მე არ ვეკუთვნი ჩემს სხეულს, არამედ სხეული მეკუთვნის მე და მე შემიძლია მისი მართვა

მოგეხსენებათ იოგა ხალხს მედიტაციასა და სულიერი სიმშვიდის მოპოვებაში ეხმარება, მიუხედავად ამისა 21-ე საუკუნეში იოგა ფიტნსის ერთ-ერთ საშუალებად აქციეს. ეს კი იქიდან გამომდინარე მოხდა ,რომ იოგას ვარჯიშები სულიერი სიმშვიდის მოპოვების გარდა ,სხეულის დახვეწასა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში გვეხმარება.

 

ჩვეულებრივი ფიტნესისგან განსხვავებით იოგას ვარჯიშები ერთიანი, გადაბმული მოძრაობებია, რომელებსაც განსხვავებულ დონეზე მყოფ ადამიანებზეა მორგებული.იოგას მიმდევრები იყოფიან დონეებად: დამწყებები,საშუალო დონეზე მყოფნი ,და პროფესიონალი იოგისტები.

 

იოგას შესრულების პროცესში ჩართულია სხეულის ღრმა კუნთები, რომლებიც არ მუშაობენ ჩვეულებრივი ვარჯიშის დროს წონაზე ვარჯიშისგან განსხვავებით იოგა კუნთების გაზრდაში ვერ დაგეხმარებათ, მაგრამ იგი ხელს უწყობს მათ ფორმირებასა და გამკვივებას.გარდა ფიზიკური დატვირთვისა, ვარჯიშის დროს ხდება დიდი გონებრივი დატვირთვის ჩართვა. აუცილებელია მთელ სხეულზე, თითოეულ კუნთზე, კონცენტრაცია, ბალანსის და სიმეტრიის შენარჩუნება, პოზის შესრულებისას სხეულის ერთი ნაწილიდან ყურადღების მეორე მხარეს გადატანა. იქიდან გამომდინარე,რომ იოგას ასანების შესრულება არც თუ ისე მარტივია და ასევე მისთვის სუნთქვის შეთავსება, დამწყებები ხშირად ცვლიან მათ და ცდილობენ თავიანთ თავზე მოირგონ და მოძრაობები ისე გააკეთონ ,როგორც მათთვის უფრო მარტივია. ამის გამო კი იოგას ვარჯიშები ეფექტურობას კარგავს და არასასიამოვნო ხდება მათი შესრულება.

ყოფილმა იოგისტმა, მარიამ ზალდასტანიშვილმა, განაცხადა , რომ მან იოგა სწორედ ამ მიზეზით შეწყვიტა ,მას არ სიამოვნებდა სხვადასხვა ასანების კეთება და ასე ვთქვათ დიდი შრომის მიუხედავად არც გამოდიოდა ,ამიტომ იგი ცდილობდა თავისებურად გარდაექმნა კონკრეტული მოძრაობები ,რამაც დადებითი გავლენის ნაცვლად უარყოფითად იმოქმედა და მისი სხეული დახვეწის ნაცვლად დაიკუნთა ,ხოლო სუნთქვა არასწორი ბალანსის გამო არ დარეგულირდა.

მიუხედავად იმისა,რომ იოგა დღევანდელ საქართველოში უფრო ფიტნესის სახეობად გარდაიქმნა ვიდრე მედიტაციის საშუალებად მე მოვძებნე ადამიანები ,რომლებსაც იოგა ,როგორც სხეულის ფორმბის შენარჩუნებაში ისე სულიერი მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაეხმარა, ნინა შენგელიას თქმით,იოგა მისი ცხოვრების წესია პირველად მან ასანების კეთება ხერხემლის პრობლემის გამო დაიწყო,იოგა ეხმარება ადამიანებს თავი დააღწიონ ხერხემლის გარკვეულ პრობლემებს ,რა თქმა უნდა, არა თიაქარს და გამრუდებას ,მაგრამ იგი დადებთ მოქმედებს ახდენს სახსრებსა და მალებზე,მიუხედავად ამისა აუცილებელია ხერხემლის პრობლემების დროს ჩატარდეს კვლევა ,რომელიც გამორიცხავს ხერხემლის იმ ზემოხსენებულ პრობლემებს ,რომლის დროსაც იოგა რეკომენდირებული არ არის .

