OCD

  სამგზავრო მარშუტში ვზივარ,ირგვლივ უამრავი ხალხია.მათგან უმეტესის  მზერა ჩემკენაა მომართული.მიყურებენ,მაკვირდებიან,ზოგი ირონიულად იცინის,ზოგი სიბრალულის თვალებით შემომცქერის,ზოგიც დაბნეული მაკვირდება.ამხედავენ-დამხედავენ,მერე სახეზე მაკვირდებიან...ვერ ვხვდები რა ხდება,ტელეფონი ავიღე ხელში,ვიდეოკამერა ჩავრთე და ჩავიხედე.სახე სუფთა მაქვს,არც თვალის ფანქარი მაქვს გათხაპნილი.ტანსაცმელს,ფეხსაცმელს ვაკვირდები ,ყველაფერი წესრიგშია.ჩანთა მიდევს მუხლზე არასწორად,ვიფიქრე ამიტომ მივიპყარი მათი ყურადღება.მიუხედავად იმისა რომ ამ ფაქტმა გამაოცა,მაინც გავსწორე ჩანთა და სწორად დავიდე მუხლებზე.
     კვლავ მიყურებენ...
  ობსესიურ-კომპულსური აშლილობის ნიშნებია : გამუდმებული თვლა,სიტყვების განმეორება,უაზრო ფიქრები,აკვიატებები (ობსესიები),შიში იმისა,რომ არ არის ყველაფერი წესრიგში,უცნაური მიმიკები-სწორედ ეს გახდა მიზეზი ჩემი ყურადღების ცენტრში ყოფნისა.
     არ ვიცი რა ხდება! არ ვარ ისე,როგორც უნდა ვიყო,როგორც ჩემს ირგვლის არიან სხვები.გამუდმებული ფიქრები მაქვს.ღამე ვშფოთავ,სულ ექვსი საათი მძინავს,აქედან სამ საათს უაზრო ფიქრებში ვატარებ.აღარ ვგავვარ საკუთარ თავს...მგონია,რომ დავიძინო ვეღარ გავიღვიძებ,ამის გამოა რომ არ მძინავს,მეშინია დაძინების...
  თენდება დილა.თითქოს კარგად ვარ.გონებაც თავისუფალია ფიქრებისგან,ყველაფერი კარგად არის,ჩვეულ რიტმში ვაგრძელებ ცხოვრებას.ვჭამ,ვკითხულობ,ფილმებს ვუყურებ.
    დავიღალე სახლში ყოფნით .გარეთ მომინდა გასვლა.აქ იწყება ჩემი ტანჯვა.კიბეების საფეხურებს ვითვლი,აუცილებელია ერთსადაიმავე  წერტილს სამჯერ შევხედო.წინააღმდეგ შემთხვევაში დღე ძალიან ცუდი იქნება.ვცადე ერთხელ არ მიმექცია ყურადღება ყოველივე ამისთვის და დღე მართლაც ცუდი აღმოჩნდა.უნივერსიტეტში დაბალი ქულა მივიღე,მეგობრებთან კონფილქტი მომივიდა,ფული დავკარგე.მირჩევნია ისევ ისე იყოს ყველაფერი.
    1,2,3,4,5,6,7,8 რვა საფეხური აქვს კიბეს.ხომ ნამდვილად რვა არის? ხომ არ გამომრჩა? ხელახლა ვიწყებ თვლას.
   ვერ დავიძინებ ლოცვა თუ არ წავიკითხე.აუცილებელია ,,მამაო ჩვენო’’ ვთქვა,თუ  არ ვიტყვი ძალიან ცუდი რაღაც მოხდება.არ შეიძლება ლოცვის გარეშე დაძინება.ვიცი,რომ არ მჯერა ამ ყველაფრის,მაგრამ ვერაფერს ვშველი თავს,ფიქრებს ვერაფერს ვუხერხებ...
    უკვე დიდი ვარ გავიზარდე,მაგრამ პირველი კლასიდან მოყოლებული ბოლო კლასის ჩათვლით ყველა საგნის რვეულს ვინახავ,ყველა ნივთს,რაც სკოლას მახსენებს,ასევე პირველ,მეორე,მესამე,მეოთხე კურსს...არ მიყვარს ძველი ნივთების გადაყრა,ძველ დაპატარავებულ ტანსაცმელს,ფეხსაცმელს ყველაფერს ვინახავ.რატო თვლის დედაჩემი ,რომ ეს ყველაფერი უსარგებლოა? ხომ შეიძლება ოდესმე დამჭირდეს? არა,შეიძლება კი არა აუცილებლად გამომადგება...
