ბოლო სიტყვა
გორის მერის ბოლო სიტყვა

ზურაბ ჯირკველიშვილი 

 

გორის მერობის კანდიდატების ბოლო სიტყვა

 

გორის მერობის 9 კანდიდატი

საარჩევნო ბლოკი ,,გიორგი ვაშაძე – ახალი საქართველოს" გორის მერობის კანდიდატმა სოფიკო აფრიაშვილმა არჩევნებზე მისული ამომრჩევლების ხმების 0.64%, 191 ხმა მიიღო.

,,საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" გორის მერობის კანდიდტმა თამარ ზურაბაშვილმა 2.59%, 1 086 ხმა. არც ერთი კანდიდატი საარჩევნო კამპნიის დროს არ აქტიურობდა და მედიასთან არც კომენტრებს აკეთებდა და არც წინასაარჩევნო დებატებში იღებდნენ მონაწილეობას.

1
საარჩევნო დღეს გამოკვეთილი ხარვეზები
#32 გორის საოლქო საარჩევნო კომისიაში 28 საჩივარი შევიდა, აქედან კომისიამ 26 განიხილა.
 26 საჩივრიდან უმრავლესობა ,,საია"-ის და ,,სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლებმა დაწერეს. საჩივრების დიდი ნაწილი, ძირითადად, საარჩევნო პროცედურების დარღვევას ეხებოდა. #32 გორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მალხაზ მირუაშვილის განცხადებით, საჩივრების დიდი ნაწილი კომისიამ დააკმაყოფილა. 
 
რამდენიმე უბანზე შემაჯამებელ ოქმებში ბალანსი არ ჯდებოდა, მათ შორის იყო სოფელ საქაშეთის #42 უბანი, სადაც შემაჯამებელ ოქმში მისულ ამომრჩევლებზე 106 ხმით მეტი ხმა იყო დაფიქსირებული. საია უბნის შედეგების ხელახლა გადათვლას ითხოვდა, რაც საოლქო საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა და #42 საარჩევნო უბნის კომისიის წევრების ახსნა-განმარტება წარმოადგინა. 
 
კომისიის წევრები ოქმში მოყვანილ მონაცემებზე წერენ, რომ  გორის მერობის კანდიდატს, კონსტანტინე თავზარაშვილს, 190 ხმის ნაცვლად - 119 ხმა უნდა ეწეროს, ასევე მერობის კანდიდატ ნანა ხიზანიშვილს 26 ხმის ნაცვლად უნდა ეწეროს - 2 ხმა.  შემაჯამებელ ოქმში ცდომილებაა ბათილი ბიულეტენების რაოდენობაზეც. 
 
საარჩევნო კომისიის უარის შემდეგ საიამ არაშენდას საარჩევნო უბნის შედეგების გადათვლის მოთხოვნით გორის რაიონულ სასამართლოს მიმართა, თუმცა საჩივარი მოსამართლემაც არ დააკმაყოფილა, იმ მიზეზით, რომ საარჩევნო უბნის ხელახლა გადათვლა არჩევნების შედეგზე გავლენას ვერ მოახდენდა. გორის რაიონული სასამართლოს შემდეგ საქმე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა საპელაციო სასამართლოს პასუხიც პირველი ინსტანციის იდენტური იყო.  
უმრავლესობამ საკრებულოს თავმჯდომარედ დავით რაზმაძე, მოადგილედ კი მარლენ ნადირაძე აირჩია
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ორი ფრაქცია შეიქმნა: ,,ქართული ოცნების" და ,,ნაციონალური მოძრაობის"
Powered by  Jumpstart Georgia