ოჯახური ძალადობა ბავშვებზე - როცა ყველა დუმს

"არ არსებობენ ბავშვები არსებობენ-ადამიანები"იუნშ კორჩაკი. ადამიანის უფლებები იწყება ბავშვების უფლებებით,თუმცა საქართველოში ბევრ მშობელს არ აქვს გათვითცნობიერებული თუ   რას ნიშნავს ბავშვთა უფლებები.

ფსიქოლოგების განმარტებით, ოჯახური ძალადობა ეს არის კონტროლისა და დათრგუნვის საშუალება, რომელიც მოიცავს სოციალურ, ეკონომიურ, ფიზიკურ, ემოციურ, სექსუალურ იძულებას დათრგუნვასა და ზიანს.

ძალადობაა ყოველგვარი ქმედება ან სიტყვა რომელსაც შეუძლია ადამიანი ან მცირეწლოვანი შეურაცხყოს, ზიანი მოუტანოს ან კანონით მინიჭებული უფლება შეულახოს.

Source: netgazeti.ge
Source: rcs.ge
Source: aris.ge

ბავშვებზე ძალადობის სხვადასხვა ფორმები არსებობს. მათ შორის არის ნებისმიერი ფიზიკური  მოქმედება , რომელიც ზიანს ააყენებს არასრულწლოვანს მაგალითად : ცემა, ნჯღრევა, ხელის კვრა, პანურის ამორტყმა,  კბენა ჩქმეტა და სხვა თუმცა ფიზიკური ტკივილის გარდა არსებობს ფსიქოლოგიური ტრავმები, რომელსაც ხშირად ააყენებენ შვილებს ქართველი და უცხოელი მშობლებიც. 

ყველაზე დიდ ფსიქიკურ ზეგავლენას ბავშვებზე ახდენს მშობლის მიერ ბნელ ადგილზე ჩაკეტვა,  ისეთი სამუშაოს შესრულების მოთხოვნა, რომელსაც ბავშვი ვერ გაუმკლავდება მაგალითად მძიმე ტვირთის აწევა. ასევე ფსიქიკურ ზიანს აყენებს ბავშვს დაცინვა, მუქარა, დაბრალება, ურთიერთობის შეზღუდვა თანატოლებთან და სხვა.

სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ამგვარი ქმედება მშობლების მიერ ან საზოგადოების მხრიდან, უკვალოდ არ ქრება და  შედეგად ხშირად მშობლის მსგავს მოძალადეს იღებს საზოგადოება, ან ხშირ შემთხვევაში სკოლის ასაკში სუიციდსა და  სუიციდის მცდელობას ვხვდებით ამის ფაქტი ბოლო წლების განმავლობაში საქართელოშიც ხშირად ყოფილა. ასევე ბავშვები ხდებიან აგრესიულები, მათ უნვითარდებათ დაბალი თვითშეფასების უნარი, უხერხულობასა და სირცხვილს განიცდიან, ხშირად სახლიდან გარბიან ეძალებიან ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს.

"ბავშვები ხშირად არაფერს ამბობენ მათ მიერ გამოვლენილ ძალადობაზე, რადგან ფიქრობენ, რომ მათ არ დაუჯერებენ, ან მოძალადოს ეშინიათ, ანდა ფიქრობენ, რომ გარემომცველებმა ისედაც ყველაფერი იციან, ან უხერხულობოს და სირცხვილის განცდები აწუხებთ. ბავშვებს ხშირად არ ესმით, რომ მათ ზიანი მიაყენეს, ან თავად თვლის თავს დამნაშავედ და დასჯის ეშინია. ან მოძალადეს იცავს, რომ არ დააპატიმრონ, განსაკუთრებით მაშინ, როცა მოძალადე ბავშვის ახლობელი ადამიანია. მშობლები კი თვლიან, რომ ოჯახში მომხდარი ძალადობის შემთხვევა ხშირად “ოჯახის საქმეა” და სხვას არ ეხება,” – ამბობს ქეთევან თავართქილაძე ბავშვთა დახმარების ცენტრის წარმომადგენელი. მისივე ინფორმაციით, შარშან ივლისის თვეში ბავშვებზე ძალადობის ექვსი ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის ოთხ შემთხვევაში დედა იყო მოძალადე.

