თამარ ქავთრაძე ირაკლი მაღლაფერიძე
ეკომიგრანტები დედალაურში

1989 წლის 19 აპრილს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში ეკოლოგიური ტრაგედია მოხდა - სოლგომანის მთა ჩამოიშალა და 17 ოჯახი სახლებიანად მიწაში ჩაიმარხა. 20 ადამიანი ადგილზე დაიღუპა. სტიქიის შედეგად დაღუპულთა შორის იყო ექვსი ბავშვი და ოთხი ქალი, მათაგან ერთი ფეხმძიმედ.

ჩამოშლილმა მთის მასამ მდინარე სხალთისწყალი ჩაკეტა, რის გამოც, სანაპირო ზოლში მდებარე ათეულობით სახლს საფრთხე შეექმნა. ამ ხეობის ზოგიერთი სოფელი რაიონულ ცენტრს რამდენიმე დღის მანძილზე მოწყდა. გეოლოგები და მაშველები ადგილზე 46 დღის განმავლობაში მუშაობდნენ. მძიმე ტექნიკის დახმარებით მდინარეს კალაპოტი შეუცვალეს, გაკეთდა შემოვლითი გზაც. კიდევ ერთი დაღუპული მაშველებმა სწორედ 46 დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.

დაღუპულთა მემორიალი
გუგული ხმალაძე

გუგული ხმალაძემ ხულო 1989 წლის 19 აპრილის ტრაგედიის შემდეგ დატოვა . გუგული მაშინ  15 წლის იყო.  

 

ეკომიგრანტების დასახლება დედალაურში

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დედალაურში აჭარელი ეკომიგრანტების ჩასახლება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 1989 წლიდან დაიწყო. 1989 წლის შემდგომ კი დედალაურში ეკომიგრანტებმა უკვე თავიანთი სახსრებით, დამოუკიდებლად დაიწყეს ჩასვლა და ეს პროცესი, პერიოდულად, 2006 წლამდე მიმდინარეობდა.

ეკომიგრანტები დედალაურში ჩაის მეორნეობაში, ტუნგოსა და სიცილიის უბნებში ჩაასახლეს.

 

 

 ეკომიგრანტების მორიგი მიგრაცია

 

მოსახლეობის თქმით, თავდაპირველად, დედალაურში ეკომიგრანტების 300-მდე ოჯახი ჩავიდა. თუმცა, ამ დროისთვის მოსახლეობის 80%-მა დედალაური დატოვა.

ნაწილი უკან დაბრუნდა, ნაწილი კი ეკონომიკური თუ სხვა პირობების გამო სხვადასხვა რეგიონებში გადავიდა. სოფელში პრობლემატურია სასმელი წყლის საკითხი. ადგილობრივები ძირითადად სასმელი წყლის საქაჩი სისტემით სარგებლობენ.

ავარიულ მდგომარეობაშია სოფლის გზა და არაა ბუნებრივი აირი. 

ნანული ცეცხლაძე შუახევიდან - დედალაურში ე.წ „მეორე უბანში“ ცხოვრობს. ისიც სხვა ოჯახებთნ ერთად გადმოასახლეს დედალაურში, როგორც ამბობს დედალაურში 15-მდე ეკომიგრატი ოჯახი იყო ახალა კი მხოლოდ 2-ია დარჩენილი. მიზეზი ეკონომიკური სიდუხჯირე და გაუმართავი ინფრასტრუქტურა.
ეკომიგრანტის სტატუსი

წასვლის მიზეზად, ეკომიგრანტები ინფრატრუქტურულ თუ ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად, ეკომიგრანტის, როგორც სტატუსის არ არსებობას ასახელებენ. რაც მათ იმ სოციალური თუ სხვა სახის დახმარების მიღმა ტოვებს, რასაც სახელმწიფო იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ ახორციელებს. ნანული ცეცხლაძე აცხადებს, რომ მას ბევრი წინასაარცევნო დაპირება სმენია სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, მაგრამ არცერთი შესრულებულა.

 

ეკომიგრაციის სფეროში გამოცემული, მიღებული სამართლებრივი აქტები

 

ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ დღეის მდგომარეობით რამდენი ,,ეკომიგრანტი“ ოჯახია საქართველოში - არავინ იცის. სახალხო დამცველისა და სხვა ორგანიზაციების ანგარიშებიდან ირკვევა საქართველოში დაახლოებით 35 200 სტიქიით დაზარალებული ოჯახია და იზრდება ხელისუფლება კი ეკომიგრანტთა საკონონმდებლო ბაზის მოგვარებას ჯერ არ ჩქარობს.
Powered by  Jumpstart Georgia