ნარჩენების მართვა

  ნარჩენი, ეს არის ნებისმიერი ნივთი ან ნივთიერება, რომელსაც მფლობელი იშორებს, განზრახული აქვს რომ მოიშოროს ან ვალდებულია, რომ მოიშოროს.

  ნარჩენების მართვა საკმაოდ კომპლექსური სისტემაა, რომელიც ითვალისწინებს შემდეგ საფეხურებს:

  • ისეთი რეფორმებისა და პოლიტიკის შემუშავებას, რომელიც ხელს შეუწყობს ნარჩენების პრევენციას, ანუ რაც შეიძლება ნაკლები ნარჩენის წარმოქმნის ხელშეწყობას მომხმარებლისა და მწარმოებლის მიერ;
  • შემდეგი საფეხური არის ნარჩენების დახარისხება, ე.წ. სეპარირება, ანუ გარკვეული სახეობის ნარჩენების გამოცალკევებით შეგროვება, რის შემდეგაც უნდა მოხდეს მათი მომზადება გადამუშავებისთვის შესაბამისი ტექნლოგიების გამოყენებით;
  • შემდეგ საფეხურზე ხდება ნარჩენების გადამუშავება და იმავე ან სხვა ტიპის პროდუქტის წარმოება; შემდეგ გარკვეული სახეობის ნარჩენებით, რომლებიც არ გამოდგება გადამუშავებისთვის, ხდება ენერგიის აღდგენა, ანუ ამ ნარჩენების გარდაქმნა ენერგიად;
  • და ბოლო საფეხურზე, აღნიშნული ეტაპების გავლის შემდეგ, ხდება დარჩენილი ნარჩენების განთავსება ნაგავსაყრელებზე.
ნარჩენების იერარქია
სამგორის ზემო მაგისტრალური არხი, რომელიც თბილისის ზღვაში ჩადის და ჩააქვს უამრავი ნაგავი.
სამგორის ზემო მაგისტრალური არხი, რომელიც თბილისის ზღვაში ჩადის და ჩააქვს უამრავი ნაგავი.
სამგორის ზემო მაგისტრალური არხი, რომელიც თბილისის ზღვაში ჩადის და ჩააქვს უამრავი ნაგავი.
სამგორის ზემო მაგისტრალური არხი, რომელიც თბილისის ზღვაში ჩადის და ჩააქვს უამრავი ნაგავი.

საქართველო ნარჩენების მართვის პოლიტიკაში აქტიურად 2015 წლიდან ჩაერთო, როცა ნარჩენების მართვის კოდექი შევიდა ძალაში, რომელიც მთელ რიგ პასუხისმგებლობას აკისრებს როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო სექტორსა და ცალკეულ ინდივიდებსაც კი.

  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ხატია წილოსანის თქმით: ''ნარჩენების მართვის კოდექსი, ადგენს ვალებულებას სახელმწიფოსთვის, მოსახლეობისთვის და კერძო სექტორისთვის. ეს კარგ მიმართულებებს აჩვენებს თუ ვის რა ვალდებულებები და მოვალობები გვაქვს ერთმანეთის მიმართ.''კოდექსი კერძო ბიზნესისთვის განსაზღვრავს, რომ მათ უნდა ყავდეთ გარემოსდაცვითი მმართველი. ასეთი ტიპის მმართველის არსებობა აუცილებელია ყველა იმ კომპანიისთვის, რომელიც 1000 ტონაზე მეტ ნარჩენს წარმოქნის. მათი გეგმა ნარჩენებთან ბრძოლის შესახებ შეთანხმებული უნდა იყოს სამინისტროსთან . ''ჩვენ მოვამზადეთ 300-მდე გარემოს დაცვითი მმართველი სხვადასხვა კერძო კომპანიისთვის, რომელთა 80% მუშაობს უშუალოდ ნარჩენების მართვის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ  ბიზნესის მხრიდან ჩართულობა და თანამშრომლობა არის საკმაოდ კარგი და ყოველდღიურად უმჯობესდება.''

