OCD
თავიდანვე ამჩნევ რომ განსხვავებული ხარ. ილუზიურ ბუშტში მოაქცევ თავს, საიდანაც მათ გამოეყოფი. რაც უფრო დრო გადის, ბუშტი მინის კედლებს ემსგავსება. შემდეგ წყლით ივსება, ვეღარ სუნთქავ და ზუსტად მაშინ გრძნობ რომ დახმარება გჭირდება, რომ ასე ვეღარ გაგრძელდება.

ეს იმაზე რთულია ვიდრე საუბრობენ, რადგან ეს მოქმედებებია. შიში, რომ ვერ გააკონტროლებ, ან პირიქით, იმის შიში რომ გაგაკონტროლებს. დაუსრულებელ წრეზე დადიხარ, მერე იღლები მაგრამ დასვენება არ შეგიძლია. იმდენად შეეჩვიე მასთან ერთად ცხოვრებას, დასათმობად ჯერ მზად არ ხარ. ეს ადამიანები სამყაროს სხვა თვალით უყურებენ, სხვა რეალობაში ცხოვრობენ.  

 

 

 

"ეს არ არის აზრები მხოლოდ აკვიატებაზე, რომ რაღაც რამდენჯერმე უნდა გააკეთო. შენი უჯრა სავსეა ფურცლების ნაგლეჯებით, რომლებსაც ბავშვობიდან მოყოლებული არ ყრი, ინახავ ყველაფერს, რაზეც ფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, მაგრამ ბოლოს ისე ხდება, უჯრა იქამდე ივსება, ძლივს ახერხებ მის დაკეტვას". 

 

"როცა პერფექციონიზმი იმდენად გიპყრობს, რომ შენს გარშემო ყველაფერი ხელოვნების ნიმუშს ემსგავსება, აქ ბუნებრივი აღარაფერია".

 

OCD - ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა არის შფოთვითი აშლილობა, რომელიც ხასიათდება არაკონტროლირებადი, არასასურველი ფიქრებით და რიტუალებით – იმ ქცევების განმეორებით, რომლის სურვილიც არ გაქვს, მაგრამ იძულებული ხარ, რომ შეასრულო. ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა ძალიან გავრცელებულია მთელ მსოფლიოში  და ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, მისით მოსახლეობის დაახლოებით 2% -ია დაავადებული. რაც ნიშნავს, რომ OCD ყოველ 50 ადამიანში ერთს მაინც ემართება.

 

OCD-ის მქონე ადამიანისთვის ობსესიური ფიქრები და კომპულსიური ქცევები/მოქმედებები არარაციონალურია, რასაც ამ აშლილობით დაავადებული ადამიანიც ხვდება, თუმცა, ამის მიუხედავად ვერ ახერხებს წინააღმდეგობა გაუწიოს მათ და გათავისუფლდეს.

 

Powered by  Jumpstart Georgia