ნეტგაზეთი
ხეების ჭრა

 ნებართვის გაცემის სტატისტიკა ხეების მასიურ მოჭრასა და მშენებლობაზე ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა .
      ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) გამოაქვეყნა 2016 წელს მერიის ნებართვით მოჭრილი ხეების სტატისტიკა. სტატისტიკის მიხედვით 2016 წელს, წინა წლებთან შედარებით დაზიანებულის სტატუსი 5-ჯერ მეტ ხეს მიენიჭა.  ორგანიზაცია აცხადებს ,რომ ნებართვების საფუძველზე მოჭრილი ხეების მთლიანი რაოდენობა არ გაზრდილა. აქედან გამომდინარე, ორგანიზაცია ეჭვქვეშ აყენებს იმას თუ რამდენად სამართლიანად ენიჭებათ ხეებს დაზიანებულის სტატუსი.

     მშენებლობის დაწყებაზე ნებართვის გაცემა ხეების ჭრის პროპორციულად იზრდება 2011-2016 წლებში  თბილისის მერიამ  მშენებლობასა და ხეების მოჭრაზე გაცემული ნებართვებიდან ჯამში შემოსავლის სახით მიიღო 1,947,282 ლარი. IDFI-ის აღნინულ კვლებებს თბილისის მერიც გამოეხმაურა ,რომელმაც განაცხადა ,რომ 2016 წელს ხეების მოჭრის ზრდა გამოწვეულია იმით ,რომ მერია სანიტარულ ჭრებს ატარებდა ,რომლის ფარგლებშიც ჯერ ხეების ნუმერაცია ,მათი მდგომარეობის შეფასება და შემდეგ ხეების მოჭრა ხდებოდა ,თუმცა ეს არ ხსნის იმ ფაქტს თუ რატომ მოიჭრა 709 ხე ,როცა დაზიანებულის სტატუსი მხოლოდ 500 ხეს ჰქონდა.
  აღნიშნულ ფაქტთთან დაკავშირებით ინციდენტი 2016 წლის  აგვისტოშიც მოხდა ,თბილისსში ,როცა ყაზბეგს ქუჩაზე მშენებლობის დაწყების მიზნით ჯანმრთელი ხეების მასიური ჩეხვა დაიწყეს ,ფაქტს მოსახლეობა აქციებით გამოეხმაურა პარტიზანი მებაღეების ნაწილი 

შიმშილობდა , შედეგად თბილისის მერმა მიღებულ გადაწყვეტილებას გადახედა და   მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა :“ ქალაქ თბილისის მერის, დავით ნარმანიას გადაწყვეტილებით, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შეჩერებულია ყაზბეგის N 22-ში ხეების ჭრის პროცესი, ვინაიდან, მოჭრილი ხეების ვიზუალური დათვალიერებისა  და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ეჭვქვეშ დადგა შპს “ფორესთ კომპანის” მიერ გაცემული დასკვნის ობიექტურობა.“
      საქართველოს კანონში „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“  წერია ,რომ ხის მოჭრაზე ნებართვის გაცემის ერთ-ერთ მიზეზსს წარმოადგენს თუ არსებული მწვანე ნარგავები დაავადებულია, ხოლო ასეთი დაავადების არსებობა და მწვანე ნარგავების განკურნების შეუძლებლობა დადასტურებულია შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირების მიერ ხის  ვარგისიანობაზე ცნობას მერიის მიერ დადგენილი ორგანიზაციები გაცემენ მერიის გამწვანების სამსახური დაავადებული ხის მოჭრის ნებართვას ძირითადად ააიპ „საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის“, შპს „ფორესთ კომპანი“ და შპს „ფორესთ კომპანი“ დასკვნის საფუძველზე გასცემდა.  შეგახსენებთ ,რომ შპს „ფორესტ კომპანი“ სწორედ ის ორგანიზაციაა ,რომელმაც  ყაზბეგის 22 ნომერში ჯანმრთელი ხეების მოჭრის ნებართვა გასცა . 
 2016 წელს სამშენებლო კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“ საქართველოს პარლამენტში შეიტანა ინიციატივა სამშენებლო კომპანიებისთვის დაავადებული ხეების უფასოდ მოჭრის ნებართვის თაობაზე, რადგან ისინი საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. გარდა ამისა, ინიციატორები მოითხოვენ, კანონში ჩაიწეროს, რომ მასშტაბური, ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად სამშენებლო კომპანიებს საქართველოს ქალაქებში ჯანმრთელი ხეების მოჭრაც შეეძლოთ. ინიციატივას აჟიოტაჟი მოჰყვა პარტიზანი მებაღეების ლიდერმა ნატა ფერაძემ საკუთარ „ფეისბუქ“გვერძე განაცხადა ,რომ ეს გახლდათ ომის ამოცხადება და სხვა არაფერი. გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ განცხადება გააკეთა და თქვა ,რომ  ინიციატივა შესასწავლია

თუ ეს უკავშირდება რაიმე ბიუროკრატიულ მექანიზმს და საჭიროა ამ კუთხით ბიზნესის ხელშეწყობა, რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს შესაბამისი ცვლილებები, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს გარემოს დაცვის ხარჯზე.
     აღანიშნავია ის ფაქტიც ,რომ  თბილისის მერიამ ნებართვა გასცა ფანაკერტელის ქუჩაზე 2 კორპუსის აშენების ,იმ ადგილას სადაც  მანამდე ჭაობი იყო ,თუმცა უბნის მცხოვრებლები  ამტკიცებენ ,რომ ამ ადგილას სადრენაჟო სამუშაოები არ ჩატარებულა . სამაშველო სამსახურის ცნობით სწორედ ამას მოქყვა 2015 წელს კლდის ჩამოშლა ,რომელზეც ეს ახალაშენებული კორპუსი დგას ასევე საინტერესოა ის ფაქტიც ,რომ შემთხვევამ  მის გვერდით მეორე კორპუსის მშენებლობას ხელი არ შეუშალა და ის მაინც  გაგრძელდა .      IDFI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევების თანახმად კიდევ უფრო აშკარა გახდა თუ რამხელა ზიანი შეიძლება მოჰყვეს ხეების უკონტროლო ჭრას. კვლევასთან დაკავშირებით მერია მეტ კომენტარს არ ავრცელებს კითხვები თუ რატომ მოიჭრა უამრავი ჯანმრთელი ხე და რის საფუძველზე გასცეს  არამყარ მიწაზე საცხოვრებელი ბინების მშენებლობის უფლება.

რეპორტაჟი პარტიზანი მებაღეების პროტესტზე

კვლევის სტატისტიკური მონაცემები

მშენებლობაზე გაცემული ნებართვები
Source: არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI
ხეების მოჭრაზე გაცემული ნებართვები
Source: არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI
ორბი ჯგუფის განცხადება
Source: არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI
Powered by  Jumpstart Georgia