 

ნინას თქმით მან მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ შეძლო ,ჩასწვდენოდა იოგას არსს და მედიტაცია საკუთარ თავზე განეცადა. იგი აცხადებს ,რომ იოგა მას საკუთარი თავის პოვნაში დაეხმარა,უფრო მდგრადი გახდა გარე  გამაღიზიანებელი ფაქტორების მიმართ და მოიპოვა სულიერი სიმშიდე.მე ვთხოვე ნინას აეხსნა რაში მდგომარეობდა სულიერი სიმშვიდე მისი აზრით და ,როგორ მოახერხა მან მისი მოპოვება ,მაგრამ მან მიპასუხა ,რომ ,, იოგას  ზოგიერთი სასარგებლო ზემოქმედების ახსნა და აღწერა შეგვიძლია ,მაგრამ  ზოგიერთი  აუხსნელი რჩება და ეს უბრალოდ უნდა განიცადო ,რადგან იგრძნო მისი ძალა ’’.  

გულ-სისხლძარღვთა სისტემის ვარჯიში იოგას ერთ-ერთი პრიორიტეტია ,როგორც კარდიოლოგმა ეკა გრიგალაშვილმა განაცხადა ,ის პაციენტებს ხშრად სთავაზობს დაკავდნენ იოგათი, რადგან ვარჯიშის დროს სისხლი მთელს სხეულში თანაბარი ინტენსივობით ნაწილდება, ამ დროს ფართოვდება სისხლძარღვები და სისხლის თანაბარი გადანაწილება ხდება. ასევე იგი ხელს უწყობს გულისცემის რეგულირებას,რომელიც პირდაპირ კავშირშია სუნთქვსთან. იოგას მაღალი ხარისხის კარდიოვასკულარული დატვირთვა აქვს, იოგა გვაძლევ საშუალებას იმავე რაოდენობის კალორიები გავხარჯოთ რასაც სირბილის დროს გავხარჯავდით ,ერთი საათი სირბილი ზუსტად ისეთივე ეფექტურია ,როგორც 10 წუთი იოგას ასანების კეთება.
სწორი სუნთქვა არის ერთ-ერთი პირველი, რაც უნდა ისწავლოს იოგათი დაინტერესებულმა ადამიანმა. მაგალითად მე,რომელიც ჯერ ერთი თვე არ არის რაც იოგას ვვარჯიშობ ვგრძნობ სუნთქვის გაუმჯობესებას,უფრო მეტიც ყოველთვის მიჭირდა ცხვირით სუნთქვა ეს არც ალერგიის და არც ანატომიური დეფექტის ბრალი არ ყოფილა ,უბრალოდ მავნე ჩვევა იყო, ერთ თვიანი ვარჯიშის შემდეგ კი ეს პრობლემა მოგვარდა, პირით სუნთქვა კი სისხლის მიმოქცევის ,ნერვული სისტემის და საჭმლის მომელებეი სისტემის დარღვევას იწვევდა.
იოგას ვარჯიში

არის თუ არა კონკრეტული ასაკი ,როდესაც შეიძლება იოგას ვარჯიში და არის თუ არა ასაკობრივი შეზღუდვა?

იოგა ეს ცხოვრების წესია,ის სასარგებლოა.. სწორედ ამიტომ იგი რეკომენდირებულია ნებისმიერ ასაკში,მაგრამ სასურვეია მისი ადრეულ ასაკში დაწყება ,რადგან ამ დროს ყალიბდება კუნთოვანი სისტემა ,რომლის სწორად განვითარებაში იოგა დაგეხმარებათ.