 

დაბინძურებული გარემო ქუჩებსა და მდინარეებში.

 რასნიშნავსნაგვისსწორიგამოყენებაროგორუნდაგავხადოთისგამოყენებადი?

  -ნარჩენების მართვის მიმართულება, ვფიქრობ, რომ არის უმნიშვნელოვანესი, ვინაიდან საქართველოში დაახლოებით 900 000 ტონა  ნაგავი წარმოიქმნება ყოველწლიურად. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ სწორად მოხდეს დახარისხება და სეპარაცია. მაგალითად, პლასტმასის ნარჩენის სწორად დამუშავების შემდეგ მისი გამოყენება შესაძლებელია ბევრი მიმართულებით. 

აღსანიშნავია, რომ კოდექსი ითვალისწინებს გარკვეულ სანქციებსაც, ჯარიმა ეხება როგორც ინდივიდებს, ასევე კერძო კომპანიებსა და ორგანიზაციებს.

  როდესაცკოდექსითდაკისრებულივალდებულებაარსრულდებაარსებობსთუარარაიმესანქცია?                                                      

  -რა თქმა უნდა, არსებობს სანქციები სხვადასხვა ტიპის დარღვევების მიმართ, რომელსაც ნარჩენების მართვის კოდექსი ითვალისწინებს. ეს არის, როგორც გაფრთხილება, ისე დაჯარიმება. თანხის დაკონკრეტება რთულია, რადგან თითოეული შემთხვევა არის უნიკალური. შედგენილი საჯარიმო ოქმი ადგენს მინიმალურ და მაქსიმალურ ზღვრებს.

ნარჩენების მართვა პირდაპირ უკავშირდება გარემოს დაცვასა და მასზე ზრუნვას. ამ საკითხთან მიმართებით კი მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, რასაც ხატია წილოსანიც უსვამს ხაზს და კითხვაზე: გაიზარდა თუ არა ამ წლების განმავლობაში მოსახლეობის ცნობიერება და რა კეთდება ზოგადად ამასთან დაკავშირებით გვპასუხობს:'' ევროკავშირთან თანამშრობლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედ ის არის, რომ ცნობიერების ამაღლების კამპანია სწორად წარიმართოს, მათ შორის ნაგავსაყრელებთან მიმართებითაც. მოგეხსენებათ რომ ნაგავსაყრელი ვერ მოეწყობა ცალკე კუნძულოვან ტერიტორიაზე, რის გამოც მოსახლეობას ხშირად სენსიტიური დამოკიდებულება აქვს. სწორი ფორმირება და მათი ჩართულობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, სწორედ ამიტომ ვატარებთ სხვადასხვა კამპანიებსა და გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს, მაგალითად შემიძლია დაგისახელოთ ჩვენი ახალი კამპანია ''შენ ქმნი გარემოს''.

ევროკავშირის ჩართულობით შექმნილი ნარჩენების მართვის კოდექსი ერთ ახალ, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან დეტალსაც მოიცავს. ესაა ''მწარმოებლის გაფართოვებული ვალდებულება'', რომელიც ძალაში 2019 წლის დეკემრიდან შევიდა. 

„მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულების" მიხედვით, ისეთი პროდუქტის უშუალო წარმოებას, რომელიც შემდგომში სპეციფიკური ნარჩენი ხდება და ამ პროდუქტის ბაზარზე განმათავსებელი, ვალდებულია პროდუქტისგან წარმოქმნილი ნარჩენების სეპარირებული შეგროვება, ტრანსპორტირება, აღდგენა და გარემოსათვის უსაფრთხო განთავსება უზრუნველყოს.

 

ხათუნა გოგალაძე - საქართველოს ვალდებულებების შესახებ.

ირმა გურგულიანი ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე საუბრობს ნარჩენების სეპარირების მნიშვნელობაზე და ვალდებულებებზე. 

 

ირმა გურგულიანი
Powered by  Jumpstart Georgia