კუნძულები, რომლებიც ტურიზმის განვითარებას ხელს შეუწყობს.

 

ქალაქი ფოთი  მდებარეობს შავ ზღვას, რიონსა და პალიოსტომის ტბას შორის, კოლხეთის დაბლობში. ის ქართული ეკონომიკის ერთ-ერთ საყრდენ და მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს. ფოთის ნავსადგური შავი ზღვის აუზის უდიდესი ნავსადგურია. 2008 წელს ფოთში ინდუსტრიული ზონა გაიხსნა. უკვე წლებია ფოთის ხელისუფლება, ფოთს ტურისტულ ზონად მოიაზრებს, ამას ხელს კოლხეთის ეროვნული პარკის უნიკალურობა უწყობს.ტურისტული განვითარების ხელშეწყობის კუთხით მიმდინარე სამუშაოებისა გარდა, ფოთს გააჩნია გაცილებით მეტი შესაძლებლობა იყოს უნიკალური და საქართველოში ერთადერთი ქალაქი, სადაც პატარა კუნძულების განვითარება შეიძლება. ფოთის ტერიტორიაზე არსებობს 13 ტბა და 22 კუნძული. ამ კუნძულებიდან ყველაზე მცირე მასშტაბიანი არის 1 ჰ-იანი კუნძული, ხოლო ოთხი დიდი ფართობის კუნძულებია: ნიკოლაძის კუნძული, კუნძულის უბანი, კოლიმბარის და ტორფის კუნძული. არსებობს ასევე 1 ჰ-ზე ნაკლები კუნძულები, რომლებიც სპეციალისტებს კუნძულის ტურისტული განვითარების გეგმაში შეტანილი არ აქვთ. 

სპეციალისტების აზრით კუნძულების ათვისება, სამონადირეო ტურიზმის განვითარებასაც  შეუწყობს ხელს. ამისათვის საჭიროა, როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლების მხადაჭერა და რაც უმთავრესია, ფოთის საზღვრების დადგენა. ქალაქის ტერიტორია შეადგენს 69 კვ. კმ-ს, თუმცა საზღვრის არ ქონა ოზურგეთის მხარეს აძლევს იმის საბაბს, რომ ტერიტორიაზე პრეტენზია გამოაცხადოს. დავა ამ საკითხზე წლებია მიმდინარეობს.არქიტექტორ ჯემალ გიგიბერიას თქმით,  ,,კუნძულები ფოთის ტერიტორიის შემადგენლობაში შემოდიოდა. დღეს ფოთის ფართობი მხოლოდ ციფრებითაა მოცემული, რადგან ნახაზი არ არის, არსებული ნახაზი კი არასწორადაა შედგენილი. მაქვს შემუშავებული 4 კუნძულის განვითარების კონცეფცია. კოლიმბარისა და ტორფის კუნძულის განვითარებით ცალკე ტურისტული ზონა შეიქმნება, რომელიც როგორც მონადირეებს, ასევე ყველა ასაკის და გემოვნების ტურისტს დააკმაყოფილებს.  ძირითადად აშენდება სამონადირეო სახლები და მცურავი სახლები, ასევე ტურისტის დასასვენებელი სახლები. მოეწყობა ახალგაზრდული ცენტრი,  მოხუცთა დასასვენებელი ადგილები. დღევანდელი მერი და ხელმძღვანელობა დაინტერესებული არიან ამ პროექტით და ცდილობენ საზღვრის პრობლემები მოაგვარონ. ასევე უცხოველი ინვესტორები მოიზიდონ და დააინტერესოს ამ თემით. კიდევ ერთი მტკივნეული თემა ის არის, რომ ფოთის ტერიტორიებს ყიდის ლანჩხუთი და თანხა ლანჩხუთის ბიუჯეტში შედის, ფოთი კი კვლავ განზე რჩება".  

 

გიგიბერიას აზრით კუნძულების გარდა ტურისტული ზონისათვის საინტერესო ტერიტორიაა: პალიასტომის, ფიჩორას, შავღელეს მიდამოები. სწორედ ამ მიდამოებში ესახება გიგიბერიას ტურისტული ზონის განვითარება. ,,ყველა კუნძულს თავისი სახელი ექნება, პატარა სახლები გაკეთდება და შეიქმნება კულტურული გარემო. არც ერთ ქალაქს არ აქვს ისეთი მდებარეობა როგორც ფოთს აქვს“.ფოთში შენდება მალთაყვის სანაპირო ზოლი. ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ მოეწყობა შიდა მომსახურების გზა ღია ავტოსადგომებით. 370 მეტრზე მოხდება საფეხმავლო გზის (ბულვარის) მშენებლობა და მცირე არქიტექტურული ფორმების განთავსება. მთლიანად სანაპირო ზოლზე გათვალისწინებულია გაზის, ელექტროენერგიის, წყლის, საკანალიზაციო კომუნიკაციების გაყვანა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის სათანადო პირობების შექმნა.  სანაპიროზე უკვე მოწყობილია 3 კილომეტრიანი ბულვარი, პროექტის დასრულების შემდეგ ფოთს 7 კილომეტრიანი კეთილმოწყობილი სანაპირო ზოლი ექნება.ამაჟამადმალთაყვის სანაპირო ზოლზე მშენებლობის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. ბულვარის სიგრძე 800 მ გაიზრდება და მშენებლობის მეორე ეტაპზე მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობა, მცირე არქიტექტურული ფორმებისა და საყვავილეების, გარე განათების სისტემის მონტაჟი განხორციელდება.პროექტი „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების“ ფონდიდან ფინანსდება და მიმდინარე წელს 2 მილიონ 780 ათასი ლარის სამუშაოები იქნა განსაზღვრული. პროექტის მთლიანი ღირებულებაა 18 500 508 ( თვრამეტი მილიონ ხუთასიათას ხუთასრვა ) ლარი.

 

ფოთის მდებარეობა, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერის შემთხვევაში იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ფოთი რამდენიმე წელიწადში ერთ-ერთი საინტერესო ტურისტულ ზონად გადაიქცეს.
Powered by  Jumpstart Georgia