რა სისტემატიურობით ვარჯიშობენ იოგას და არის თუ არა იგი ორსულებისავის რეკომენდირებული?

იოგა ეხება ადამიანის სხეულის ყველა ორგანოს, ახდენს მის რეაბილიტაციას და ხელს უწყობს ორგანოების სასარგებლო ფუნქციონირებას.აქედან გამომდინარე ორსულებისთვის იოგა აუცილებელიც კი არის,რა თქმა უნდა ,არ ვგულისხმბ პროფესიულ იოგას ,მაგრამ განტვირთვა მათ ნერვული სისტემის დამშვიდებაში, რელაქსაციასა და მოქნილობის შენარჩუნებასი დაეხმარება. იოგას ამერიკასა და ევროპაში სტატისტიკის მიხედვით ყოველი 25-ე ადამიანი მისდევს ,მოყვარულის დონეზე მაინც, გამომდინარე იქიდან ,რომ იოგა ცხოვრების წესი უნდა გახდეს ის ადამიანები ,რომლებიც იოგას მხოლოდ რამდენიმე დღე ვარჯიშობენ სისტემატიურ მომხმარებლებად არ ითვლებიან,მაგრამ ვინც იოგას ითავისებს ის მას ცხოვრების წესად აქცევს.

 

ბევრი ადამიანი იოგას რელიგიასთან აიგივებს,მაგრამ მინდა გითხრათ ,რომ იოგა არ არის რელიგია, პირიქით ,იოგა ადამიანს ეხმარება, რომ უკეთესად გაიაზროს  თავისივე რელიგია.ასევე გავრცელებულია მოსაზრება ,რომ იოგას მიზანი არის წონაში დაკლება -არა! იოგა არ არის დიეტა ,მაგრამ იოგას ეფექტურობისათვის აუცილებელია სწორი კვება, ადამიანმა უნდა მიიღოს ყველაფერი, რაც მას უნდა, მაგრამ საკვები უნდა იყოს სწორი შეხამებით და რაოდენობით შერჩეული.

სავარჯიშო დარბაზი

თუ როგორი სიტუაცია დაგხვდებათ როდესაც იოგას სავარჯიშო დარბაზში მიბრძანდებით  ამაზე იოგას მასწავლებელი ნიდინი მოგიყვებათ :ინდური მუსიკა, რომელიც გეხმარებათ მოდუნებაში,სპეციალური სურნელოვანი ჩხირები ,რომელსაც ვარჯიშის შემდეგ ოთახებში წვავენ და ღია ფერებით  გაფორმენული სარკეებიანი დარბაზი ,რომელშიც იოგისტები საკუთარი მეთებით ანუ დასაფენი ხალიჩებით მოდიან და ვარჯიშობენ.ფერები აცილებელია იყოს ნათელი ,რადგან მუქ ფერებში ადამიანი ითრგუნება და რელაქსაცია უფრო რთული ხდება ,სარკეები კი ხელს უწყობს იოგისტებმა დაინახონ მათი სხეულის მდგომარეობა და ეცადონ უფრო გააუმჯობესონ მოძრაობები.

 

იოგა ინდური კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. ეს არის ფიზიკური ვარჯიში, სწორი კვება, სულიერი მოძღვრება და საკუთარი თავის შემეცნების საშუალება. ითქვას, იოგას ანალოგი არ მოეპოვება სხვა ხალხთა შორის.მის მიმართ ინტერესი მთელს მსოფლიოში სულ უფრო იზრდება. იოგა როგორც ფიზიკური, ისე სულიერი ჯანმრთელობის საწინდარია.სწორედ ამიტომ იოგას ჰყავდა ჰყავს და ეყოლება მიმდევრები.
Powered by  Jumpstart Georgia