონკრეტულად არის აღწერილი პრეპარატის შესახებ.
პლაცებო უნიკალური საშუალება

პლაცებო არის უნიკალური საშუალება მედიცინაში. ბევრი რეალური ფაქტი ამტკიცებს რომ ის არის პრეპარატი რომელსაც ადამიანში შეუძლია მოახდინოს გადატრიალება.რეალურად კი თავად პრეპარატი კი არ შველის კონკრეტულ ავადმყოფობას არამედ ადამიანი და მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა.მთავარია ამ დროს ადამიანმა ირწმუნოს რომ ის აუცილებლად გახდება კარგათ და დაამარცხებს ყველაფერ ცუდს. მართალია პლაცებოს ფენომენი დღემდე ბოლომდე არ არის ამოხსნილი მეცნიერების მიერ მაგრამ ფაქტია რომ ამ პრეპარატს და მეთოდს შეუძლია ადამიანი განკურნოს.

 

ისტორია.

საავტორო უფლებები დაცილია:

ვიდეო მასალა ეკუთვნის: youtube.com vimeo.com

ფოტო მასალა აღებულია: vimeo.com instagram  medical.ge
 
ტექსტუალური მასალა: intermedia.ge doctrina.ge  www.farmacijamedicina.rs youtube.com vimeo.com instagram


ავტორი: მარიამ კაკიაშვილი

Powered by  Jumpstart Georgia