ოჯახური ძალადობა
ოჯახური ძალადობა

არასწორი აღზრდა, როგორც ძალადობის გამომწვევი მიზეზი ზოგიერთმა რესპონდენტმა ძალადობის მიზეზად მისი პარტნიორის ძალადობრივ გარემოში აღზრდა დაასახელა: - normalur ojaxSi Tu gaizarda bavSvi, is SemdgomSi ramem Tu ar SeuSala xeli, aseT rames ar Caidens. Tu jansaR garemoSi izrdeboda da Semdeg gaxda moZalade, amisTvis albaT bevri sxva mizezic unda arsebobdes. ( თავშესაფარში მცხოვრები მსხვერპლი) უნდა აღინიშნოს, რომ ყველა სხვა ჯგუფებში ძალადობის მიზეზად როდესაც აღზრდას ასახელებდნენ რესპონდენტები გულისხმობდნენ ოჯახში ძალადობრივ გარემოს, აღზრდაში არც ერთი ჯგუფი არ გულისხმობდა სხვა ინსტიტუციებს- სკოლას, საზოგადოებას და ა.შ აღზრდაში ასევე არ იგულისხმებოდა ფასეულობების გადაცემა. ერთადერთი აქტივისტების ჯგუფში გამოვლინდა არასწორი მენტალიტეტის და ცნობიერების როლი აღზრდის პროცესში, როგორც ძალადობის მიზეზი: 8 „Zaladobas axorcieleben albaთ imitom, rom aRzrdilebi ar arian kargad, mentalitetic, cnibiereba rom meti var qalze. ojaxSi zrdian ise rom is kacia, is marTalia da Sen unda gaCumde, unda mouTmino, is ufro kargia. es mentaliteti da cnobiereba muSaobs, mTeli cxovreba gasdevs, es xom qalisTvis sazianoa da TviTon mamakacisTisac sazianoa“ უსიყვარულობა, როგორც ძალადობის მიზეზი: როგორც ერთ-ერთმა რესპონდენტმა განაცხადა: - me albad ar vuyvardi da imitom. sul ambobda rom me sxva miyvardao. (თავშესაფარში მცხოვრები ქალი) ერთადერთმა რესპონდენტმა, თავშესაფარში არმცხოვრებთა ჯგუფში, სიძულვილი დაასახელა როგორც ძალადობის მიზეზი: - albaT siZulvili imis mxridan Cems mimarT, dRemde ver gaverkvie ratom ( თავშესაფარში არ მცხოვრები ქალი) ურთიერთგაუგებრობა როგორც ძალადობის მიზეზი დევნილი ქალების ჯგუფში დასახელდა წყვილებს შორის გაუგებრობა როგორც ძალადობის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი: - albaT ufro urTierTgagebis naklebobis gamo. rodesac col-qmari, an Tundac ojaxis wevrebi erTmaneTs ver ugeben, sxvadasxvanairi Sexedulebebi aqvT erTi da igive rameze. SeiZleba iyos raRac mentaluri mouwesrigebloba.( დევნილი ქალი) სიმთვრალე და ნარკოტიკი როგორც ძალადობის გამომწვევი ფაქტორი: თავშასაფარში მცხოვრებ ქალებს შორის უფრო მეტად გამოვლინდა ალკოჰოლი და ნარკოტიკები, როგორც ძალადობის მაპროვოცირებელი, მაგრამ ეს ფაქტორები უფრო როგორც საბაბი ისეა განხილული, რადგან შემდგომ მოძალადის დახასიათებისას უფრო მეტად გარემოს, რომელში ოჯახი იგულისხმება და სოციალურ მპრობლემებს და ამით გამოწვეულ ფსიქიკურ პრობლემებს ასახელებენ, ასევე ამ ჯგუფშიც ფიგურირებს დედამთილი: 9 - mizezs ver meubneboda cemis, iyo an kaifSi an mTvrali, ar iyo fsiqikurad gawonasworebuli, memuqreboda