ირაკლი მაღლაფერიძე
ოღასკურა -ყველაზე საშიში მდინარე ქუთაისში
ქუთაისის ყველაზე მეტ საფრხეს ოღასკურა უქმნის

ქუთაისში ოთხი მდინარე -ოღასკურა , რიონი და წყალწითელა  და რუა ჩამოედინება. მდინარეებიდან მოსალოდნელი სააფრთხეების თავიდან არიდებისათვის განკუთვნილი კომისიის დასკვნით აქედან  ქუთაისის ყველაზე მეტ საფრხეს ოღასკურა უქმნის  და მისი კალაპოტი გაწმენდას საჭიროებს.  

მდინარე ოღასკურა  სათავეს სათაფლიის მთის სამხრეთ კალთებზე არსებული კარსტული წყლებიდან იღებს ,ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში  მიედინება და სოფელ გუბთან მდინარე გუბისწყალს უერთდება.    მდინარე ქალაქის იმ ნაწილს კვეთს სადაც ახლა ახალი პარლამენტის შენობა  მდებარეობს. 

 

 

 

 ოღასკურას  ადიდების შესახებ ცნობების ჯერ კიდევ მეოცე საუკუნიდან გვხვდება. ბოლო სამი წლის განმავლობაში კი ოღასკურა მიყოლებით ადიდდა. შედეგად  დაიტბორა საცხოვრებელი სახლების სარდაფები . 2014 წელს  მდინარემ გუმათის დასახლებაში მაცხოვრებლები, ასევე, ბუხაიძის ქუჩაზე მდებარე მარკეტი და საცხოვრებელი კორპუსი დააზიანა.

 

2015 წლის  თბილისში მომხდარი წყალდიდობის შემდეგ ქუთაისში  მდინარეებიდან მოსალოდნელი სააფრთხეების თავიდან არიდებისათვის განკუთვნილი კომისია შეიქმნა. კომისიამ დასკვნა 2015 წლის 7 აგვისტოს  დადო. დასკვნის მიხედვით  ქუთაისის ყველაზე მეტ საფრხეს ოღასკურა უქმნის  . დასკვნა   დასკვნად დარჩა და მიუხედავად 2015 წელს მიღებული გადაწყვეტილებისა ოღასკურას კალაპოტი კლავ  საყოფაცხოვრებო თუ სხვა ნარჩენით დაბინძურებული  რჩება.  კალაპოტის  მხოლოდ რამდენიმე ადგილას გაიწმინდა, თუმცა ის რომ ეს საკმარისია არაა ამაზე ის  ის ფაქტიც მეტყველებს  რომ 2016 წელს მდინარე კვლავ ადიდდა.

2017 წელს ოღასკურა არ ადიდებულა,თუმცა მისი კალაპოტი კვლავ დაბინძურებული რჩება . 

Powered by  Jumpstart Georgia