COVID-19 და შეცვლილი ცხოვრების წესი

  პანდემიის შემდეგ შეიცვალა  ჩვენი ცხოვრების წესი.რამდენიმე თვის განმავლობაში დაიხურა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები და მოსახლეობა თვითიზოლაციაში  იმყოფებოდა. გაჩნდა უამრავი რეგულაცია, როგორც სავაჭრო ცენტრებში, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში.ეს არის ამბავი,იმაზე  თუ როგორ შცვალა COVID-19 ჩვენი ცხოვრების სტილი.

 

საზოგადოებრივი ტრანსპორტი

პანდემიის დროს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საზოგადოებრივ ტრანსპორტი არ გაჩერებულა. განსხვავებული მდგომარეობა იყო საქართველოში. ქვეყანაში  რამდენიმე თვე მუნიციპალური ტრანსპორტი არ მოქმედებდა. ამ გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. დედაქალაქის მერია 15 ივლისამდე ტრანსპორტის ამოქმედებას არ გეგმავდა,თუმცა ამ გადაწყვეტილებამ   მოქალაქეების უკმაყოფილება გამოიწვია და ტრანსპორტის ამოქმედების ვადად 29 მაისი  დასახელდა.  პარალელურად, მნიშენველოვანია უსაფრთხოების ნორმების დაცვა. პირველ რიგიში მგზავრებისთვის აუცილებელია პირბადით მგზავრობა, ხოლო მძღოლების სივრცე დისტანცირებული იქნება მგზავრებისგან.

 

საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადით მგზავრობა სავალდებულა.

სავაჭრო ცენტრები

პირველი ივნის, მოლები და სავაჭრო ცენტრები გაიხსნა. ჯერჯერობით ყველაფერი ძველებურად ნამდვილად არ იქნება. მოლებში და სავაჭრო ცენტრებში ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვა  მოგვიწევს.ცხადია, მომხმარებლისთვის ამ პირობების შექმნა მოლებისა და სავაჭრო ცენტრებისთვისაც დამატებითი მოთხოვნების აუცილებლობას გულისხმობს. გარდა იმ რეკომენდაციების შესრულების უზრუნველყოფისა, რაც მომხმარებლებზეა გათვლილი, მათ ევალებათ ისეთი ღონისძიებებიც, რომლებიც შესაძლოა ვერ ვნახოთ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ.

 

შესასვლელთან დაგვხვდება თერმოსკრინინგის კამერა.

რაც შეეხება ზაფხულში ძალიან აქტუალურ საკითხს, სიგრილეს მოლებში, მთავრობამ ესეც განსაზღვრა. ვენტილაცია იქნება, თუმცა მხოლოდ გარედან შემოსული ჰაერით. ამასთან, ადმინისტრაციამ ის ნომინალურ სიჩქარეზე მოლის გახსნამდე 2 საათით ადრე უნდა დააყენოს და სიჩქარე მინიმალურამდე შეამციროს დახურვიდან 2 საათის შემდეგ. არ შეიძლება ვენტილაციის გამორთვა და არასამუშაო საათებში მინიმალური სიჩქარით უნდა მუშაობდეს. გარდა ამისა, ჰაერის ნაკადის სწორი მიმართვისთვის, სველ წერტილებში ფანჯრები არ უნდა იყოს ღია. კიდევ ერთი მოთხოვნაა ცენტრალური კონდიცირების სისტემის ფილტრების ყოველთვიურად შემოწმება და მათი გაწმენდა დაბინძურების შემოწმებისა, მაგრამ არანაკლებ 4 თვეში ერთხელ.

 

შეზღუდვების მოხსნის მეოთხე ეტაპი ღია ტიპის რესტორნების და კვების ობიექტების გახსნაა. მომხმარებლებმა და მეპატრონეებმა თანაბრად უნდა უნდა დაიცვათ ზოგადი რეკომენდაციები:  

  • წინასწარ დავჯავშნოთ ადგილები, ან დავიცვათ ორმეტრიანი დისტანცია, და მოთმინებით დაველოდოთ ჩვენი დაწესებულებაში შეშვების დროს.  
  • დაწესებულებაში შესვლის შემდეგ  წინასწარ შემოსაზღვრულ სივრცეში მოგვიწევს მოვთავსდეთ, რომელიც შესაბამისი დისტანციით დაგვაშორებს მეზობელ მომხმარებლებს. 
  • დაწესებულებებს ევალებათ დასაქმებულებიც და მომხმარებლებიც წინასწარ ჩაგვაყენონ საქმის კურსში პრევენციული ღონისძიებების შესახებ. 20 და მეტი ადამიანის ერთ სივრცეში მოხვედრის შემხთხვევაში, ობიექტის მეპატრონეებს ევალებათ ყოველდღიური თერმოსკრინინგი, როგორც დასაქმებულების, ასევე მომხმარებლების. 
  • ბარებში ბარმენთან პირდაპირი კონტაქტის არიდების მიზნით, ბართან სასმელის შეკვეთის ნაცვლად, პირდაპირ მაგიდებთან უნდა მოხდეს სასმელის მიტანა. 
  • სჯობს თანხა ბარათით გადავიხადოთ, ვიდრე ნაღდი ანგარიშსწორებით. 


მომხმარებელებისა და თანამშრომლების უსაფრთხოების მიზნით, დამსაქმებლებს ეკისრებათ მთელი რიგი ვალდებულებები: 

  • დაწესებულებაში სავალდებულოა თვალსაჩინო ადგილას გამოიკრას განცხადებები პრევენციული ღონისძიებების შესახებ;
  • შესასვლელში განთავსდეს ხელის ანტისეპტიკური საშუალებები; 
  • სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, დასაქმებულები უზრუნველყოფილები უნდა იყვნენ ჰიგიენური დაცვის საშუალებებით (ხელთათმანები, პირბედეები, დამცავი ფარები/დახურული სათვალეები, წინსაფრები, სპეც.ფეხსაცმელები)
  • ყოველი მომხმარებლის მომსახურების შემდგომ უნდა ჩატარდეს სადეზიფექციო სამუშაოები, ასევე, ყოველი დღის ბოლოს დაწესებულება უნდა დალაგდეს სველი წესით, შესაბამისი სადეზიფექციო საშუალებების გამოყენებით. 

COVID-19 მსოფლიოზე დიდი გავლენა იქონია. ქვეყნები მუშაობენ, ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაუბრუნებისთვის, მაგრამ სწრაფად ამის განხორციელება შეუძლებელია. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამისთვის  დიდი დრო საჭირო. ერთი კი ფაქტია, covid-19 მსოფლიოში ბევრი რამ შეცვალა  და  დიდი კვალიც დატოვა.

 

Powered by  Jumpstart Georgia