daniT, iaraRiT. (თავშესაფარში მცხოვრები მსხვერპლი ქალი) მიუხედავდა იმისა, რომ დევნილი ქალების ჯგუფშიც არ გამოვლინდა მნიშვნელოვანი განსხვავება და ძალადობის მიზეზად კვლავ ფსიქიკური პრობლემები გამოვლინდა ამ ჯგუფში უფრო მეტად გამოაშკარავდა მსხვერპლის დადანაშაულების ფენომენი. ამ ჯგუფში უფრო მეტად საუბრობენ იმაზე, რომ ქალმა უნდა ბევრი რამ მოუთმინოს მეუღლეს და არ გამოიწვიოს ძალადობა. - bevr rameSi SeiZleba qalic daadanaSalo. me mgonia rom unda gaugo Sens meuRles ra ar siamovnebs, is ar unda gaakeTo da jobia ase ojaxi SeinarCuno. ეთნიკური უმცირესობის ქალების ჯგუფში გამოვლინდა ადრე გათხოვების ტრადიცია, როგორც ძალადობის გამომწვევი მიზეზი თითქმის ყველა რესპონდენტი საუბრობს ამ საკითხზე. - აზერბაიჯანულ ოჯახებში ხშირია შემთხვევა, როდესაც გოგონას არ უნდა გათხოვება მასზე, ვისაც ოჯახი აყოლებს, მაგრამ მას ამის გაკეთებას აიძულებენ. აქტივისტ ქალების ჯგუფში პირველად გაიჟღერა ძალაუფლების საკითხმა, როგორც ძალადობის გამომწვევმა მიზეზმა, აქტივისტებმა დაასახელეს მამაკაცების მხრიდან ძალაუფლების მოპოვების მცდელობა, როგორც ძალადობის მიზეზი. -rogorc avRniSne Zaladoba aris gavlenis, Zalauflebis mopovebis mcdeloba meore adamianze, da rodesac azrTa sxvadasxvaobaa amaze, an aris ignori, xdeba konfliqti da konfliqti warmoSobs Zaladobas. erTi ibrZvis metad rom meores moaxvios Tavisi gavlena. es TavisTavad aris imis safuZveli rom moxdes Zaladoba. ასევე აქტივისტი ქალების ჯგუფში გაიჟღერა ეჭვიანობა, როგორც ძალადობის გამომწვევი მიზეზი: ZiriTadi mizezi Zaladobis aris kacis arasrulyofilebis SegrZneba da kidev eWvianoba. rodesac gareT gadixar ndobis faqtori ar gaaCniaT. საბოლოოდ დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ ქალებს შორის არ არის ერთსულოვნება ძალადობის გამომწვევ მიზეზებზე, ასევე ერთი და იგივე რესპონდენტი სხვადასხვა მიზეზს ასახელებს ძალადობის გამომწვევად, მაგრამ ძირითადი ტენდენცია მაინც ოჯახში არასწორი აღზრდით და ასევე მძიმე სოციალური ფონით შექმნილი მოძალადის ფსიქიკური მდგომარეობა და ამით გამოწვეული ძალადობა დასახელდა. თუმცა ზოგიერთ ჯგუფში მაინც გამოვლინდა 10 განსხვავებული პოზიციები- ეთნიკური უმცირესობის ქალები აქტიურად საუბრობენ ადრე გათხოვების პრაქტიკაზე და ამით გამოწვეულ ძალადობის ფაქტებზე, ასევე აქტივისტი ქალების ჯგუფშიც გამოვლინდა გარკვეული თავისებურებები ისინი საკითხს უფრო ფართო ჭრილით განიხილავენ და ზოგად შეფასებებს აკეთებენ. თუ თვისობრივ მონაცემებს შევადარებთ რაოდენობრივ მონაცემებს დავინახავთ გარკვეულ დამთხვევას, რაოდენობრივში, ისევე როგორც, თვისობრივ კვლევაში რესპონდენტთა 51,3% ძალადობის მიზეზად სიმთვრალეს ხოლო 25,6% ფინანსურ პრობლემებს, ქალების