მკვდარი ცხოველების და საყოფაცხოვრებო ნარჩენებს მდინრეებში ყრიან
ქალაქ გორში მდინარე ლიახვის ნაპირზე მკვდარი პირუტყვის ნარჩენები ყრია. ამ ტერიტორიიდან უახლოესი დასახლებული პუნქტი 100 მეტრში მდებარეობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ანტისანიტარიის გამო ცხოვრება გაუსაძლისი გახდა. ისინი ყურდღებას მოითხოვენ წინააღმდეგ შემთხვევაში ეპიდემიის საფრთხზე საუბრობენ
საკითხთან დაკავშირებით საუბარი არ სურთ სურსათს უვნებლობის ადგილობრივ სამსახურში.
პრობლემით შეწუხებული ადგილობრივები სიტუაციის მოგვარებას მოითხოვენ
გორში მერიის კეთიმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით მკვდარი ცხოველების ნარჩენები მდინარის სანაპიროდან გაიტანეს

ეს აბარა ტურისტებისთვის არის განკუთვნილი, თუმცა ის რაც ამ აბრის შემდეგ ჩანს ეს ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს, ნაგავსაყრელი მდინარის ნაპირზე, მეტი თვალსაჩინოებისთვის გთავზობთ ფოტოებს.

 

კიდევ უფრო მეტი თავლსაჩინოებისა და პრობლემის მოგვარების იმედით ვნახოთ უწყვეტი ვიდეო კადრები

 

გორის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ რომ მდინარეების კალაპოტი და სანაპირო ადგილობრივი თვითმმართველობის ბალანსზე არ არის და შესაბამისად მათ არ ევალებათ მოვლა–პატრონობა. რაც შეხება სანიღვრე არხებს ადგილობრივ ხელისუფლებაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ.

 

Powered by  Jumpstart Georgia