იძულებითი მიგრაცია
მარინე ქვრივიშვილი და ნიკა საძაგლიშვილი,დედა-შვილი რომელებმაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სოფელი ავნევი იძულებით დატოვეს და მას შემდეგ ქარელის დევნილთა ჩასახლებაში იმ იმედით ცხოვრობენ რომ ერთ დღეს საკუთარ სოფელს დაუბრუნდებიან
ქარელის დევნილთა ჩასახლებაში 100 დევნილი ოჯახი ცხოვრობს მათ შორის არიან საძაგლიშვილები
მარინა საძაგლიშვილი
საძაგლიშვილებს ავლევში ორ სართულიანი სახლი ჰქონდათ, დევნილთა ჩასახლებაში კი ორი ოთახი გამოუყვეს
ნიკა საძაგლიშვილი - ავლევიდან დევნილი
ფოტოსურათი ავნევიდან - ეს ერთადერთია რომლის წამოღებაც აკაკი სიქტურაშვილმა შეძლო

ფოტორეპორტაჟი ქარელის დევნილთა ჩასახლებიდან

საქართველოში ბოლო ოცწლეულის კონფლიქტების შედეგად, მთლიანი მოსახლეობის 6% (დაახლოებით 246 000 ადამიანი) გახდა იძულებული დაეტოვებინა საკუთარი სახლი.  დღემდე კონფლიქტებით გამოწვეული ტრაგედია ამ ადამიანთა ყოველდღიური ყოფის ნაწილია. 1990-იანი წლების დასაწყისში მომხდარი კონფლიქტების შედეგად დაახლოებით 220 000 ადამიანი გახდა იძულებით დევნილი. 2008 წლის აგვისტოში საქართველო-რუსეთის ომის შედეგად გამოწვეულმა ადამიანთა გადაადგილებამ კი ქვეყანაში მყოფი იძულებით გადაადგილებული პირების რაოდენობა დაახლოებით 26 000-ით გაზარდა. 

 

ფოტო-ბავშვები ოკუპირებული ნაბაკევიდან
ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი სახლები და საფლავები

 გაიოზ  და დარიკო ბლიაძეები კეხვიდან არიან დევნილები. 2008 წლის ომის დროს გაიოზ ბლიაძემ ძმა და 28 წლის შვილი დაკარგა.  მათი გარადაცვალება კასეტური ბომბის აფეთქების შედეგად ნასხლეტის მოხვედრამ გამოიწვია. გარდაცვლილი ოჯახის წევრები  კეხვის სასაფლაოზე  დაკრძალეს, თუმცა    საფლავები მას შემდეგ აღარ უნახავთ რადგან ხეობა ოკუპირებულია. ბლიაძეებმა  2008 წელს სახლი ისე დატოვეს, რომ გადარდაცვლილი ოჯახის წვრების ფოტოებიც კი ვერ წამოიღეს.  

 

გაიოზ ბლიაძე
კარალეთის დევნილთა ჩასახლება
Powered by  Jumpstart Georgia