მიერ დასახელებულ სხვა მიზეზებს შორისაა ეჭვიანობა 21,9%, მამაკაცის უმუშევრობა 17,3%, ქალი უარს ამბობს სექსზე 11%, მონაცემთა ანალიზი როგორც უკვე ავღნიშნე, ოჯახში ძალადობის კაუზალობის თეორიები ორი პოზიციიდან ხსნიან ამ ფენომენს, მოძალადის პიროვნული თვისებებიდან, რომელიც მოიცავს, როგორც ბიოლოგიურ, ისე ფსიქოლოგიურ ფაქტორებს და მეორე პერსპექტივა - გარემო, როგორც ძალადობის მაპროვოცირებელი. ანალიზისას გამოვლინდა არაერთგვაროვანი პოზიციები, ერთი და იგივე რესპონდენტი ხშირად სხვადასხვა მიზეზს ასახელებს ძალადობის მაპროვოცირებლად, თუმცა გარკვეული ტენდენცია მაინც გამოიკვეთა. ბიოლოგიური ფაქტორი, როგორც ძალადობის გამომწვევი მიზეზი - ამ თეორიის მომხრენი სხვადასხვა ტრავმატულ და გენეტიკურ მიზეზებს ასახელებენ ძალადობის გამომწვევ ფაქტორებად (Harriette Johnson, 1996)7 , თუმცა ოჯახში ძალადობის კუთხით, უფრო მნიშვნელოვანია ნეოდარვინული თეორია(gene-based evolutionary theory) 8 . ამ თეორიის მომხრენი ამტკიცებენ, რომ პირველყოფილ საზოგადოებაში იყო ბრძოლა ქალებისათვის, რაც თანამედროვე სამყაროშიც გრძელდება განსხვავებული ფორმით და აქედან გამომდინარე, მამაკაცების ძალადობრივი ქცევა შინაგანი გენეტიკური იმპულსებით მომდინარეობს და აიხსნება ქალის სექსულობის კონტროლით, რათა მან სხვა მამაკაცი არ აირჩიოს პარტნიორად. ამ კუთხით  მნიშვნელოვანია ეჭვიანობა, როგორც ძალადობის მიზეზი, რაც ამ კვლევაშიც გამოიკვეთა, თუმცა არა როგორც ძირითადი ტენდენცია. რაც შეეხება პიროვნული თვისებების მეორე ასპექტს, ფსიქოლოგიურ მხარეს, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა Dutton-მა. როგორც მისი ფსიქოლოგიური თეორია განსაზღვრავს, ბავშვობაში გნცდილი სხვადასხვა ფსიქოლოგიური ტრამვა იწვევს მოძალადის დაქვემდებარებულობის განცდას და თუ ის მოხვდა ისეთ გარმოშიც სადაც წახალისებულია ქალის მიმართ ძალადობრივი ქცევა ეს აისახება მის მიერ პარტნიორთან ძალადობრივ ურთიერთობებში.(Dutton and Golant,1995)9 ის, რომ არასარულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილი კაცი ძალადობს ქალზე და არა სხვაზე ეს აიხსნება ძალაუფლებრივი პირამიდით,როდესაც დისკრიმინირებული ძალადობს თავისზე სუსტზე და ეს კიბე გრძელდება იერარქიულად დაბალი საფეხურის მიმართულებით - კაცი ძალადობს ქალზე, ქალი ბავშვზე და ა.შ. ასევე ამ კვლევაშიც ირკვევა, რომ სხვადასხვა მიზეზებით გამოწვეული ფსიქოლოგიური პრობლემები, მნიშვნელოვანი ტენდენციაა ძალადობის დასახელებულ მიზეზებში. როგორც ირკვევა გარკვეული გარემოებები განაპირობებს ოჯახში ძალადობას. ერთ-ერთი ასეთი გარემო პირობა არის ძალადობრივ ოჯახში აღზრდა, რასაც ხსნის ბანდურას სოცაილური დასწავლის (Bandura, 1977) და სოციალურ კოგნიტური თეორია(Bandura, 1986), რაც გულისხმობს იმას, რომ ძალადობრივ ოჯახში გაზრდილი