მულტიპლიკაცია

ანიმაცია ფართო შემოქმედებითი სფეროა, რომელიც უსულო ნახატებსა და საგნებს აცოცხლებს. ანიმაციური ტექნოლოგიის კომპიუტერულ ტექნოლოგიასთან შერწყმამ ფილმის პროდიუსერებს შესაძლებლობა მისცა შეუძლებელი რეალობად ექციათ.

 

პირველი ანიმაცია

დისნეი ანიმაციური სამყაროს ნამდვილი მეფე იყო. მან პირველმა წარუდგინა მსოფლიოს მულტიპლიკაციური ფილმი და მე-20 საუკუნის კულტურას ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო გასართბი საშუალება შემატა.

ანიმაცია ახლა იმდენად მჭიდროდ არის დისნეის სახელთან დაკავშირებული, რომ წარმოუდგენელია ერთის არსებობა მეორის გარეშე. ფაქტობრივად ანიმაცია პოპულარული ხელოვნება იყო ბევრად ადრე, ვიდრე დისნეი დაიბადებოდა და კინოს გამოიგონებდნენ. მისი პირველადი სახე იყო საბავშვო წიგნი. მის ყოველ გევრდზე დახატული იყო წინა ნახატისაგან ოდნავ განსხვავებული ნახატი. როდესაც წიგნს სწრაფად გადაშლიდი, ნახატი მოძრაობდა. ამგავრი წიგნები აგებული იყო ოპტიკური ილუზიის პრინციპებზე.

Mickey & Donald Duck Flip book animation

დღესდღეობით ტექნოლოგია ბევრად გაუმჯობესდა. მულტიპლიკაციური ფილმი, რომელშიც მოქმედება ხდება ათასობით სტოპკადრის თანმიმდევრული ჩვენებით, ძალზე მცირედით განსხვავდება ძველმოდური საბავშვო წიგნებისაგან.

 

http://lostmediaarchive.wikia.com
პირველი ანიმაციური ფილმი - "ჰამფთი დამფთის ცირკი" 1898 წელს შეიქმნა ალბერტ ე. სმიტის მიერ. ნახატების ნაცვლად სმიტმა გამოიყენა მისი ქალიშვილის თოჯინების
გრომიტი 1993 წლის ოსკარის გამარჯვებული ანიმაციური ფილმის - "უკუღმართი შარვალი" მთავარი გმირია. პლასტელინის ფიგურები წამში 24 მოძრაობას აკეთებდნენ, ჯამში 47760 მოძრაობა 29 წუთიანი ფილმის განმავლობაში.
გრომიტი
შეუძლებლის შექმნის ხელოვნება

მულტფილმის ნაწარმოები იქმნება სპეციალურად მოწყობილ გადამღებ დაზგაზე. მოძრაობის ცალკეული, თანამიმდევრული ფაზების (მომენტები) გადაღებით. ანიმაციური ფილმი ეკრანზე ქმნის ნახატი-სხეულების მოძრაობის ილუზიას.

 

მოგზაურობა მთვარეზე, 1902 წელი.

1902 წელს ფრანგმა რეჟისორმა ჟორჟ მელისმა შექმნა ფანტასტიკური ჟანრის ანიმაციური ფილმი "მოგზაურობა მთვარეზე". მასში შესულმა კადრებმა, რაკეტის მთვარეზე დაშვების შესახებ, იმ დროისათვის წარმოუდგენელი მოვლენები რეალობად წარმოაჩინა. ამ ფილმმა საფუძველი ჩაუყარა ფანტასტიკისა და სათავგადასავლო მულტიპლიკაციის ჟანრებს.

ანიმაცია ძალზე პოპულარული გახდა, მაგრამ დიდ დროს მოითხოვდა. მხატვარს ერთი კადრის (1 წმ) შესაქმნელად 24 სხვადასხვა ნახატი უნდა დაეხატა. 1910 წელს სიტუაცია შეიცვალა. თავდაპირველად მხატვრებმა ჯგუფურად დაიწყეს მუშაობა. შემდეგ კი გამოიგონეს ე.წ. ცელულოიდი, რომელიც წარმოადგენდა გამჭირვალე პლასტიკას.

 მისმა ტექნიკამ საოცრად შეამცირა მხატვართა სამუშაო. მთლიანი სცენის დახატვის ნაცვლად, ახლა შეეძლოთ დაეხატათ მხოლოდ ცალკეული ეპიზოდები.მაგალითად, ანიმაციური გმირის მოძრაობაში მოსაყვანად საჭირო იყო მხოლოდ ფეხების მიმართულების შეცვლა, სახის ხელმეორედ დახატვა საჭიროებას აღარ წარმოადგენდა.

გადაღების პროცესი და მულტიპლიკაციის ახალი მიმართულება

ახალი ტექნიკური საშუალება მალე იქნა ათვისებული მთელ მსოფლიოში, განასკუთრებით კი აშშ-ში. 1927 წელს უხმო ფილმებმა გზა დაუთმო გახმოვანებულ ფილმებს. 1928 წელს ახალგაზრდა ანიმატორმა უოლტ დისნეიმ, შექმნა მულტფილმი "გემი ვილი", რომელმაც მსოფლიოს მოუვლინა პოპულარული პერსონაჟი, შემდგომში ანიმაციის დიდი ვარსკვლავი - მიკი მაუსი.

 

მიკი მაუსი დისნეის პირველი მოლაპარაკე გმირი იყო. მას შემქმნელი თავად ახმოვანებდა. ეს იყო მხოლოდ დასაწყისი. მას მოჰყვა დონალდ დაკი, პლუტო და გუფი. თითოეულ გმირს განსაკუთრებული დამახასიათებელი ნიშანი ჰქონდა.

აღნიშნული მულტფილმები ხელოვნების ნიმუშებს წარმოადგენენ. მიკი მაუსმა საფუძველი ჩაუყარა მულტიპლიკაციის "ოქროს ხანას", ასე ეწოდებოდა 50-იანი წლების ანიმაციურ ხელოვნებას.

დროთა განმავლობაში, ტექნოლოგიების დახვეწამ და ე.წ. "კომპიუტერიზაციამ" მნიშვნელოვნად გააადვილა ანიმატორების საქმიანობა და მულტიპლიკაცია მეტად თანამედროვე და მოქნილ დარგად აქცია. დღეს არსებობს ისეთი კომპიუტერული პროგრამები, რომლებიც ადვილი მოსახმარია ჩვეუელებრივი ადამიანისთვისაც. ამგვარად, კომპიუტერი, ხატვის ნიჭი და ცოტა ფანტაზია თქვენს ოცნებებს აასრულებს

როგორ იქმნება მულტფილმი?
Powered by  Jumpstart Georgia