ჩვენ შორის კედლები უნდა დაინგრეს, ბარიერები უნდა წაიშალოს !!!
რუსეთის მარწუხების ქვეშ ყოფნა და მისგან გათავისუფლების სურვილი
ორი ერის დამოკიდებულება

მნიშვნელოვანია დამოკიდებულება და სწორი აზროვნება ნებისმიერი თემის ირგვლივ, თუმცა პრობლემა, რომელიც მწვავედ დგას ჩვენი ერის ყოველდღიურობაში, უნდა აღმოიფხვრას! აფხაზი ერი ჩვენი ერისა და ჩვენი ქვეყნის ნაწილია, აუცილებელია ურთიერთობების მოგვარება, აუცილებელია მათ დაინახონ, რომ ჩვენ ისინი არ გვძულს, რომ ჩვენ რუსეთი არ ვართ და მათი ტერიტორია არ გვჭირდება, მათ უნდა დაინახონ რომ ისინი ჩვენი ერის ისტორიული წარსული არიან, ზუსტად ისევე როგორც თავად ჩვენ ვართ ჩვენი ქვეყნის ისტორიის შემქმნელნი და განმვითარებელნი.

სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ აფხაზეთში, ჰგონიათ რომ საქართველო მათი მტერია, რომ საქართველოს მათი ისტორიისა და მათი არსებობის დავიწყება სურთ, ჰგონიათ რომ საქართველოს რეალურად მხოლოდ მათი ტერიტორია სჭირდება, ჰგონიათ რომ რადგან რუსეთი ეკონომიკური თვალსაზრისით "გვერდით უდგას", მათთვის მტერი კი არა პირიქით კეთილისმსურველია. თუმცა რეალობა სხვაა, ჩვენ ერს სტკივა, ჩვენ ერს აწუხებს ის რომ არ შეუძლიათ საკუთარი მიწის ნახვა, რომ არ შეუძლიათ საკუთარი ნათესავების ნახვა, რომ არ შეუძლიათ იცხოვრონ აფხაზეთში, ასევე აწუხებთ ის ფაქტიც, რომ აფხაზებს არ შეუძლიათ საქართველოში თავისუფლად ყოფნა, და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ ყველას გვაწუხებს ის ფაქტი, რომ ჩვენ შორის არსებობს საზღვარი, და ამ საზღვრის მოშლა ჩვენ არ შეგვიძლია, თუმცა ქართველი ხომ ქართველი ვერ იქნებოდა იმედის გარეშე, ჰოდა ჩვენ გვჯერა, ჩვენ გვწამს რომ აფხაზეთს დავიბრუნებთ, რომ მისი სილამაზის ხილვას კიდევ შევძლებთ, ყველანაირი კონფლიქტისა და აგრესიულობის, საზღვრების გარეშე !!! 

 არსებობს არაერთი მაგალითი იმის შესახებ, რომ აფხაზ ერს სურდა და სურს საქართველოში განათლების მიღება. 1954-1964 წლებში შემდეგმა პიროვნებებმადაასრულეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიური ენების განყოფილება. გიორგი გუბლაია, რომელიც შემდეგში ცნობილი მწერალი გახდა, შამილ ფილია, რომელიც შემდგომში მწერალი და ჟურნალისტი გახდა,შოთა არისთავა, რომელიც შემდგომში აფახაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი გახდა,

ამ ყველაფრით მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ადამიანებმა, რომლებმაც სწავლა-განათლება მიიღეს საქართველოში, გამოდგნენ თავიანთ ქვეყანას პირველ რიგში, ეს მნიშვნელოვანი და ხაზგასასვმელი ფაქტია.

Powered by  Jumpstart Georgia