სტუდენტების მიგრაცია ბორჯომიდან

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამ დროისთვის 963 აქტიური სტუდენტი ირიცხება,მათგან 50 ბორჯომელია.

ზუსტად რამდენი სტუდენტი მიდის ბორჯომიდან,  თბილისში (ან სხვა რეგიონში) არსებულ უმაღლეს სასწავლებელში, რთული გასარკვევია, რადგან სტატისტიკური მონაცემები ამის შესახებ არ არსებობს.  

 

 

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემებით, საქართველოში 124 223 სტუდენტი და 73 უმაღლესი სასწავლებელია.

მათივე ინფორმაციით, თბილისში 2014-2015 სასწავლო წლის დასაწყისისთვის 9 სახელმწიფო და 37  კერძო დაწესებულებაა. რეგიონების მიხედვით სასწავლო დაწესებულებათა რაოდენობა ასე გამოიყურება:

 

 

ბორჯომში სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი არ არის, სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ახალგაზრდები სასწავლებლად თბილისში მიდიან და სამასახურის ძებნასაც იქვე იწყებენ.

 

გიორგი ბალახაძე. 26 წლის. ჟურნალისტი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული.

სპორტული ამბების ჟურნალისტი - გიორგი ბალახაძე წარმოშობით ბორჯომიდანაა.  მან ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, თბილისში არსებულ უმაღლეს სასწავლებელში დაამთავრა და მუშაობა დედაქალაქშივე გააგრძელა. ის ინტერნეტ გამოცემის “მსოფლიო სპორტი”-ს კორესპონდენტია. თვლის, რომ სამცხე-ჯავახეთში სპორტული ჟურნალისტიკა ნაკლებადაა განვითარებული და რეგიონში დარჩენის შემთხვევაში მას ამ სფეროში განვითარების ნაკლები პერსპექტივა ექნებოდა.

 

იმის გამო, რომ ბორჯომი ტურისტული ქალაქია, ჟურნალისტიკისგან განსხვავებით სამუშაო ადგილები აქ ტურიზმის მიმართულებით უფრო მრავლადაა. ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი გმირიც სწორედ სასტუმროს თანამშრომელია. 

 

გოგი ხუციშვილი, 26 წლის. ბიზნეს ადმინისტრატორი. დაამთავრა ამერიკულ-ჰუმანიტარული უნივერსიტეტი და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

26 წლის გოგი ხუციშვილი ბორჯომში, ერთ-ერთ 5 ვარსკვლავიან სასტუმროში თავისი პროფესიით მუშაობს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში თბილისში მუშაობდა, თუმცა საბოლოოდ მშობლიურ ქალაქში დაბრუნება გადაწყვიტა. სასტუმროში მუშაობა 4 წლის წინ დაიწყო.

 

ანასტასია აბაკელია ახალგაზრდების იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც თვლის რომ რეგიონში განვითარების ნაკლები პერსპექტივაა

 

ანასტასია აბაკელია, 17 წლის. აბიტურიენტი.

ანასტასია აბაკელიას სამომავლო გეგმებიც სავარაუდოდ თბილისს უკავშირდება. მას უმაღლესი განათლების მიღება თბილისში სურს და ფიქრობს, რომ სამუშაოდაც დედაქალაქში დარჩება. უნდა რომ ბორჯომის განვითარებაში საკუთარი წვლილიც შეიტანოს, თუმცა მშობლიურ ქალაქში დარჩენას არ აპირებს. თვლის, რეგიონებში განვითარების ნაკლები შესაძლებლობა და დაბალანაზაღაურებადი სამსახურებია, ეს არის მიზეზი რის გამოც, ახალგაზრდები მშობლიურ ქალაქს ტოვებენ.

 

ბორჯომის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი - იზოლდა ლომიძე აცხადებს, რომ განათლების სფეროში კვალიფიციური კადრების დამატება სჭირდებათ. ამ დროისთვის, მუნიციპალიტეტის ზედა ზონაში მოხალისე მასწავლებლების მისაღებად კონკურსია გამოცხადებული, თუმცა მისივე ინფორმაციით, ჯერ-ჯერობით კვალიფიციურ მსურველს არ მიუმართავს. უცნობია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი სტუდენტი რჩება დედაქალაქში უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ. მათი დარჩენის მიზეზიც განსხვავებულია: ზოგი მუშაობას იწყებს, ზოგი ოჯახს ჰქმნის და ა.შ. ფაქტია, რომ ბორჯომი ნელ-ნელა იცლება ახალგაზრდებისგან და შესაბამისად საკურორტო ქალაქი კარგავს ადამიანურ რესურსს. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის, კულტურისა და ახალგაზრდობასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი - მარინა ხუჯაძე აცხადებს, რომ ქალაქში ძირითადად ახალგაზრდების ის კატეგორია საქმდება, რომელიც ტურიზმის მიმართულებით სწავლობდა და უცხო ენებს ფლობს, რადგან ბორჯომი ტურისტული ქალაქია და ადამიანური რესურსის მოთხოვნაც ამ კუთხით განსაკუთრებით მაღალია. დავინტერესდით, თუ რას აკეთებს ადგილობრივი თვითმმართველობა, ბორჯომში ახალგარზდების დასაქმების მიზნით.

 

Powered by  Jumpstart Georgia