ხელს შეუწყობს თუ არა ,,საოჯახო მარნები” გურჯაანში ტურიზმის განვითარებას ?

ბოლო  რამდენიმე  წელია  გურჯაანის რაიონში არაერთი საოჯახო  ტიპის  მარანი გაკეთდა.  მასპინძლები ტურისტებს ქვეყნის  კულტურას, კახურ ღვინოს და ტრადიციულ კერძებს აცნობენ.   მარანი ,,მრავალჟამიერი” , რომელიც გიორგი გეთიაშვილმა სამი წლის წინ სოფელ ჩუმლაყში , საკუთარი სახლის  მამა-პაპისეულ მარანში გააკეთა, გურჯაანში ერთ-ერთი საინტერესო საოჯახო მარანია, სადაც ტურისტები ხშირად ჩადიან. გიორგი ყოველწლიურად 3-4 ტონა  საფერავის და რქაწითელის ჯიშის ყურძენს ქვევრში წურავს და ნატურალურ ღვინოს აყენებს.  

 

გიორგი გეთიაშვილი -საოჯახო მარან ,,მრავალჟამიერის" მეპატრონე
გიორგი გეთიაშვილი- საოჯახო მარან ,,მრავალჟამიერის" მეპატრონე

გიორგიმ  სახლის ეზოში ვენახიც გააშენა , რათა ტურისტებმა თავად მოკრიფონ ყურძენი და თუ სურვილი ექნებათ ღვინის დაწურვის პროცესშიც მიიღონ მონაწილეობა.

 

გიორგი გეთიაშვილი

ტურისტებს საოჯახო მარან ,,მრავალჟამიერში”   ღვინის დეგუსტაციასთან ერთად შესაძლებლობა აქვთ კახური სამზარეულოც დააგემოვნონ.   გიორგი მათ ხინკლის მოხვევის, პურის ცხობის, მწვადის შეწვის, ჩურჩხელების ამოვლების მასტერკლასს სთავაზობს. და ყველაზე მნიშვნელოვანი კი ალბათ ისააა, რომ  გიორგი მომღერალია და ტურისტებს ქართულ სუფრასთან ერთად ქართულ მრავანხმიანობასაც აცნობს.

 

გიორგი გეთიაშვილი- საოჯახო მარან ,,მრავალჟამიერის" მეპატრონე

გიორგი გეთიაშვილი ამბობს, რომ საოჯახო მარნის ბიზნესი მომგებიანი, ამიტომ  სამომავლოდ  მარნის გაკეთებას უკვე ეზოშიც აპირებს,  ასევე ღვინოსაც უფრო ბევრს დააყენებს. კახეთში რომ   ღვინის ტურიზმი  განვითარდეს  ფიქრობს, რომ  მთავრობამაც უნდა იზრუნოს ამაზე. მაგალითად ინფრასტრუქტურა მოაწესირიგონ, დაბალ პროცენტიანი სესხი  უზრუნველყონ და ა.შ.

 

გიორგი გეთიაშვილი

საოჯახო მარან ,,მრავალჟამიერისგან “ განსხვავებით  ტურისტების ნაკლებობას უჩივიან ველისციხეში ,,ნოდარის მარანში”. ნოდარ ფირადაშვილის 6 საუკუნოვან ღვინის მარანში როგორც მეპატრონე ამბობს ტურისტებისთვის მიმზიდველი გარემო აქვს შექმნილი, მაგრამ ისინი როგორ  მოიზიდოს არ  იცის.  ამიტომ ფიქრობს,  რომ ამაში ადგილობრივი ხელისუფლება უნდა დაეხმაროს.

 

,,ნოდარის მარანი"
ნოდარ ფირადაშვილი-,,ნოდარის მარნის" მეპატრონე

კახეთში ღვინის ტურიზმის ხელშესაწყობად და  საოჯახო მარნების  კიდევ უფრო განსავითარებლად  სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დაიწყეს  გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში. გურჯაანის მაჟორიტარი დეპუატატის, დავით სონღულაშვილის ინფორმაციით ამჟამად სოფლის მეურნეობის და ეკონიმიკის სამინისტროსთან  პროექტზე მუშაობს,  რომელიც საოჯახო მარნების  და ასევე  ,,guest house”-ების დაფინანსებას ისახავს მიზნად. ლაპარაკია 5 მილიონიან პროექტზე ,რომლის განხორციელებაც   კახეთში სავარაუდოდ  2018 წლიდან დაიწყება.

 

დავით სონღულაშვილი- გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი

კახეთში ღვინის ტურიზმის დიდი პოტენციალია,  თუმცა ამ დარგის განვითარებისთვის როგორც საოჯახო მარნების მფლობელები ამბობენ, აუცილებელია ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება, ასევე   პოტენციურმა ბიზნესმენებმა უცხოელებთან ურთიერთობის გამოცდილება უნდა  შეიძინონ და მენეჯმენტი შეისწავლონ.

 

Powered by  Jumpstart Georgia