დევნილების "ოქროს საწმისი"

თბილისის ზღვის მიმდებარე სასტუმრო ოქროს საწმისში მცხოვრები დევნილები დახმარებას ითხოვენ.


 

პრობლემა დაბინძურებულ სასმელ წყალშია, რომლითაც 25-ზე მეტი ადამიანი მოიწამლა. მათ შორის მცირე წლოვანი ბავშვები და მოხუცები. ისინი ამ დრომდე სხვადასხვა კლინიკაში განაგრძობენ მკურნალობას. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ სასმელი წყლის დაბინძურება ძველი და ჟანგმოკიდებული გაყვანილობის სისტემის ბრალია. ისინი არ გამორიცხავენ, რომ საკანალიზაციო და სასმელი წყლის მილი შეიძლება ერთმანეთს უკავშირდებოდეს და სწორედ ამან გამოიწვია ადგილობრივების მოწამლვა. 


მას შემდგ, რაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წყლის ნიმუში გამოიკვლია და დაადგინა, რომ წყალი სასმელად უვარგისია, ორი დღის განმავლობაში მოქალაქეებს წყალს ავტოცისტერნის საშუალებით აწვდიდა. დევნილების ამბობენ, რომ კომპანიის წარმომადგენლებმა განუმარტეს, რომ შენობა ეკუთვნის კერძო მეპატრონეს და მისი ნებართვის გარეშე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას კომპანიის ნებართვა სჭირდება. გარდა ამისა, სარეაბილიკტაციო სამუშაოები დაკავშირებულია დიდ თანხებთან და კომპანია სწორედ ამიტომ ამბობს უარს. მოქალაქეები ამბობენ რომ ეს არ არის პრობლემის მოგვარება, რადგან რადენიმე სართულზე უწევთ წყლის ბოთლების ზიდვა. ადგილობრივები ამბობენ, რომ 90-იან წლებში დაბრუნდნენ და ხელისუფლებას კონკრტულად კი დევნილთა სამინისტროს მათი პრობლემის დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

 

Powered by  Jumpstart Georgia