ნაცრისფერი ქალაქის ტურისტული პოტენციალი. ევროკავშირის საგრანტო კონკურში „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ , პროექტის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გაიმარჯვა.


პროექტის ჯამური ღირებულებაა 695 997 ათასი ევროა. აქედან 600 000 ევრო ევროკავშირის დაფინანსებაა, მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება კი 95 ათასი ევროს შეადგენს. პროექტის ხანგრძლივობა 28 თვეა.
პროექტით გათვალიწინებული თანხა ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას მოხმარდება. პროექტი ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობების გაზრდასაც ითვალისწინებს, რისთვისაც მათი უნარების გაძლიერება ტრენინგების, სტაჟირებისა და ბიზნეს-კონსულტირების სერვისის გზით იგეგმება.
როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარატავენ პროექტის ფარგლებში მოეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურა, კერძოდ გაკეთდება ახალი ტურისტული საინფორმაციო ცენტრი, შემნახავი საკანი, საკონფერენციო სივრცე, პარკინგისა და სანიტარული ობიექტები. ქალაქის ცენტრსა და ისტორიულ ნაწილში ველო-ინფრასტრუქტურა, შეიქმნება ველოსიპედების გაქირავების სერვისი. სუვენირებისა და სხვა ადგილობრივი პროდუქტების სარეალიზაციო სივრცე. გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმის მიერ მოეწყობა ეროვნული საკვებისა და ხელნაკეთობების დამამზადებელი სახელოსნოები, სადაც მუშაობის პროცესს ვიზიტორები დაესწრებიან, შექმნილი პროდუქციაც ადგილზევე გაიყიდება. ასევე, დაგეგმილია სატრენინგო სივრცის შექმნა, სადაც ქალაქის მერია ჩაატარებს უფასო ან შეღავათიან ფასიან ტრენინგებს ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის. ხაზგასასმელია, რომ ყველა ზემოთ აღნიშნული ინფრასტრუქტურა ერთმანეთთან იქნება დაკავშირებული და შექმნის საერთო კომპლექსს