პირველი წყალქვეშა რესტორანი
http://commersant.
A Big end beautiful Restaurant

ევროპაში პირველი წყალქვეშა რესტორანი ნორვეგიაში იხსნება. მის დაპროექტებაზე ნორვეგიული კომპანია Snøhetta მუშაობს, რომელიც ნორვაგიის ოპერისა და ბალეტის თეატრის პროექტითა და ეგვიპტეში „ალექსანდრინას“ ბიბლიოთეკის დიზაინით არის ცნობილი.

რესტორნის ნაწილი მიწის ზემოთ, ხოლო ნაწილიც 5 მეტრის სიღრმეში იქნება.

 

იმისათვის, რომ რესტორანმა ყველა ამინდში ტემპერატურის შენარჩუნება შეძლოს, მისი კედლები სულ მთლიანად ბეტონისგან აიგება, ხოლო ფანჯრები აკრილისგან.

რესტორანი 100 ადამიანზეა გათვლილი და იმისათვის, რომ სტუმრებმა უფრო კომფორტულად გაატარონ დრო, მათ დიდი პანორამული ფანჯრიდან ზღვის სიღრმეში მიმდინარე მოვლენების დაკვირვება შეეძლებათ.

 

„ამ შენობის ერთ-ერთი უპირატესობაა ისა, რომ წყალს, ბუნებას და მიწას აკავშირებს. ვიზიტორს შეუძლია უსაფრთხოდ ბეტონის მილით ჩავიდეს ზღვის სიღრმეში და წყლის ულამაზესი ბუნებით დატკბეს,-ამბობს პროექტის ერთ-ერთი არქიტექტორი.

 

როგორც Snøhetta-ს არქიტექტორები აცხადებენ, მცირე მოქცევის დროს რესტორანში სამეცნიერო ჯგუფიც იმუშავებს, რომელიც წყალქვეშა სივრცეს დააკვირდება და კვლევებს ჩაატარებს.

 

რესტორნის მშენებლობა 2018 წლის თებერვლამდე გაგრძელდება. ხოლო მისი გახსნა 2019 წლისთვისაა დაგეგმილი.

 

სხვადასხვანაირი მენიუ
Powered by  Jumpstart Georgia