იცი..

მიუხედავად იმისა, რომ არ უნდა დაგლოდებოდი, 

მიუხედავად იმისა, რომ არ უნდა მეფიქრა შენზე, 

მითუმეტეს, რომ თავად აგიკრძალე ეს ყველაფერი..

მაინც გელოდი..

გელოდი..

ყოველ წამს..

ყოველ წუთს..

გელოდი, 

იმაზე ფიქრით რომ ისევ გამოჩნდებოდი..

გამოჩნდებოდი და მოხვიდოდი სიყვარულით ანთებული თვალებით.. 

ბავშვივით დამიდგებოდი წინ და 

ვინ იცის 

მერამდენედ ამიხსნიდი მთელი გულით სიყვარულს..

მე..

მე დაბნეული დავიწყებდი თვალების ცეცებას აქეთ იქით და

იმის გამბედაობაც კი არ მექნებოდა, რომ 

თვალებში შემომეხედა..

შენ კვლავ დაუღალავად განაგრძობდი ჩემს ქებას..

შენი გრძნობების გამხელას..

თითოეული სიტყვით, საქციელით,

დიდი სიყვარულის მტკიცებას..

იციი?

გელოდი..

 

Powered by  Jumpstart Georgia