დაბინძურებული თბილისი
პლასტმასი ისევე, როგორც პოლიეთილენი რთულად დეგრადირდება. მათი გახრწნისთვის 500-დან 1000 წლამდეა საჭირო. ხშირ შემთხვევაში, ჩიტებს, ცხოველებსა და წყლის ბინადრებს პოლიეთილენის მცირე ნაწილაკები საკვებში ერევათ და მათ მოხმარებას იწყებენ. შედეგად, ორგანიზმში ინფექცია უვითარდებათ, რაც მათთვის ფატალურად სრულდება.
პოლიეთილენის პარკები ადამიანების ჯანმრთელობასაც აზიანებს. მისგან ისეთი ქიმიური ნივთიერება გამოიყოფა, რომელიც ადამიანის ორგანიზმზე უარყოფით გავლენას ახდენს და ჰორმონების ნორმალურ ფუნქციონირებას არღვევს.

ხელმეორედ მოხმარებული შპრიცები და ნემსები ძალიან საშიშია ადმაიანის ჯანმრთელობისთვის, ამან შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა სახის დაავადებების გადადება, მაგალითად ისეთი, როგორიცაა აივ ინფექცია. თბილისის ქუჩებში ხშირად ვხვდებით გამოყენებულ შპრიცებს, რომლებიც ძალიან მარტივად შეიძლება ფეხით მოსიარულეს შეერჭოს და დაინფიცირდეს ისე, რომ მან ეს ვერ გაიგოს.

 

ეს ერთერთი კორპუსის ავტოფარეხია, სადაც მოსახლეობა ნაგავს ყრის.
სერგო ზაქარიაძის ქუჩის ადგილობრივი მოსახლეობა თავისი ნებით შეიკრიბა და გადაწყვიტა ეზოს გალამაზება და მოწესრიგება, რასაც თბილისის მერიამ მხარი დაუჭირა. მათ აქვთ ასეთი სლოგანი „სახლი ეზოდან იწყება“..

ბოლო დროს გავრცელებული კორონა ვირუსის შემდეგ, ხშირად ვხვდებით ძირს დაგდებულ ჰიგიენურ საშუალებებს. მაგალითად, ერთერთი რისკფაქტორია პირბადე, რომელსაც ადმიანები გარეთ აგდებენ, ეს შეიძლება ინფექციის გავრცელების წყარო იყოს.

 

Powered by  Jumpstart Georgia