only mine

ერთი ნახვით შეყვარება არსებობს თუ არა?
  ახალი წელი,მეგობრების წრე,ბუხარი და მყუდრო გარემო ყველაფერი აქედან დაიწყო...
    (ჩვენი პირველი სურათი)

   
   დაიწყო და უკვე წელიწადნახევარი გრძელდება და სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდება...

რა არის სიყვარული ამ კითხვაზე პასუხის გაცემა საერთოდ არ მიჭირს...
სიყვარული არის ბედნიერება როდესაც ცუდითაც ბედნიერი ხარ 
როცა ყველაფერი ფერადია გარშემო..
როცა ყველაფერი გიხარია...
როცა მის გარეშე სიცოცხლე არ შეგიძლია
არცერთი წუთი,წამი
როცა ყველაფერში უგებთ ერთმანეთს...
როცა ყველაფერი გულწრფელია
აი ეს არის სიყვარული

იცით რა არის ყველაზე მაგარი შეგრძნება?
დილით რომ გძინავს და უცფად ზარი ტელეფონზე..
და ის... მისი ტკბილი ხმა და მარტო ერთი სიტყვა და მთელი დღე ბედნიერი ხარ
,,მიყვარხარ'' აი ეს...

როცა სულ სულ ერთად ხართ 24 საათი ჭირშიც და ლხინშიც და ერთმანეთი არ გბეზრდებათ !!

ბევრი ჩხუბი,შერიგება და ყოველი ჩხუბის შემდეგ შერიგების გრძნობა .. ზუსტად 5 წუთიანი გაბუტვა მეტს რომ ვერ ძლებ აი ეგ...

ნდობა,ერთგულება...

ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს არსად არაფერში...

Powered by  Jumpstart Georgia