მეტად მოსალოდნელია, რომ თავად გახდეს მოძალადე მოზრდილ ასაკში, ანუ ძალადობრივ ოჯახს ახასითებს მულტიპლიკაციური ეფექტი და მოძალადის ოჯახში იზრდება მოძალადე. კვლევაში მონაწილე რესპონდენტებიც აქტიურად საუბრობენ ძალადობრივი ოჯახის როლზე, რაც მამაკაცებს აყალიბებს მოძალადე ფსიქოტიპად. რესპონდენტთა მხოლოდ ერთ, აქტივისტ ქალთა ჯგუფში, დასახელდა ძალაუფლების მოპოვება, როგორც ძალადობის მიზეზი. რაზეც ფემინისტი ავტორები საუბრობენ 1960-იანი წლებიდან. მათი აზრით არა ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური ფაქტორები, არამედ პატრიარქალური საზოგადოებაა თავად ძალადობის მიზეზი - ის იერარქიული სისტემა, რაც შექმნილია საზოგადოების სოციალურ თუ ეკონომიკურ სფეროში განსაზღვრავს მამაკაცის დომინანტურ და  ქალის დაქვემდებარებულ პოზიციას, რაც ხდება ქალების მიმართ ძალადობის მიზეზი(Yllö, 1993). 10 რესპონდენტთა ამ ჯგუფში განსხვავებული პოზიცია ძალადობის მიზეზებთან დაკავშირებით შეიძლება იმით აიხსნას, რომ ეს ადამიანები მუშაობენ ძალადობის თემაზე და საკითხს უფრო ღრმად და პროფესიონალურად უყურებენ და ასახელებენ არა უფრო მიზეზებს, არამედ მოტივს, რაც სხვა მიზეზებსაც შეიძლება ედოს საფუძვლად. ძირითადი ტენდენცია რაც გამოიკვეთა ტრანსკრიფტებიდან არის ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოცილური და ეკონომიკური ფონი, რაც ხელს უშლის მამაკაცს შეასრულოს ტრადიციული ოჯხში შემომტანის ფუნქცია, რაც იწვევს მძიმე ფსიქოლოგიურ პრობლემებს და შემდგომ გამოიხატება ოჯახში ძალადობის სახით. ამ კუთხით მნიშვნელოვანია ბიოფსიქოსოციალური თეორია, რომელიც აერთიანეს ბიოლოგიურ, სოციალურ და ფსიქოლოგიურ კომპონენტს და სამივე პერსპექტივიდან ხსნის ოჯახში ძალადობას.( Engel, 1977)11 ამ თეორიის მიხედვით, როდესაც პიროვნების სოციალური კონტექსტი, ფსიქოლოგიური და ბიოლოგიური მხარე და გარემო მთლიანად დატვირთულია ნეგატიური ფაქტორებით და არ ბალანსდება დადებითით, ასეთ შემთხვევეში, მეტად მოსალოდნელია,რომ ეს პიროვნება გახდეს მოძალადე. საბოლოოდ კვლევით კითხვაზე პასუხი, რა განაპირობებს ძალადობას, მოძალადოს პიროვნული თვისებები, თუ გარემო პირობები, როგორც ანალიზმა აჩვენა, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ერთსულოვნება და ერთი და იგივე რესპონდენტი ხშირად სხვადასხვა მიზეზსაც ასახელებს, ძალადობის მიზეზად უფრო ხშირად სახელდება გარემო პირობებით გამოწვეული მოძალადის მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება მთლიანად აღმოფხვრის ოჯახში ძალადობას, ვინაიდან ოჯახში ძალადობის პრობლემა ყველაზე განვითარებულ ქვეყნებსაც კი აწუხებთ. ეს პრობლემა მრავალპლანიანი და რთული საკითხია, რაც მოითხოვს, როგორც ზედაპირული მიზეზების კვლევას, ასევე, უფრო ღრმა, მოტივების კვლევასაც

 

Powered by  Jumpstart Georgia