ეზოში მიუსაფარი ძაღლია
ნინო ჩხიკვიშვილი
მიუსაფარი ძაღლების მდგომარეობა ხაშურის თავშესაფარში
ცხოვეთა უფლებადამცველის მარიამ ჩხიკვიშვილის ნაამბობი - ხაშურის მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარი

არასათანადო პირობები- -თავშესაფრის ტერიტორიაზე შესვლა არ გაგვჭირვებია, ნანახმა სრულ შოკში ჩაგვაგდო, და რადგან ნანახმა იმ დასკვნამდე მიგვიყვანა, რომ შესაძლოა ძაღლებს წყლის უქონლობის გარდა საჭმელიც შეიძლებაოდა არ ქონოდათ, ვცადეთ ვინმე გვეპოვნა. ძიების შემდეგ ვერავინ ვნახეთ, გარდა იმისა რომ დავაფიქსირეთ შენობის წინა კარი იყო ჩაკეტილი, თუმცა შენობის გვერდითა და უკანა ფანჯრები ფართოდ იყო გახსნილი. ოთახში ჩანდა საკვების ტომრები, ბუნებრივია გადავძვერი ოთახში და ლილის გადმოვაწოდე საკვებით სავსე ტომარა, დავიწყეთ ძაღლების დაპურება, ძაღლები ისე ჭამდნენ, რომ კარგახნის უჭმელებს გავდნენ, ლილიმ დაიწყო ვოლიერების გამოსუფთავება, რადგან ფეკალის რაოდენობა იყო აუარებელი და ცხოველებს ამ მასაში ჯდომა და წოლაც უწევდათ. ვცადეთ ჭიდან ამოგვექაჩა წყალი, რომლის საქაჩი სისტემის ჩამრთველი ვოლიერებზე გარედან იყო დაფიქსირებული ონკანთან, თუმცა წყალი არ წამოვიდა. არც კი მინდა ვიფიქრო იმაზე ღია ცის ქვეშ ჩამრთველს წვიმა თუ მოხვდება გადავა თუ არა დენი ვოლიერებზე რომლებიც იმდენად პატარა ზომისაა რომ 1 კვადრატულ მეტრს არ აღემატება, სადაც ცხოველი მხოლოდ ან ზის ან წევს, სიარულზე საუბარი არ არის.

უყურადღებობა- მოკლედ თავშესაფარში სანამ იზო მოვიდოდა დაახლოებით 1,5 საათის განმავლობაში ისე ვიარეთ და ისე ვზრუნავდით ძაღლებზე, რომ არავის გაუგია ჩვენი იქ ყოფნის შესახებ. რაც ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი კანონდარღვევაა ჩვენის აზრით, არის ის, რომ იმ შენობაში სადაც ფანჯრები ღია იყო და მარტივად იყო შესაძლებელი გადაძრომა, ინახება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტები, რომელიც შეიძლება ბევრი ამ მედიკამენტების არამიზნობრივად მოხმარებლის ინტერესი გახდეს. ისე გატეხავდნე იმ ფარატინა რკინის კარებს რომ ვერც ვერავინ გაიგებდა. 

  

დიმა ზავარინი თავშესაფრის სპეციალისტი
ცხოველების თავშესაფარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 62 000 ლარით ფინანსდება, თავშესაფარში საშუალოდ 27 ძაღლია, ააიპიში 6 ადამინია დასაქმებული მათი სახელფასო ანაზღაურებისთვის 25 200 ლარი იხარჯება
წვმის დროს შენობაში წყალი ჩადის, შენობაში ვოლიერები ძაღლებისთვის არ არის საკმარისი
წლიური დაფინსებიდან ნახევრზე მეტი სახელფასო ანაზღაურებაში იხარჯება
თავშესაფრის დირექტორის თამარ აფციურის განცხადებით ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა არასკმარისია მისი თქმით ძაღლის საკვებით თავშესაფარს რამდენიმე ადამინი ეხმარება
ირმა მთიულიშვილი ააიპის მუშაობას ურყოფითად აფასებს ამის მაგალითად კი ბიუჯეტის გადანაწილებას ასახელებს, რომლის მიხედვით ცხოველების საჭიროებებზე ბიუჯეტის საერთო რაოდენობის ნახევარზე ცოტა იხარჯება
ბრალდება და პასუხი
ცხოველთა თავშესაფრის დირეტორისა და ცხოველთა უფლებადამცველ მთიულიშვილს შორის დაპირისპირების ეს პირვერლი შემთხვეა არ არის აფციაურის და მთივლიშვილის დაპირისპირება ერთი წლის წინ დაიწყო

კვერნაკის სასაფლაოზე ძაღლების ღია სამარხებზე განცხადება ცხოვეთა უფლებადამცველმა ირმა მთიულიშვილმა გააკეთა, მის თქმით მკვდარი ძაღლეები ლეში მიწის ზედაპირზე ჩანს რადაგან არ ხდება შესაბამისი ნორმების მიხედვით გარდაცვლილი ცხოველების დამარხვა. მთიულიშვილი ეპიდემიის საფრთხეზე საუბრობს და საკითხის შესწავლას შესაბამისი ორგანოების მხრიდან ითხოვს.
ცხოველთა თავშესაფარის დირექტორი და წარმომდგენლები მითითებულ ადგილზე იმყოფებოდნენ დათვალირების შემდეგ განცხადეს რომ აღნიშნულ ადგილზე არ ხდებოდა ცხოველების დამარხვა და მთიულიშვილი არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულეს.

 

სად და როგორ ხდება გარდაცვლილი ცხოველების დამარხვა?!
მარტა ბიბილაშვილი
სამი გამოსავალი

ბოლო წლების და თვეების განმავლობაში  უპატრონო ძაღლების სატისტიკა მზარდია, ამას ორი ფაქტორი უწყობს ხელს, ქ. გორის მერიის ინფორმაციით საკითხის შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა რომ   ქალაქის ტერიტორიაზე ტოვებს პატრონი ძაღლს ან სოფლიდან ჩამოჰყავვთ უპატრონო ძაღლები.

 

პირველი - ცხოველთა თავშესაფრის დირექტორი დაფინსების გზრდას და იმ შენობის გაკეთებას ითხოვს, სადაც მიუსაფარი ძღლების თავშესაფარია განთავსებული.

მეორე - ცხოველთა უფლებადამცველების აზრით კი უმთავრეს პრობლემას ის წარმოადგენს რომ არ ხდება მიუსაფარი ძაღლების კასტრაცია, რომელიც მათ გამრავლებას უწყობს ხელს.  ირმა მთიულიშვილი ამის პარალელურად ძაღლების მიტოვებაზე მკაცრი საკანონმდებლო რეგულაციების დაწესებას ითხოვს.

მესამე - მერიის წარმომადგენელი მარტა ბიბილაშვილი არსებული რეალობის გათვალიწინებით მეზობელ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრას აპირებს რათა საერთო პროექტზე დაიწყონ მუშობა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ცხოველთა თავშესაფრისთვის დამატებითი თანხების მოზიდავას ეხება. 

 

Powered by  Jumpstart Georgia