გადათხრილი ქალაქი
ქუთაისში წყლის სისტემის რეაბილიტაცია წლებია მიმდინარეობს

ქუთაისში წყლის სისტემის რეაბილიტაცია წლებია მიმდინარეობს. მიუხედავად ამისა ქალაქის უმეტეს ნაწილს წყალი კვლავ გრაფიკით მიეწოდება. ერთ პრობლემას მეორეც  დაემატა და ახლა მოსახლეობა  წლების წინ დაპირებულ 24 საათიან წყალმომარაგებასთან ერთად ამ წყალმომარაგების იმედით ამორტიზირებული ქუჩების რეაბილიტაციასაც უშედეგოდ ელის.

 

ქუთაისში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაობის მიმდინარეობის ისტორია

სულხან-საბას მუნიციპალიტეტში წყლის სარეაბლიტაციო სამუშაობის შედეგად გზა რამდენჯერმე გადაითხარა. როგორც მოსახლეობა ამბობს, მათ უბანში გზების სარეაბილიტაციო სამუშაობი ახალი დამთავრებული იყო . გზები გადათხარეს და მათი აღდგენა აღარავის გახსენებია.

სხვადსხვა უბნებში გადაღებული ამორტიზირებული გზების ფოტოები

შოთა მურღულია

მოსახლეობა გადათხრილი გზებისთვის პასუხს მერიისგან ითხოვს, მერია კი ხელს გაერთინებული წყალმომარაგების კომპანიისკენ იშვერს. კომპანია, თავის მხრივ, კონტრაქტორს ადანაშაულებს, რომელსაც „გაფუჭებული“ ინფრასრუქტურის მოწესრიგებისთვის მისთვის კონკრეტული ვადები არ დაუწესებია.

 

სატელეფონო ინტერვიუ: გაერთინებული წყალმომარაგების კომპანია-ტექნიკური აქტივობის მართვის დეპარტამენტის უფროსი მიხეილ თათარაძე
არსებული ვითარების ანალიზით ირკვევა, რომ მნიშვნელოვანია სატენდერო წინადადებებში მკაფიოდ იყოს განსაზღვრული შესასრულებელი სამუშაოები და კონტროლის მექანიზმები. წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემა, რომელიც მთელ ქალაქს აწუხებს მუდმივად იარსებებს
Powered by  Jumpstart Georgia