გახდება თუ არა ფოთი რეგიონის ტურისტული ცენტრი

ფოთში  მდებარეობს კოლხეთის უნუკალური ნაკრძალი, რომელიც მოიცავს შავ ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო ზოლსა და პალიასტომის ტბის აუზებს. იგი 1935 წელს დაარსდა.  ნაკრძალს დიდი სამეცნიერო-კვლევითი და ისტორიული მნიშვნელობა აქვს.კოლხეთის დაცული ტერიტორიაში მოხვედრა პალიასტომის გავლითაა შესაძლებელი , აქედან იწყება სამ საათიანი სანაოსნო  მარშუტი მდინარე ფიჩორის ხეობისკენ. კლიმატითა და ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული ეს ადგილები უნიკალური არა მხოლოდ საქართველოშია.

 

კოლხეთის ეროვნულ პარკში მობინადრე მცენარეებისა და ფრინველების დიდი ნაწილი წითელ წიგნშია შესული. კოლხეთს შემორჩა მცენარეები, რომლებიც დღეს მხოლოდ შორეული ტაიდის ჭაობებში გვხვდება. აქაურ ტყეში ხარობს იშვიათი  ჯიშის კოლხური მუხაც. მდინარე ფიჩორის ხეობა მსოფლიო ნუსხაში წყლის მობინადრეებისა  და წყალმცენარეებისათვის  უნიკალური  საცხოვრებელი პირობების გამო შევიდა.  ამ  ნიდამოებში 200-მდე  სახეობის წყალმცენარე ხარობს. ხეობის ერთ-ერთი მთავარი სანახაობა მწვანე საფარის გვირაბებია. უსაფრთხოების მიზნით მათი ნაწილი ტურისტებისთვის დახურულია.პარკის ტერიტორიაზე სულ რამდენიმე სახმელეთო გზაა. ერთ-ერთ ასეთ ბილიკს ღამურების ღამის გასათევთან მივყავართ, რომელიც ძუძუმწოვრების მოსაზიდად ხელოვნურადაა შექმნილი.კოლხეთის ეროვნულ პარკის ადმინისტრაციაში არის ვიზიტორთა ცენტრი სადაც დაინტერესებულ პირს ტურის შერჩევა შეუძლია. ტურისტებს პალიასტომის ტბასა და მდინარე ფიჩორზე შეუძლიათ სანაოსნო ტურებით ისარგებლონ, ასევე დაინტერესდნენ სპორტული თევზჭრით, ეკოსაგანმანათლებლო ტურებითა  და ფრინველთა დაკვირვების კოშკებიდან გადამფრენ ფრინველებს მიადევნონ თვალი. 

 

პარკის ტერიტორიაზე სულ რამდენიმე სახმელეთო გზაა. ერთ-ერთ ასეთ ბილიკს ღამურების ღამის გასათევთან მივყავართ, რომელიც ძუძუმწოვრების მოსაზიდად ხელოვნურადაა შექმნილი.კოლხეთის ეროვნულ პარკის ადმინისტრაციაში არის ვიზიტორთა ცენტრი სადაც დაინტერესებულ პირს ტურის შერჩევა შეუძლია. ტურისტებს პალიასტომის ტბასა და მდინარე ფიჩორზე შეუძლიათ სანაოსნო ტურებით ისარგებლონ, ასევე დაინტერესდნენ სპორტული თევზჭრით, ეკოსაგანმანათლებლო ტურებითა  და ფრინველთა დაკვირვების კოშკებიდან გადამფრენ ფრინველებს მიადევნონ თვალი. 

 

ფოთში ჩასული ტურისტები გარდა კოლხეთის ეროვნული პარკისა შუქირითაც ინტერესდებიან.  ფოთის შუქურა ერთ-ერთ იმ შენობათაგანია, რომელიც მე-19-ე საუკუნიდან ამშვენებს ქალაქს. ის არამარტო სტრატეგიული ობიექტია, არამედ  ზღვისპირა ქალაქის საინტერესო არქიტექტორულ კომპოზიციას  წარმოადგენს.იგი არის თუჯის კოშკი, რომელიც შეუკვეთეს ინგლისში 1860 წელს.შუქურა, რომელიც შორეულ ნაოსნებს გზას უკვალავდა  და უზრუნველყოფა სადგურში შემომსვლელ და გამსვლელ გემებისთვის უსაფრთხო ნაოსნობას პირველად ფოთში აუწყვით, შემდეგ კი ყირიმსა და ოდესაში. 1864 წელს ინგლისური ფირმის “ეხტონ ამის და შვილები”-ს მექანიკოსებმა შუქურას კოშკურა ჩამოასხეს, რომელიც თუჯის ფურცლებისგან იყო აწყობილი.შუქურის  შემადგენელი კონსტრუქციები ლონდონიდან ტრანსპორტირებულ იქნა შავი ზღვის პორტში-ოდესაში, იმავე წელს ოდესიდან სამხედრო გემით „ბომბორი“, მაშინდელი თურქეთის იმპერიაში შემავალ პორტ ბათუმში, იქედან კი კომერციული თბომავლით ჩამოიტანეს ქალაქ ფოთში. თუჯის მრგვალი კონსტრუქციის შუქურის კოშკი აგებულია კლდოვან საფუძველზე და გააჩნია 8 მეტრის სიღრმის ფუნდამენტი, რაც მას მტკიცე საფუძველს უქმნის.1991 წელს   ინგლისელი მექანიკოსების შთამომავლებმა ფოთის შუქურა მოინახულეს. ,,ეს იყო დაუვიწყარი სანახაობა, მათ სიხარულის ცრემლები მოსდიოდათ,“ – გვიყვება ადგილობრივი ალეკო გვასალია. განვითარებისა და სრულყოფის მანძილზე შუქურამ დიდი გზა განვლო, მისი ბოლო გადაიარაღება მოხდა 1967 წელს.

 

sssssssssss

ქალაქში  ტურუსტული საინფორმაციო ცენტრი ფუნქციონირებს, სადაც ტურისტებს შეუძლიათ ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ ქალაქში მოქმედი ღირშესანიშნაობების შესახებ. დამზადებულია რამდენიმე ენაზე ბუკლეტები და რუკები. ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს მუშაობა ქალაქის ქუჩებში შესაბამისი ნიშნულების  განთავსებაზე, რათა ტურისტს მისთვის სასურველ ადგილამდე მისვლა გაუადვილდეს. მათი თქმით, ფოთი სულ მალე ტურისტული ქალაქის სტატუსსაც შეიძენს. ტურისტული ცენტრის ინფორმაციით, მათ მიმდინარე წელს 800-მდე ვიზიტორმა მიმართა. როგორც იქ აცხადებენ, ხშირ შემთხვევაში ტურისტები მათთან არ მიდიან, რადგან ინტერნეტის საშუალებით საინტერესო ადგილების შესახებ  ინფორმაციას  ინტერნეტის საშუალებით იგებენ. ვიზიტორთა ზრდა შეინიშნება კოლხეთის ეროვნულ პარკში.  დღეის მდგომარეობით იქ სულ 29 465  ადამიანი იმყოფებოდა, რაც გასულ წელთან შედარებით 10%-ით გაიზარდა. 

 

Powered by  Jumpstart Georgia