დაკეტილი სახლები და ღია კარი მიგრაციისთვის
ლიკა კასრაძე - სტუდენტი ერგნეთიდან
სტარატეგიულად მნიშვნელოვანი სოფელი მოსახლეობისგან იცლება. ერგნეთში მიგრაციის მაჩვენებელი ყოველწლიურად იცვლება, ის რაც უცვლელია ეს სოფლის იარსახეა - გადამწვარი სახლებით
მიგრაციის დინამიკა 2008 წლის რუსეთ-საქრთველოს ომის შემდეგ დაიწყო. ერთ დროს ბაზრობით ცნობილი სოფელი დღეს გადამწვარი სახლებით ახასოვთ
ომი და ბაზრობა - ერგნეთში მაცხოვრებლები ბოლო წლების ქრონოლოგიას ასე ასათაურებენ
სატატეგიულად მნიშვნელოვანი სოფელი ერგნეთი მოსახლეობისგან იცლება, მიგრაციის დინამიკა 2008 წლის რუსეთ-საქრთველოს ომის შემდეგ დაიწყო. ომის კვალი სოფელს დღემდე ეტყობა ერთ დროს ბაზრობით ცნობილი სოფელი დღეს გადამწვარი სახლებით ახასოვთ
ოლია კასრაძე
ერგნეთის ბაზრობა, ომი და მიგრაცია

ადგილობრივების განცხადებით ერგნეთის ბაზრობის დახურვის შემდეგ  ქართველებსა ეთნიკურად ოსებს შორის ურთიერთობა კვალავ გამწვავდა. მაშინდელმა ხელისუფლებამ ბაზრობის დახურვის მიზეზად კონტრაბანდული საქონლის რეალიზაცია დაასახელა. ადგილობრივების თქმით ბაზრის დახურვის ნაცვლად ხელისუფლებას რეგულაციები უნდა დაეწესებინდა და ქართველებს და ოსებს შორის სამეწარმეო საქმიანობა კანონის ჩარჩოებში უნდა მოქცია.

2008 წლის რუსეთ-საქრთველოს ომმა სამშვიდობო სოფელი მნიშვნელოვნად დააზრალა. სახლები, რომლები რუსეთის შეიარაღებული ძალების დაბობვას გადაურჩა შემდეგ უკვე შეიარაღებულმა ფორმირებებემა ცეცხლი წაუკიდეს და დაწვეს. ერგნეთში ამბობენ, რომ მიგარაცია ერგნეთის ბაზრობის დახურვის შემდეგ დაიწყო, ხალხი სოფელს სამსახურის ძიების გამო ტოვებდა, თუმცა მოსახლეობის ძირითადი ნაწილი სოფლის მერნეობას ვინც მისდევდა სოფლს არ ტოვებდა, თუმცა რუსეთ-საქრთველოს ომის შემდეგ ადგილობრივების უმეტესობამ გადამწვარი სახლები დატოვეს და მიგრაციის რიცხვი საგრზნობლად გაიზარდა. 

ომის კვალი სახლებზე
ომის შედაგად დაზიანებული სახლების დიდი ნაწილი კვლავ აღსადგენია
იოსებ ჯოხაძე
ხელისუფლების პასუხი
20015 წლის მონაცემებით ერგნეთში 220 კომლი, 756 სული ცხოვრობს თუმცა აქედან რამდენია ძირითადი მცხოვრები უცნობია

გორის მუნიციპალიტეტში აღნიშნავენ, რომ ბოლო წლებში მიგრაციის შეხაებ კვლევა არ ჩაუტარებიათ. ერთადერთი რითაც თვითმმართველობის ორგანო ხელმძღვანელობს ეს  ერგნეთში რეგისტირებული მაცხოვრებლების 2015 წლის მონაცემებია, თუმცა პასუხს ვერ გვაძლევენ რეალურად თუ რამდენი ცხოვრობს ადგილზე.  პრესსამსახურის ინფორამაციით, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი შვებულებაშია. თვითმმართველობის ორგანოში საკითხთან დაკავშირებით, სხვა კომპეტენტური პირი ვერ მოიძებნა, ვინც მიგრაციის საკითხზე გააკეთებდა კომენტარს. აქედან გამომდინარე კითხვებზე რომელიც გვქონდა პრესსამსახურმა გაგვცა წერილობით პასუხი, რომელიც ასეთი იყო -

სოფელი ერგნეთი მაღალმთიანი ზონის სტატუსით სარგებლობს და იქ მაცხოვრებლებს სახელმწიფოს მხრიდან შეღავათები აქვთ.  

 ,,42 სოფელს მიენიჭა გორის რაიონში მაღალმთიანი სტატუსი რაც მთაში ცხოვრების  ყოფას გარკვეულწილად ამსუბუქებს  და მოსახლეობას სტიმულს აძლევს, რომ  არ დატოვონ მთიანი ზონა და ადგილობრივებისგან არ დაიცალოს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ისაა, რომ მაღალმთიანებში ამ პროექტის გარდა, სოფლებში მოხდა მზის ენერგიის ხარჯზე ელექტრო ენერგიის მზის პანელების დამონტაჟება. ასევე,  სოფლებში დამონტაჟდა  წყლის გამათბობლის რეზერვუარები, რომლებიც ასევე მზის ენერგიის ხარჯზე თბებიან"- ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის მიერ წერილობით კომენტარში.

გორის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში სიტუაციას საგანგაშოს უწოდებს
ერგნეთიდან რამდენიმე მეტრში ოკუპირებული ცხინვალია
სოსო ვახტანგაში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მიმართ ყურადღების მიქცევას წინა მოწვევის პარლამენტში ითხოვდა
Powered by  Jumpstart Georgia