ძალადობა ბავშებზე წყარო მაესტრო

რამდენიმე წლის წინ საქართველოსა და ესტონეთის არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჩაატარეს ერთობლივი კვლევა ოჯახური ძალადობა ბავშვებზე გამოკითხულთა შორის იყვნენ ექიმები და პოლიციელებიც. კვლევის შედეგები ქვევით არის მოყვანილი წყარო : (humansrights.ge)

გამოკითხულთა თანახმად ქართველ პოლიციელთა უმრავლესობა და პედიატრთა მესამედი ფიქრობს , რომ ბავშვებძე ძალადობა საქართველოში ძალიან დახურული თემაა. აქვე პედიატრები აღნიშნავენ რომ  "საქართველოში გავრცელებულია ბავშვებზე ისეთი სახის ძალადობა, როგორიცაა “შესანჯღრევი ბავშვის სინდრომი” მას ყოველდღიურ პრაქტიკაში ხვდებიან პედიატრების 17 პროცენტი

კვლევების თანახმად," საქართველოში ბავშვებში ფართოდაა გავრცელებული ნარკომანია. ბავშვ-ნარკომანებსა და ტოქსიკომანებთან ყოველკვირეულად პედიატრების 12 პროცენტს აქვს შეხება. ბავშვები, რომლებიც არიან ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი ყოველთვიურად პედიატრების 10 პროცენტს აქვს შეხება.

პედიატრების 47 პროცენტის შეფასებით, საქართველოში, ოჯახებში მიღებულია ბავშვების მსუბუქად ფიზიკური დასჯა, მათ შორის შემოლაწუნება, როზგი და თმებით თრევა. საქართველოში პედიატრთა 97 პროცენტი თვლის, რომ ბავშვების ცემა დაუშვებელია. ექიმთა აზრით, ბავშვებს ძირითადად მამები ურტყავენ, იშვიათად დედები. პედიატრების 15 პროცენტს პრაქტიკაში ქონიათ შემთხვევა, როცა ბავშვი ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ყოფილა, რის გამოც ბავშვი საავადმყოფოში მოუთავსებიათ. ბავშვთა ძალადობის შემთხვევების გამო, პედიატრთა 18 პროცენტო კი იძულებული იყო მიემართა დახმარებისთვის პოლიციისთვის. პედიატრთა 15 პროცენტს თითქმის ყოველწლიურად ჰქონიათ შემთხვევები, როცა მშობლები ყიდიდნენ შვილებს უცხოელებზე. თუმცა არის შემთხვევები, რომ ბავშვების კეთილდღეობის მიზნით გაუშვილებიათ უცხოელებზე, რადგან ოჯახს არ შეეძლო პატარის რჩენა. პედიატრთა 94 პროცენტი თვლის, რომ ქუჩის ბავშვების სიმრავლის პრობლემა გამოწვეულია მათი მშეობლების სიდუხჭირით, რომელიც თავის მხრივ, წარმოადგენს სახელმწიფოში გამეფებული უმუშევრობის შედეგს. პოლიციელებთა აზრით კი ქუჩაში ბავშვები იმიტომ ხვდებიან, რომ გარდა სიდუხჭირისა, გაურბიან ნარკომან ან ლოთ მშობლებს. უმთავრესი მიზეზი კი ოჯახში მათზე ძალადობაა. ასევე ფიქრობს პედიატრთა 32 პროცენტი. გამოკვლევების თანახმად, ექიმები თვლიან, რომ თბილისში საშუალოდ 1000-მდე უსახლკარო ბავშვია, რომელიც ქუჩაში ცხოვრობს."

საზოგადოების დამოკიდებულება ძალადობაზე

ვიდეოს საშუალებით, რომელიც ტელეკომპანია "გურჯაანმა"  მოამზადა ნახავთ, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ქართველ საზოგადოებას ძალადობაზე და რას ფიქრობდა ხალხი, რამდენიმე წლის წინ.თუმცა მათი შეხედულება დიდად არ შეცვლილა , რადგან ბავშვებძე ძალადობის მაჩვენებელი კვლავ იზრდება.

შეაჩერე ძალადობა ბავშვებზე წყარო UNICEF Georgia

საზოგადოება თუ  აღიქვამს ამ პრობლემას სწორად და თვალებს აღარ დახუჭავს ძალადობის ფაქტებზე, არ ჩათვლის , რომ ეს მხოლოდ ოჯახის საქმე, მხოლოდ იმ კარს მიღმა უნდა დარჩეს სადაც ამბავი ხდება მაშინ ნამდვილად შემცირდება ძალადობის ფაქტები, ნამდვილად ნაკლები მოძალადე დაიზრდება და ნაკლები მოძალადე შესძლებს  კეთილი ადამიანის ნიღბით სიარულს თბილისის და საქართველოს ქუჩებში, რომლებსაც შესაძლოა დღეს ჩვენც ვუღიმით და არც ვიცით სინამდვილეში ნიღბის გარეშე ვინ არის იგი.

Powered by  Jumpstart Georgia