დევნილები ქუთაისში

                                   უფუნქციო სპორტდარბაზი 

 

ნესტი, ანტისანიტარია, ნგრევადი კედლები - ეს აღწერა სპორტდარბაზს ყველაზე ნაკლებად შეიძლებაა შეესაბამებოდეს, თუმცა ფაქტია, რომ ასე ლესელიძის ქუჩაზე მიტოვებული ყოფილი სპორტდარბაზის შენობა ახლა ასე გამოიყურება. დარბაზი იმდენად ძველი და დაზიანებულია, რომ შესაძლოა ნებისმიერ დროს ჩამოინგრეს და საფრთხე მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ დევნილებს შეექმნათ.

ლესელიძის ქუჩაზე ყოფილი ფიზიკა-მათემატიკური სასწავლებლის შენობაში  მცხოვრები დევნილები ძველი სპორტდარბაზის შენობის დანგრევას და პრობლემის დროულად მოგვარებას ითხოვენ.

დევნილები ფიქრობენ, რომ თუ შენობა მოწესრიგდება და რაიმე ფუნქცია მიეცემა , თუნდაც იგივე სპორტდარბაზის უკეთესი იქნება.

ციალა გაბუნია
ნანი კოპალიანი
სახლი საძირკვლის გარეშე

ნგრევის საფრთხე ემუქრება დევნილთა საცხოვრებელს ჭავჭავაძის ქუჩაზე. ყოფილი მუსიკალური სასწავლებლის შენობის კედლები დაიბზარა. ყოველი წვიმის შემდეგ საცხოვრებლის პირველ სართულზე მცხოვრებლების ბინები იტბორება.

 

დაბზარული კედლები დევნილთა საცხოვრებელში

ეკატერინე პერტაია 3 წელი საკუთარ ბინაში აღარ ცხოვრობს. ბინის მიეღებიდან 8 თვის შემდეგ კელდებმა დასკდომა დაიწყო. დეფორმირდა იატაკი და წვიმიან ამიდებში ოთახებში წყალი დგება. დევნილთა სამინისტრომ პრობლემის გადაჭრა იმით სცადა, რომ ეკას და მის ოჯახს სხვაგან საცხოვრებლად ქირის თანხას უხდის. 

 

ეკატერინე პერტაია

ეკატერინეს გარდა პრობლემა სხვა ბინადრებსაც აქვთ. თუ შენობა დროულად არ  შეკეთდა ბინაში ცხოვრება სხვებისთვისაც შეუძლებელი გახდება. 

 

ეკატერინე პერტაია

დევნილებისათვის გადაცემულს ბინას, რომ შეკეთება სჭირდება ამას სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროც ადასტურებს. როგორც დასკვნაშ წერია, აუცილებელია შენობას სადრენაჟე სისტემა გაუკეთდეს. 

 

საზღვარი

დევნილები, რომელბიც წლებია ქუთაისში, ავტომშენებლის დასახლებაში, ცხოვრობდნენ 2012 წლის შემდეგ წყალტუბოში აღმოჩნდნენ. ყველა საჭირო სერვისის მიღებიათვის მათ ჩასვლა ერთი ქალაქიდან მეორეში უწევთ. იმის გამო, რომ დასახლება ქუთაისს აღარ ეკუთვნის, ვერც საქალაქო ტრანსპორტით სარგებლობენ. 

 

ტრანსპორტის პრობლემა

პრობლემის შესახებ იციან წყალტუბოს მერიაში და მისი მოგვარების დაპირებებსაც იღებენ. ამბობენ, რომ სოფელ ქვიტირის გამგებელი ეხმარებათ და მოსაცდელის მოწყობასაც დაჰპირდათ. 

 

ტრანსპორტის პრობლემის მოგვარების დაპირება

საზღვრის შეცვლამ დევნილებს დამატებით ხარჯების გაწევა აიძულა. მიუხედავად იმისა, რომ მათი თქმით, წყალტუბოს მუნიციპალუტეტი მათ გვერდით უდგას,  ერთი ქალაქიდან მეორეში საბუთების მოსაწერიგებლად ჩასვლა მაინც დამატებით დროსა და თანხას მოითხოვს.

 

დამატებითი ხარჯები

ყველაზე რთული მაინც სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაა. საჭიროების შემთხვევაში, თუ მისამართს ოპერატორს სოფელ ქვიტირს ეტყვიან სასწრაფო დახმარების ბრიგადას წყალტუბოდან გაგზავნიან, რაც დიდ დროს მოითხოვს. ამიტომ დევნილები ახლომდებარე ჩხობაძის ქუჩას მათ მისამართად ასახელებენ და ამით სასწრაფო სამედიცინო დახმარებსის მიღების შესაძლებლობას იადვილებენ. 

 

დასახლებაში მცხოვრები ბავშვებისთვის კი გასართობი ადგილი და ჩრდილი არ აქვთ. სიცხიან ამინდებში თავს სახლებს აფარებენ, ატრაქციონების ნაცვლად კი ეზოებში შეძლებისდაგვარად ერთობიან. 

 

 

მასალა მომზადებულია  საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის "აფხაზეთი" მიერ ორგანიზებული მედიატურის ფარგლებში. 

 

მედიატურის მიზანი ჟურნალისტებისათვის დევნილი თემის პრობლემებისა და გამოწვევების გაცნობა იყო. 

Powered by  Jumpstart Georgia