პანდემიამ მსოფლიო რიტმი შეცვალა და შეიცვალა ადამიანთა ცხოვრების წესიც. გაჩერდა მსოფლიო,უამრავმა ადამიანმა დაკარგა სამსახური, ეკონომიკური კრიზისი უფრო და უფრო ამძიმებს ისედაც შიშითა და გაურკვევლობით სავსე ყოველდღიურობას. ეკონომიკური წნეხი განსაკუთრებით საგრძნობია დაბალი ფენის ადამიანებისთვის,რომლებიც ყოველდღიურ შემოსავალზე არიან დამოკიდებულნი. მოვაჭრეები ,რომლებიც სხვადასხვა აგრარული პროდუქტით იღებდნენ შემოსავალს,რთულ პირობებში აღმოჩნდნენ. საინტერესოა, როგორ ახერხებენ ეს ადამიანები არსებულ გამოწვევებთან გამკლავებას და რის ფასად უწევთ თავის რჩენა.

გზა სახლიდან ბაზრამდე

ბაზარში მოსვლისას პირველ რიგში ამ ,,კარებში" გავლა გიწევთ. პროტოკოლისა და წესის მიხედვით ამოწმებენ გიკეთია თუ არა პირბადე.შემდეგი ნაბიჯი დეზობარიერის გავლა და ანტისეპტიკური სითხის შესხურებაა. რიგი პროცედურების შემდეგ კი მზად ხარ სხვა სივრცეში გადაინაცვლო.

პანდემიის პერიოდში ქალაქებს შორის მიმოსვლის შეჩერებამ განსაკუთრებით სამეურნეო საქმიანობის ადამიანები დააზარალა.მოსავალი, რომელიც დიდ შრომასა და ხარჯს ითხოვს, არ გაყიდულა.

გარკვეული პერიოდის შემდეგ რეგულაციები შემცირდა და მიმოსვლაც აღდგა. გამყიდველებმა კვლავ შემოიტანეს პროდუქცია, თუმცა გაზრდილი ფასებით.შექმნილი სიტუაცია მომხმარებლების უკმაყოფილებას იწვევს.
დაახლოებით 350 000-მა მოქალაქემ დაკარგა სამსახური პანდემიის პერიოდში. დაზარალდა უამრავი სექტორი. ,,საქართველოში და სხვა პოსტ-საბჭოათა ქვეყანაში ადგილი ჰქონდა სწრაფ დეინდუსტრიალიზაციას, დასაქმებაში სოფლის მეურნეობის წილის ზრდას და სერვისული სექტორების გაძლიერებას. ამ სერვის სექტორებმა შექმნეს სპეციფიური დასაქმების სტრუქტურები, ე.წ. პრეკარიატული დასაქმების ადგილები, არასტაბილური სამსახურები, რომლებიც შოკის მიმართ მაღალი მოწყვლადებით ხასიათდებიან. ეს აჩვენა არა მხოლოდ ახლანდელმა კრიზისმა, არამედ უფრო ადრინდელი კრიზისებიც ამაზე მეტყველებენ". მიმდინარე პროცესი დარტყმას აყენებს არამარტო სახელმწიფოს, არამედ ადამიანებსაც.

პენსიონერებს,რომელთა შემოსავალი მხოლოდ 220 ლარია, გაზრდილი ფასები განსაკუთრებით დიდ პრობლემას წარმოადგენს.

