ეთნიკური უმცირესობების გაუცნობიერებელი არჩევანი

არაერთი პრობლემა არსებ­ობს ეთნიკური უმცირესობე­ბით მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში, რომელთაგან უპირველესია სახელმწიფო ენის არცოდნა, რაც ხელს უშ­ლის მათ სრულფასოვანი ინ­ტეგრაცია შეძლონ ქართულ საზოგადოებაში და აქტიური მონაწილეობა მიიღონ ქვეყ­ნის განვითარებაში. ადგილობრივი თვითმმართველოსბი არჩევნების შემდეგ ერთი თვე გავიდა. ჩვენ არჩევნების დღეს ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ათამდე ადამიანი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვკითხეთ. მათ უმრავლესობას არ ჰქონდა ინფორმაცია რეგისტრირებული კანდიდატებისა და მათი საარჩევნო პროგრამების შესახებ. 

 

სოფელ ყარაჯალას მაცხოვრებლების გაუცნობიერებელი არჩევანი

სოფელ ყარაჯალაში გამოკითხულთა უმრავლესობას, ასევე, არ ჰქონდა ინფორმაცია საქართველოში საპრეზიდენტო, საპარლამენტო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდა. ისინი მხოლოდ ერთს ამბობდნენ, რომ ხმას აძლევდნენ მმართველი პარტიის კანდიდატს. 

 

გამოკითხვა ყარაჯალაში

სოფელ ყარაჯლის მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებმაც არ იცოდნენ საკრებულოს მანდატის მოპოვების შემთხვევაში რისი უფლება ჰქონდათ წარმომადგენლობით ორგანოში და როგორ შეასრულენდნენ მოსახლეობის დაპირებას

 

სოფელ ყარაჯალას მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატები

საარჩევნო პროცესებში უმცი­რესობათა ინფორმირებულობის დონის გაზრდის აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას მესამე სექტორში. საქართველოს ახალგა­ზრდა იურისტთა ასოციაციის თე­ლავის ოფისის ხელძღვანელი მარეხ მგალობლიშვილი მიიჩნევს, რომ ყოველი არჩევნების წინა პერიოდში აუცილებელია, ეთნიკურ უმცირეს­ობებისათვის ბიულეტენები, საკანონმდებლო აქტები და სხვა საარჩევნო მასალა დაიბეჭდოს მათ მშობლიურ ენაზე.

"აზერბაიჯანულ ენაზე უნდა მომ­ზადდეს არა მარტო საარჩევნო–სააგიტაციო მასალები, არამედ ნორ­მატიული აქტებიც. ამ შემთხვევაში კომისიის წევრები და არჩევნების პროცედურებში ჩართული პირები შეძლებენ თავიანთ მშობლიურ ენაზე ამ მასალების წაკითხვას და ინფორმირებული არჩევანის გაკეთე­ბას. მნიშვნელოვანია, მათ ჰქონდეთ გათვითცნობიერებული, რომ ხმის მიცემით მნიშვნელოვან ნაბიჯს დგა­მენ. მნიშნელოვანია სოფლებში ად­გილზე შეხვედრები, იმიტირებული საარჩევნო პროცედურების გავლა ახალგაზრდებში, საარჩევნო მასალე­ბის დარიგება და სხვა მსგავსი საინ­ფორმაციო კამპანიების ჩატარება“, – აღნიშნავს მარეხ მგალობლიშვილი.

Powered by  Jumpstart Georgia