ბავშვთა უფლებები საქართველოში
  • ბავშვები ყველაზე მნიშვნელოვანი ძალა მსოფლიოში! მომავალი... ეს არის ის რომელიც პირველი ბავშვთან ასოცირდება, მსოლფლიოს ყველაზე წარმატებულ ქვეყნებში ბავშვის უფლებები ერთერთი ყველაზე პრიორიტეტულია. პროფესინალები რომლებიც მუდმივ მონიტორინგს უწევენ ბავშვების მშობლებთან და  საზოგადოებასთან ურთიერთობას. პროცესში აუციელბლად  ჩართულები არიან-ფსიქოლოგები, ექსპერტები.  საქართველოში ჯერჯერობით  არ  ვდგავართ იმ საფხურზე ესე პროფესიონალურად მოეკიდოს შესაბამისი ორგანოები,  ბავშვთა უფლებებს მაგრამ ვითვალისწინებთ იმ სისტემებს და ვცდილობთ  ჩვენთანაც დამკვიდრდეს ის რაც უკვე სხვაგან აპრობირებულია და  წარმატებულად შედგა პროექტი.ვგულისხმობ, რომ სახელმწიფომ ყველაფერი უნდა  გააკეთოს ბავშთა უფლებების  დასაცავად, ვალდებულია პატივი სცეს ყველა იმ ადამიანის უფლებას, რომელიც ბავშვის აღზრდაში მონაწილეობს. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ბავშვს დაბადებისთანავე აქვს უფლება,ჰქონდეს სახელი, გვარი და მოაქალაქეობა. ასევე აქვს, იზრდებოდეს მშობლების და ჯანსაღ გარემოცვაში, რაც  სახელმწიფომ აუცილებლად უნდა  უზრუნველყოს. ეხლა  ვისაუბროთ რა ხდება ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენს ქვეყანაში.
ფლაერის გარეკანი
Source: ombudsmen.ge
Source: ombudsmen.ge
Source: ombudsmen.ge
Source: ombudsmen.ge
  • არსებობს ცხელი ხაზი“ჰელპლაინი“ ბავშვთა დახმარების ცენტრი- 116111, რომელიც ბავშვთა უფლებების დაცვისკენ ორიენტირებული სერვისია. ცხელი ხაზი უზრუნველყოფს მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ბავშვის დაცვის და უსაფრთოხოების დარღვევის რისკი,
ბავშვთა უფლებების კონვენცია (წყარო; ელისო მაწკეპლაძე)
  • მაგრამ საინტერესოა, რამდენად არის დაცული საქართველოში ბავშვთა უფლებები. ამ კუთხით საზოგადოებაში შეფასებები განსხვავებულია, ზოგი თვლის, რომ ბავშვთა უფლებებს სახელმწიფო შეძლებისდაგვარად იცავს, მეორე ნაწილი კი პირიქით, სახელმწიფო მეტნაკლებად აქცევს ყურადღებას ბავშვებს. ყველასთვის ცნობილია, რომ სოციუმში ამ კუთხით უამრავი პრობლემაა, ყოველდღიურად ვხვდებით ქუჩაში უსახლკარო და მიუსაფარ ბავშვებს, რომლებიც მათხოვრობენ, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში მათზე მშობლები ძალადობენ და აიძულებენ ამ გზას დაადგნენ. ისმის მთავარი კითხვა სახელმწიფო, და კონკრეტულად სოციალური მომსახურეობის სააგენტო რას აკეთებს ამ დროს. რა გზებს მიმართავს მათ დასახმარებლად. 
Source: www.angel.ge
  • ქუჩის ბავშვებისთვის უდიდეს პრობლემას ტოქსიკომანია, ქურდობა, პროსტიტუცია და მათხოვრობა წარმოადგენს. ამ ბავშვების კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოების რისკი ძალიან დიდია და მათი აღზრდის საკითხი საზოგადოებისათვის მეტად აქტუალურია. უმეტეს შემთხვევაში ქუჩაში გამოსული ბავშვები ობლები არ არიან, ხშირად სწორედ მათ უწევთ ოჯახის რჩენა.სანამ ბავშვებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობა მისცემენ, მანამ აუცილებელია მათი ყველანაირი მდგომარეობა განხილულ იქნეს. ისინი პირდაპირ საპყრობილეებში კი არ უნდა ხვდებოდნენ, არამედ მათთვის უნდა გაიხსნას ცალკე სახის დაწესებულება, სადაც შესაძლებელი იქნება მათთვის ფსიქოლოგთან გასაუბრება, გამხნევება და მომავლის რწმენის გაძლიერება. მხოლოდ ასე თუ შევძლებთ დანაშაულების რიცხვის შემცირებას. ამისათვის კი აუცილებელია სახელმწიფომ ყველანაირ ზომებს მიმართოს და გარკვეულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით აღმოფხვრას ეს პრობლემები. ბავშვებს არ წაართვან ბავშვობა და გაულამაზონ ცხოვრება. მიმაჩნია საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა ერთობლივი მუშაობისა და ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე აუცილებელია მიიღონ „ბავშვთა უფლებების დაცვის“ კანონი, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი თითოეული კატეგორიის ბავშვთა უფლებები და რომელიც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ქვეყნის საკანონმებლო პოლიტიკის.
კლიპი ბავშთა უფლებებზე (წყარო: ეკატერინე შარაშიძე)
  • როდესაც ვუფიქრდები რა უნდა იღონონ სკოლამ და მასწავლებელმა, რომ მოსწავლისგან დადგეს მოქალაქე, რომელიც იცნობსდა პატივს სცემს საკუთარ და სხვის უფლებებს? ვხვდები, რომ.. სკოლა დიდ როლს ასრულებს ადამიანის პიროვნებად, თავისუფალ მოქალაქედ, დემოკრატიული საზოგადოების აქტიურ წევრად ჩამოყალიბებაში. დემოკრატიული საზოგადოება მარტო დემოკრატიულად არჩეული მთავრობა კი არ არის, არამედ პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე, აქტიური სამოქალაქო საზოგადოებაც, რომელიც ქმედით მონაწილეობას იღებს ქვეყნის მშენებლობაში. ეს ადამიანმა ბავშვობიდანვე უნდა გაითავისოს. ბავშვის ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა, გამოხატოს საკუთარი აზრი და ეს აზრი უნდა გაითვალისწინონ იმ გადაწყვეტილებათა მიღებისას, რომლებიც მას ეხება, ამიტომ მოწაფეები აქტიურად უნდა მონაწილეობდნენ სკოლის ცხოვრებაში. ეს მათ განუვითარებს იმ აუცილებელ უნარ-ჩვევებს, რომლებიც შემდეგ აქტიური მოაქალაქეობრივი ცხოვრებისთვის გამოადგებათ.
  • საკითხს ცოტა თუ ჩავუღრმავდებით, და უფრო დავავიწროვებთ  მასშტაბს მივხვდებით, რომ კი ერთია კანონი, სახელმწიფო მაგრამ თუ მშობლებმა არ იზრუნა თავისივე შვილის უფლებების დაცვაზე პრობლემა უსათუოდ დიდი იქნება. არამარტო მშობლებმა ეს ეხება მეზობელს, ახლობელს აუცილებელია სოციუმმა თვითონ შეუწყოს ხელი კანონის შესაბამის ნორმებში  იცხოვროს ბავშვებმა და არ დაირღვეს მათი უფლებები. ნუ მოვირგებთ მუქ სათვალეს და თუ ვხედავთ, რომ არსებობს  პრობლემა  ვიზრუნოთ აღმოსაფხვრელად. 
Powered by  Jumpstart Georgia