"ბავშვთა სამყაროს" დაზარალებული მოვაჭრეეები ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ

თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე არსებული "ბავშვთა სამყარო" 30 იანვარს  დაიწვა. ღამის სამ საათზე გაჩენილ ცეცხლს მეხანძრეები რვა საათის განმავლობაში აქრობდნენ. ცეცხლი გავრცელდა მთელ შენობაზე, რომლის ფართი 10 000 კვადრატული მეტრია. ხანძარმა მოვაჭრეების პროდუქცია, ფაქტობრივად, სრულად გაანადგურა. ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები კონპენსაციის ანაზღაურებას ხელისუფლებას სთხოვენ.

 „ბავშვთა სამყაროს” მოვაჭრეების ნაწილი 30 იანვარს აცხადებდა, რომ სავაჭრო ცენტრში ხანძარი განზრახ გააჩინეს, რადგან, მათივე ინფორმაციით, ამ ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრის აშენება უნდოდათ. ამ საკითხს „ბავშვთა სამყაროს“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მაჭავარიანიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ჯობს ყველა დაელოდოს გამოძიების შედეგებს. მაჭავარიანი ამბობს, რომ ზარალი, სავარაუდოდ, რამდენიმე მილიონ ლარს აღწევს, რაც შეეხება პასუხისმგებლობას,  „ბავშვთა სამყაროს“ დირექცია მზად არის მომხდარზე თავისი წილი პასუხისმგებლობა იკისროს.

ხანძრის შედეგად დაზარალებულმა მოვაჭრეების ნაწილმა შიმშილობა დაიწყეს დამწვარი შენობის წინ და კარვები გაშალეს, ნაწილმა კი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას თან საპროტესტო აქციები დაიწყეს.დაზარალებულები უკვე 33-ე დღეა რაც შიმშილობენ.

დაზარალებული მოვაჭრეები სტატუსის მინიჭებას, ზარალის ანაზღაურებას და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ.როგორც აქციაზე შეკრებილი დაზარალებული მოვაჭრეები  აცხადებენ მათ ჯერჯერობით  ხელისუფლება არ დახმარებიათ და მძიმე პირობებში იმყოვებიან, რადგან შემოსავლის ერთადერთი წყარო მხოლოს ეს გახლდათ.

“ვალებიგ ვაქვს ყველას ბანკების. დაგვეხმაროს ხელისუფლება. არვიცი როგორ მოვიქცეთ, რა ვქნათ. ძალიან დიდი ზარალი გვაქვს, ძალიან... ეს უკვე მეორე ხანძარია ამბოლო ხნის განმავლობაში.

მე სამიათასი ლარის საქონელი დამეწვა. სხვასთან შედარებით იქნებ ცოტაა, მაგრამ ჩემთვის ყველაფერი იყო. დღეში 10 ლარი მრჩებოდა და ამით ვცხოვრობდი... არც დაზღვეული მაქვს რამე და არაფერი. რა გვეშველება?“ - აცხადებენ დაზარალებულები.

„დავკარგე მთელი ცხოვრების განმავლობაში ნაგროვები უნიკალური ხელსაწყოები, რომლებსაც დღეს ვერ შევიძენთ. დაახლოებით, 5 ათასამდე ლარის. ყველას ვერ ჩამოვთვლით. ათასიწვრილმანი იყო. ასევე დავკარგე კლიენტების ოქრო და ვერცხლი. სერიოზული დარტყმა მივიღეთ. არ გვენახებიან! უიარაღო ხალხი ვართ, ჩვენ რა უნდა დავუშავოთ? სირცხვილი არ არის, რომ არავინ გამოდის, არგველაპარაკება? ნარმანიამ რომ თქვა, დავეხმარეთო, გამოვიდეს და მე მითხრას, რით დამეხმარა. რა პასუხს სცემს ამ ხალხს. ნუთუ არ რცხვენია? გამოვიდეს, არმოვკლავთ! არც ერთ ჩვენგანს ბომბი არ უდევს, მაგრამ გვაქცევენ კამიკაძეებად. გვაიძულებენ ავაყირაოთ ერთი მანქანა, გავაკეთოთ პროვოკაცია, მოვიდნენ ოპოზიციური პარტიები, მერე მიგვაწებებენ პოლიტიკურ იარლიყს. არ ვართ ჩვენ პოლიტიკურად დაინტერესებული ხალხი, ჩვენ ვართ გაჭირვებულიხალხი“ - ამბობს დაზარალებული მოვაჭრე ხათუნა იაკობიძე.

აქციის მონაწილეებს, არაერთი საპროტესტო აქციის მიუხედავად, დღემდე არ მიუღიათ დაზარალებულის სტატუსი. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ ისინი მანამდე არ დაიშლებიან, სანამ მათი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული.

ბოლო პერიოდში საქართველოში ხანძრების რიცხვმა  იმატა. 2012 წლის 15 ნოემბერს, დილით, ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილმა ხანძარმა სავაჭრო ობიექტების 600-700 კვადრატული მეტრი ფართობი გაანადგურა.

დიდუბეში, სავაჭროცენტრ "საბაში", 2013 წლის თებერვალში ხანძრის შედეგად 6 ათას კვადრატულ მეტრფართზე მეტი დაიწვა. ხანძრის შედეგად შენობის მეორე სართული მთლიანად განადგურდა და ნაწილობრივ ჩამოიშალა, იმნაწილიდანკი, რომელზეც ცეცხლი არ გავრცელებულა, მოვაჭრეებმა ავეჯის გამოტანა მოასწრეს.

თბილისის აკვაპარკში ხანძარი 2013 წლის 16 ივლისის საღამოს გაჩნდა. ხანძრის შედეგად სამი შენობა დაიწვა, რომლებიც ერთმანეთისგან ბილიკებით იყო დაშორებული. დამწვარი ფართი ტერიტორიის, დაახლოებით, 1 000 კადრატულ მეტრს მოიცავდა.

2014 წლის 27 დეკემბერს ხანძარი გაჩნდა ელიავას ბაზრობაზე, სადაც ცეცხლი ძველი ავტომობილების ნაწილების ჯიხურებს გაუჩნდა. ხანძრის შედეგად, დაახლოებით, 150 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა.

2015 წლის 4 აგვისტოს ხანძარი ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩნდა. საღებავების საწყობში გაჩენილ ხანძარს 20-მდე სახანძრო სამაშველო ბრიგადა აქრობდა. ხანძრისშედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.

„საქსტატის" მიერგამოქვეყნებული ინფორმაციი სთანახმად, 2014 წელს საქართველოში ხანძრის 11 082 შემთხვევა იყო.დაფიქსირებული, 2015 წელს ეს რაოდენობა გაიზარდა და 14 440 შეადგინა. 2016 წლის მონაცემები შსს-ს ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია.

Powered by  Jumpstart Georgia