მიგრაცია ფოთში

 

საქართველოში ბოლო წლების მანძილზე  არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობისა და უმუშევრობის გამო ქვეყანა  არაერთმა ქართველმა დატოვა და საზღვარგარეთ გაემგზავრა.ისინი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრობენ და  საკმაოდ მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა, რომ  სამშობლოში დატოვებული ოჯახები და ნათესავები შეინახონ. სხვა ქალქების, თუ მუნიციპალიტეტების მგავსად ფოთიც ბევრმა ადგილობრივა დატოვა, ლუკმა პურის შოვნისა და შვილებისთვის უკეთესი მომავლის შექმნის მიზნით.ტატა კილასონია  ერთ-ერთი ემიგრანტია , რომელიც იტალიაში 2007 წელს წავიდა.ფინანსური პრობლემების გადაჭრის მიზნით,  მეუღლის და ორი შვილის დატოვება მოუწია. იგი იხსენებს, იტალიაში ჩასული, თუ  როგორ აღმოჩნდა ქუჩაში. ამბობს, რომ არც ენას ფლობდა და არც ახლობელი ჰყავდა . დახმარება   იქაურმა მცხოვრებმა გაუწია  და სამსახური უშოვა. მას მძიმე პირობებში უწევს მუშაობა, რათა ოჯახს დაეხმაროს.წუხს,  რომ შვილების აღზრდაში მონაწილეობა ვერ მიიღო. თვალცრემლიანი იხსენებს,თუ როგორ ვერ ამოიცნო ფოტოზე წლების შემდეგ  საკუთარი შვილი , რადგან  რამდენიმე წელი ინტერნეტთან წვდომა არ ჰქოდა. ახლა  კი ოჯახს ვიდეოთვალის საშუალებით ეკონტაქტება. 10 წლის  განმავლობაში საქართველოში ორჯერ იყო ჩამოსული და სულ რამდენიმე დღით. ტატა საკუთარ სამშობლოში დაბრუნებასა და ოჯახთან ერთად ცხოვრებას ნატრობს.

ფოთში მცხოვრები უხუცესი ომარ ხუხუნი იხსენებს, რომ გასული საუკუნის 40-იან წლებში ამ ქალაქში სამუშაოდ სხვადასხვა ეროვნების ადამიანები ჩამოდიოდნენ და შემდეგ  აქ ფუძნდებოდნენ. წუხს, რომ ახლა ფოთელების გადინება საზღვარგარეთ ხდება. როგორც ის ამბობს, 1942 წლის დეკემბერში  სევასტოპოლში არსებული გემთსაშენი ქარხანა ,რომელიც 201 ქარხნის სახელითაა ცნობილი  ფოთში გადმოიტანეს. დაზგები და დანადგარები ნავსადგურის ტერიტორიაზე განათავსეს. ჩამოსული მუშები ადგილობრივმა ხელისუფლებამ ოჯახებში გადაანაწილა, მოგვიანებით  კი მათთვის საცხოვრებელი კორპუსები აშენდა და   აქ დასახლდნენ. მისი თქმით, ფოთში  ემიგრანტები მრავლად იყვნენ.  გვიყვება, რომ იმ პერიდში ამ ქალაქში  სპეციალური პუნქტი ფუნქციონირებდა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში ევაკუირებ ხალხი  გემით შემოყავდათ   და  საქართველოს  რაიონებში ანაწილებდნენ.მისი თქმით, ეს  პუნქტი 3 მილიონმა ადამიანმა გაიარა. ფოთში 19 საწარმო ფუნქციონირებდა. მას შემდეგ რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა და სამუშაო ადგილები შემცირდა, ფოთში მცხოვრებმა ემიგრანტებმა ქალქის დატოვება დაიწყეს.

 

ომარ ხუხუნი

ფოთში სტარავერებით დასახლებული  უბანიც იყო. ახლა  მხოლოდ ორი ოჯახი შემორჩა, დანარჩენებმა სახლები გაყიდეს და ქალაქი დატოვეს. სწორედ მათი მოყვანილი  ბოსტნეულით საზრდოობდა ადგილობრივი  მოსახლეობა.

 

ომარ ხუხუნი

მართალია ფოთელები ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიდიან, მაგრამ გააქტიურებულია შიდა მიგრაციაც. მეზობელი სოფლებიდან სამუშაოს შოვნის მიზნით   ქალაქისკენ მოემართებიან ოჯახები.ისინი მიტოვებულ , ამორტიზებულ   შენობებში შედიან და სახლდებიან, სადაც  გაუსაძლის პირობებში უწვთ ცხოვრება. ფოთიდან წასულ ემიგრანტა რაოდენობა უცნობია.  

 

ქვეყნის ფარგლებს გარეთ  ქართველი ემიგრანტების რიცხვი არ მცირდება.  მთავრობა გვარწმუნებს, რომ ემიგრანტები თანდათანობით უკან ბრუნდებიან, თუმცა რეალური სურათი განსხვავებულია. ემიგრანტებს უკან დაბრუნების სურვილი აქვთ, თუმცა, ამბობენ, რომ აქ დაბრუნების შემთხვევაში სამსახურს მაინც ვერ იპოვიან  და კვლავ   ფინანსური პრობლემები შეექმნებათ . როდემდე მოუწევთ ქართველ ემიგრანტებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრება, უცნობია. ხელისუფლებამ  ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას და სამუშაო ადგილები შექმნას, რომ ქვეყანა  საბოლოოდ არ დაცარიელდეს.

 

Powered by  Jumpstart Georgia