   ობსესიურ ადამიანს თავისი წესები აქვს,თავისი ფიქრები და შეხედულებები.თუ რა არის სწორი და არასწორი,მართებული და არა მართებული.საკუთარი კანონები აქვს.ყველაფერი ისე უნდა იყოს,როგორც თავად სურს.
  ფიქრები,გამუდმებული ფიქრები.აღარ შემიძლია ცუდად ვარ.რომ გავგიჟდე? ან ჭკუიდან,რომ შევიშალო ,მერე რა მოხდება? ვიცი,მერე უფრო ცუდად ვიქნები.არ მინდა ასე ყოფნა.მარაზმად მექცა ყველაფერი.მეშინია შეცდომის დაშვების.მერე მინიმუმ ერთი თვე ,,ტვინი უნდა ვიბურღო’’ ყველაფერზე.არა მხოლოდ საკუთარ თავს ვაწუხებ,არამედ ყველას,ყველას ჩემს ირგვლივ.არ მინდა  მართლა არ მინდა,გეფიცებით ცუდია.ფიქრებზე ცუდი არაფერია,მითუმეტეს ჩემნაირი ადამინებისათვის,რომლებიც გამუდმებით ფიქრობენ და მათ კონტროლს ვერ ახდენენ.
      ჩემი ძველი ნაცნობი შემხვდა,რაღაცნაირად მომესალმა,ნეტავ რა მოხდა? ჩემზე რამე ისეთი ხომ არ გაიგო,ცუდი? ნუ პრინციპში რა უნდა გაეგო,ცუდი არც არაფრი გამიკეთებია.აბა,აბა  რა მოხდა? რატომ მომესალმა ასე ცივად?
   ნებისმიერ ადამიანს აქვს ჯანმრთელი აკვიატებები ,რაც რეალობასთან ახლოს არის და არც სხვებისთვის იქნება უცხო.ობსესიური ქცევა,რომელიც ნორმის ფარგლებშია აუცილებელიცაა,რომ იყოს,მაგრამ ოკას მქონე ადამიანებისათვის უცხოა ,,დოზირებული’’ აკვიატებები.თვითონაც  ხვდება,რომ ეს აკვიატებები უსაფუძვლოა,მაგრამ აუცილებელია ვინმესგან დასტური მიიღოს,ოღონდ არაერთხელ აუცილებელია, ორჯერ,სამჯერ,ათჯერ...მერე უკვე მშვიდდება დროებით მაინც.
   არ მიყვარს უფრო მეტიც, მძულს,როცა ვიღაცას ჩემი მობილური უჭირავს ხელში.მგონია დაუშავებს რაღაცას.რატომ ეხება თავისი ბინძური ხელებით  ჩემს ნივთებს? ან ისევ იქ,იმ ადგილას რატომ არ დებს საიდანაც აიღო?!
  ნებისმიერი ნორმალური ადამინისათვის მნიშვნელოვანია ნივთები დახვდეს ისე,როგორც დატოვა,ყველაფერი ისე იყოს დალაგებული,როგორც თავად სურს და მოწონს.ეს ჩვეულებრივი მომენტია.ნორმის  ჩარჩოებში ნამდვილად ჯდება.მხოლოდ ნორმის ფარგლებს გასული აკვიატებები,რიტუალები,ფიქრები და შიშებია,რომელიც აფერხებს და ამუხრუჭებს წინსვლას.აფუჭებს ჩვენი ცხოვრების ხარისხს,გვწყვეტს რეალობას.ეს ყოველივე კი საჭიროებს თერაპიას.
    ფიზიოლოგიურ დონეზე ობსესიური სინდრომი დიდწილად გენეტიკურია და გამოწვეულია ტვინის სამი უბნის მუშაობის თავისებურებით.ფსიქოლოგიურ ჭრილში კი,მისი გამომწვევი მიზეზები,სოციუმი და პირველ რიგში მშობლების აღზრდის მკაცრი ზედმეტად განსაზღვრული სწორხაზოვანი სტილია.
  
   ობსესიური პრობლემა მსოფლიოში უამრავ ადამიანს აწუხებს.თუ რომელიმე სიმპტომი გეცნოთ თავი მარტო არცერთ შემთხვევაში არ უნდა იგრძნოთ.მსგავსი პრობლემა ბევრს აწუხებს,ამიტომ სპეციალისტიც ბევრია ვისაც შეუძლია დახმარება.ჯანმრთელ ობსესიურ ფსიქოპატს კი ფსიქოპატი არ სჯობს,ისინი პასუხისმგებლობით აღსავსე ,ორგანიზებული,დისციპლინირებული ადამიანები არიან,რომლებიც  შემდგომში კარგ პედაგოგებად,ჟურნალისტებად,იურისტებად გვევლინებიან.
  
    

 

Powered by  Jumpstart Georgia