ბულინგი=ძალადობას

გუშინდელი დღესავით მახსოვს სკოლის  მერხები, წიგნები, ნახევრად მომზადებული საშინაო დავალებები, გადაწერილი საკონტროლო წერები. მაღვიძარა, დილის საუზმე, თანაკლასელებთან ერთად გატარებული დღეები. . .

სამწუხაროა, მაგრამ ისიც მახსოვს, ბიჭების  ან გოგონების ჯგუფი,როგორ მიიმვწყვევდა კუთხეში რომელიმე ერთს, მას,  ვინც მათ არ ჰგავდა და „ჭკუას ასწავლიდა“. მახსოვს გაუთავებელი დაცინვა, დამცირება, მუშტები, სკოლის უკან შეკრებები. დაშინება, ფულის, ნივთების გამოძალვა და კიდევ უამრავი ფაქტი, როდესაც ბავშვის უფებები ირღვეოდა. და ყველა დუმდა...სკოლა 5 წლის წინ დავამთავრე. შეიცვალა წიგნები და მერხები. ბულინგის პრობლემა კი არ შეცვლილა. ეს ის დანაშაულია, რომელიც კანონმდებლობით აკრძალული ქმედებაა. თუმცა,იმის შესახებ,  რასაც წლების განმავლობაში ყოველდღიურად ვუყურებთ, სტატისტიკური მონაცემები  საქართველოში არ არსებობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დღესაც სდუმან. 

სიტყვა “ბულინგი” გულისხმობს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დევნას, ადამიანის დაშინებასა და მისგან მორჩილების მოთხოვნას.

ბავშვთა უფლებებს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, გაეროს მიერ შემუშავებული ბავშვთა უფლებების კონვენცია იცავს. მე-19 მუხლის თანახმად, კონვენციის ხელმომწერ სახელმწიფოებს ეკისრებათ ვალდებულება, გაატარონ ყველა აუცილებელი საკანონმდებლო, ადმინისტრაციული, სოციალური და საგანმანათლებლო ღონისძიება, იმ მიზნით, რომ არასრულწლოვანი პირი დაიცვან ძალადობის ნებისმიერი ფორმით ზემოქმედებისაგან.

ასევე, ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,დაუშვებელია სკოლაში ძალადობა მოსწავლის ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ. ფიზიკური ან/და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევაში სკოლა ვალდებულია, დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით’’.

 

2015 წლის 27 მარტს, სიღნაღის რაიონის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლაში მოხდა. მე–5 კლასელ ბიჭს თანასკოლელებმა უთხრეს, რომ ნაშვილები იყო. ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ 11 წლის ბავშვმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.

თუმცა ჩნდება გონივრული კითხვა, თუკი ქვეყანაში არ არსებობს ფორმალურად, წერილობითად, ან სტატისტიკურად დამოწმებული და დადასტურებული, ბულინგის, როგორც ძალადობის ფორმის  არც ერთი ფაქტი, როგორ უნდა მოხდეს მისი აღმოფხვრა? ! როგორ უნდა გადაიჭრას პრობლემა, რომლის არსებობაზეც ან  არ იციან, ან უფრო  თვალს ხუჭავენ.

ბულინგის ხელშემწყობი კიდევ ორი რგოლი პედაგოგებისგან და მშობლებისგან შედგება. ფსიქოლოგ მაია ბოლქვაძის თქმით,  მოსწავლეების ძალადობრივ ქცევას ხშირად სტერეოტიპები წარმოშობენ. რომლებსაც  ძირითადად მასწავლებლები და ოჯახი აყალიბებს :

„ხშირად მიაჩნიათ, რომ ბულინგი ნორმალური და ჩვეულებრივი მოვლენაა. ბულინგის შესახებ ვინმესთვის თქმა კი „ჩაშვება“.ბევრი მშობელი მიიჩნევს, რომ ბულინგი რაღაც დოზით საჭიროც კია, რომ ბავშვი გაძლიერდეს და საკუთარი თავის დაცვა შეძლოს.“ პედაგოგებმა ხშირად არ იციან როგორ გაუმკლავდნენ ამ მოვლენას და თვალს ხუჭავენ. რეალურად კი, ბულინგის შემთხვევებბის დროული გამოვლინება და მასთან გამკლავება სწორედ მათ ევალებათ. შეუძლებელია ბულინგი ბავშვებს გადავაბრალოთ და მათ პასუხისმგებლობად ვაქციოთ. მეორეს მხრივ კი ბავშვი,რომელიც ძალადობას განიცდის და გარიყულია სხვა თანაკლასელების მხრიდან, სერიოზული საფრთხის წინაშე დგება, თუკი პედაგოგი ვერ შეამჩნევს და ვერ მოახერხებს მის კლასში ინტეგრირებას“.

ვიდეო
Powered by  Jumpstart Georgia