„ჩიკატაი“

   გაიცანით ჩიკატაი! წერო, რომელსაც სჯერა, რომ ყველაფერი გენიალური მუსიკით იწყება და სწორედ ამიტომ, პირველ ჰანგებს ჩვენს ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა აქვს!  ჩიკატაი განსაკუთრებული წეროა, განსაკუთრებული მისიით: ის ბავშვებისთვის მუსიკალურ სათამაშოებს ქმნის, აქვე, საქართველოში, რომლებიც ყველასათვის საყვარელი ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის, მელოდიას უკრავენ - „ვალსი მიმინოდან“  ცნობილი, როგორც "ყვითელი ფოთლები".  ჩიკატაი არის წერო რომელსაც ბავშვებისთვის დააქვს სათამაშოები.  სათამაშოების შეფუთვაც შესაბამისად წეროს ხურჯინის მსგავსია. ჩიკატაის სათამაშოები ხელნაკეთია და იქმნება საქართველოში ნატურალური ქსოვილებისგან, ანტიალერგიული შიგთავსით. 

 

ჯადოსნური ბზრიალას სპილოებს სჯერათ, რომ სიყვარული ბრუნვადი და მუსიკალურია.

   ,,კონკრეტულად რა იყო ინსპირაციის წყარო  ზუსტად ვერ დავასახელებ. მინდოდა რომ მქონოდა ჩემი საქმე და დიდი ხანი ვფიქრობდი რა შეიძლებოდა ყოფილიყო ეს. მინდოდა ყოფილიყო განსხვავებული და ორიგინალური. ბევრი ფიქრის შემდეგ, დავიძინე და გავიღვიძე ამ იდეით. მელოდიის შერჩევაზე ბევრი არმიფიქრია. ცოტა ბანალურად ჟღერს შეიძლება, მაგრამ გია ყანჩელის ყვითელი ფოთლები იყო ის მელოდია რითიც ვაძინებდი ჩემ შვილს პატარა რომ იყო. შეიძლება ითქვას ამ არაჩვეულებრივმა მელოდიამ გააჩინა ეს იდეა. ყველაფერი რაც ჩიკატაის გარშემოა უკავშირდება ჩემ შვილს, ნიკალაის, რომელსაც ვეძახდით ჩიკატაის პატარა რომ იყო''. - თაკო ბუიღლიშვილი (იდეის ავტორი)

 

სათამაშოები ჯერჯერობით მხოლოდ ყვითელ ფოთლებს უკრავს, იმედია მომავალში ჩიკატაი ერთ დიდ ხელნაკეთ სათამაშოების მაღაზიად იქცევა. და ბოლოს რაც ყველა პატარასთვის მნიშვნელოვანია - სათამაშოები იქმნება დიდი სიყვარულით, ანტიალერგიული და ნატურალური მასალებისგან!

 

Powered by  Jumpstart Georgia