მარო ბაბოს მუზეუმი მუსხში


თუ გაინტერესებთ  როგორ ცხოვრობდნენ წლების წინ მესხები, მათი ტრადიციები, საყოფაცხოვრებო პირობები, საოჯახო ნივთები ან ძველი მესხური სადღესასწაულო სამოსი, ახალციხიდან 13 კილომეტრში, სოფელ მუსხში, სკოლა – მუზეუმს უნდა ეწვიოთ. 

ადგილს, სადაც ყველა ძველ მესხურ ნივთს ერთად თავმოყრილს ნახავთ, მათ ისტორიებს მოისმენთ, სურვილის შემთხვევაში მატყლის დაჩეჩვაში ან ხალიჩა–ფარდაგის ქსოვაშიც ჩაერთვებით და პარალელურად საინტერესო ისტორიებს მოისმენთ. 

ამ ყველაფერს 85 წლის მარიამ ჟუჟუნაძე ხელმძღვანელობს, – მარო ბაბო, რომელმაც ხელსაქმე ისტორიად,  ბიზნესად, მუზეუმად, ტურისტულ ობიექტად და სასწავლო კერად აქცია. 

 

 

 

მესხური აკვანი
გედელები, რომელსაც ხილის საკრეფად და გასაშრობად იყენებდნენ
მესხური ხალიჩა – ფარდაგები და ხურჯინები
ხის საყოფაცხოვრებო ნივთები
წინდები მესხური ორნამენტებით


მარო ბაბომ ტრადიციული მესხური ნივთების შეგროვება 1972  წლიდან დაწყო. მას შემდეგ, რაც მუსხის კულტურის სახლის გამგედ დაინიშნა და ვალდებულება დაეკისრა, მონაწილეობა მიეღო რესპუბლიკურ გამოფენებში.

მარიამ ჟუჟუმაძე (მარო ბაბო) მუსხის სკოლა–მუზეუმის ხელმძღვანელი


წლების წინ, რესპუბლიკური გამოფენებისათვის შეგროვებული საგნები, სამუზეუმო ექსპონატებად 2012 წლიდან იქცა. მას შემდეგ, რაც მუსხის ყოფილი საბავშვო ბაღის მთლიანი შენობა გარემონტდა და მასში სკოლა–მუზეუმი განთავსდა.

მუზეუმში დაცულ ექსპონატებში, ყველაზე მეტი, ხელით ნაქსოვი ხალიჩა–ფარდაგები და ხურჯინებია. მათი უმეტესობა მარო ბაბომ და მისმა მოწაფეებმა შექმნეს 70–იანი წლებიდან დღემდე,  მას შემდეგ, რაც მარიამ ჟუჟუნაძემ კულტურის სახლის ბაზაზე „გამოყენებითი ხელოვნების კურსი“ ჩამოაყალიბა და მოსწავლეებს მატყლის ჩეჩვას, დართვასა და ქსოვას ასწავლიდა.  

ხუთი წლის განმავლობაში, მუზეუმს არაერთი მნახველი ესტუმრა.

 

შორენა ქურდაძე მუსხის სკოლა–მუზეუმის მენეჯერი


გარდა ხალიჩა–ფარდაგებისა, მუსხის მუზეუმში, ამ დროისათვის, ორასამდე სხვადასხვა მასალისგან დამზადებული ხელნაკეთი ნივთი ინახება.

სკამი, რომელზეც სოფელ მუსხის პირველი თავმჯდომარე იჯდა
მესხური საქორწილო ტანისამოსი

 

85 წლის მასპინძელი, გიდის როლსაც ითავსებს და დამთვალიერებელს თავად უხსნის რა დანიშნულება ჰქონდა წარსულში თითოეულ ნივთს.

 

მუსხის სკოლა–მუზეუმში ხალიჩა–ფარდაგების ქსოვას მარო ბაბო დღემდე ასწავლის. ამბობს, რომ წინაპრებისგან გადმოცემული, ტრადიციული ქსოვის ხელოვნება არ უნდა დაიკარგოს და სწავლებაც ამას ემსახურება. ამ ეტაპზე, ხალხური რეწვის შემსწავლელი წრე ათამდე ახალგაზრდას აერთიანებს. გაკვეთილები ნებაყოფლობითია, ასაკი კი  შეუზღუდავი.

მარიამ მელიქიძე

მესხეთში ტურისტების მოსაზიდად, 85 წლის მარო ბაბოს კიდევ ერთი სურვილი აქვს.

მარიამ ჟუჟუმაძე (მარო ბაბო) მუსხის სკოლა–მუზეუმის ხელმძღვანელი
Powered by  Jumpstart Georgia