ბავშვები უბაღებო სოფლებიდან

 

სამი წლის ბარბარე შუბითიძე, ახალციხის მუცნიციპალიტეტის სოფელ სვირში ცხოვრობს. ბარბარე და მისი მეგობრები მთელ დღეს სოფლის ცენტრში, სტადიონზე ატარებენ. იმის გამო, რომ სოფელში საბავშვო ბაღი თითქმის 18 წელია არ მუშაობს. 

 

 

ნათელა ქიმაძე, სოფელ სვირში მცხოვრები

სვირის თემში შემავალი სოფლები – სვირი, ბოგა და ტატანისი, სადაც, 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, 698 ადამიანი ცხოვრობს, გამონაკლისი არ არის.

2017 წლის მაისის მონაცემებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის 46 დასახლებიდან საბავშვო ბაღი მხოლოდ 13 სოფელში მუშაობს, აქედან, 7 სოფლის ბაღი ერთდროულად რამდენიმე სოფელს ემსახურება. ჯამში, 13 ბაღით 22 სოფელი სარგებლობს. 24 სოფელი კი ბაღის გარეშეა დარჩენილი. 

რუკაზე მონიშნულია:

ყვითელი ფერით სოფლები, სადაც მუშაობს ბაღი; 
მწვანე ფერითსადაც მუშაობს ბაღი რამდენიმე სოფლისთვის; 
წითელი ფერითუბაღებო სოფლები.

  • დამატებითი ინფორმაციისთვის დააწკაპუნეთ სახლის სხვადასხვა ფერის ნიშანზე. 
 

  

უახლოესი ბაღი


სოფელ სვირისთვის უახლოესი ბაღი ქალაქ ახალციხეში, მანქანით ნახევარი, ფეხით კი ორსაათნახევრის სავალზეა. მაგრამ, ბარბარესა და მისი მეგობრების მშობლებმა რომც მოინდომონ ქალაქის ბაღში ბავშვების ტარება, სოფლებში ჩაწერილ ბავშვებს ქალაქში მაინც არ მიიღებენ. 

"...და რომც მოხდეს სასწაული და მიიღონ, ამხელა მანძილის გავლა, ყოველდღე, შეუძლებელია", – გვეუბნება 
ბარბარეს დედა მერი კვერნაძე.

 

სოფელი სვირი
ასეთია სოფლის გზა ხშირად, მაშინ, როცა წვიმს
თუ სვირიდან ახალციხეში ფეხით წასვლას გადაწყვეტთ
თუ მანქანა გყავთ, მაშინ სულ რაღაც ნახევარი საათი დაგჭირდებათ
სკოლამდელი განათლების სტატისტიკა საქართველოში

 

გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ, 2015 წელს ჩატარებული მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოში საბავშვო ბაღებში დასწრების მაჩვენებელი დაბალია. 

  • კვლევის მიხედვით, 2015 წელს, 3-5 წლის ბავშვების საბავშვო ბაღებში დასწრების მაჩვენებელი, სოფლებში 55.1% იყო
  • 3-დან 5 წლამდე ბავშვთა 18% ვერ იღებს სკოლამდელ მომსახურებას რაიონში საბავშვო ბაღის არარსებობის, ან დაწესებულებაში თავისუფალი ადგილების არქონის გამო;
  • ინფრასტრუქტურის არარსებობის შემთხვევებიც უფრო ხშირია სოფლად - 20.7%, ვიდრე ქალაქად - 1.9%.  

© გაეროს ბავშვთა ფონდი ნოემბერი, 2016 წ.

  ©მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა, 2015წ.
ბარბარეს და – ანანო, სკოლაში ისე მივიდა, ბაღში არ უვლია. დედა ამბობს, რომ სავარაუდოდ, ასე მოუწევს ბარბარესაც.
ლარისა ქიმაძის შვილებს უბაღობის გამო სკოლასთან შეგუება გაუჭირდათ

                   

ხარისხიანი სკოლამდელი განათლების მიღება, განათლების შემდგომ საფეხურებზე, სკოლასა თუ უნივერსიტეტში, აკადემიური წარმატების მნიშვანელოვანი განმაპირობებელი ფაქტორია. 

ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, 3–და 18 წლამდე ასაკის, 3000 ბავშვის შესწავლამ აჩვენა, რომ ის ბავშვები ვისაც გავლილი აქვს სკოლამდელი განათლება, ორჯერ უფრო მეტად აგრძელებენ სწავლას უმაღლეს სასწავლებლებში, ვიდრე ისინი, ვისაც ადრეული განათლება არ მიუღია.


„ვისაც სურს შეამციროს სირთულეები და გააძლიეროს ეკონომიკა, უნდა ჩადოს მნიშვნელოვანი ფინანსები სკოლამდელ განათლებაში. ადრეულ განათლებაში დღეს ჩადებულ ყოველ დოლარს მოაქვს 7 დოლარი მომავალში"
    © ჯეიმს ჰეკმანი, 2000 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკურ მეცნიერებებში. 

 

"სკოლამდელი განათლების დადებითი გავლენა მნიშვნელოვნად სცდება სკოლაში აკადემიურ მოსწრებას. ეკონომიკურმა გათვლებმა აჩვენა, რომ ეს ერთ–ერთი საუკეთესო ინვესტიციაა, რომელიც ქვეყანამ შეიძლება განახორციელოს" - გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF 2011 წლის კვლევაში, "საქართველო და ბავშვის უფლებათა კონვენცია" ხაზგასმულია სკოლამდელი განათლების მნიშვნელობა.

"კარგად ორგანიზებული სკოლამდელი განათლება ხელს უწყობს ბავშვების მოსწრების გრძელვადიან გაუმჯობესებას სკოლებში
უფრო მაღალი ნიშნების მიღებას, კლასში ჩარჩენილი ბავშვების რაოდენობის კლებას
უკეთეს საგანმანათლებლო მიღწევებს, უნივერსიტეტებში ჩარიცხვის ჩათვლით.
ბაღები საკუთარი რიგის მოლოდინში


ბაღების საჭიროებას არც ადგილობრივ თვითმმართველობაში უარყოფენ. ამბობენ, რომ ბაღები მათი პრიორიტეტია და არგუმენტად, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გახსნილი ბაღების შესახებ გვიყვებიან.

ახალციხის 2017 წლის ბიუჯეტი, მაისის მდგომარეობით, 11 685 756 ლარია და აქედან ბაღებზე დაახლოებით 11.56% იხარჯება. ამ ფულის უმეტესი ნაწილი შრომისა თუ მივლინების ანაზღაურებას და კომუნალურ და კვების ხარჯებს ხმარდება. ამ თანხაში ბაღების სარეაბილიტაციო ფული არ შედის. ეს ინფრასტრუქტურულ პროექტებშია გაწერილი. მაგრამ, აქაც, ბაღების წილი, არც თუ ისე დიდია. 

2016 წელს განხორციელებული 120  ინფრასტრუქტურული პროექტიდან, ახალი ბაღის გახსნას თუ უკვე არსებულის შეკეთებას მხოლოდ 9 პროექტი ეხებოდა .

2017 წლის ბოლომდე  დაგეგმილია 3 ბაღის გაიხსნა 7 სოფლისთვის. სოფელი სვირი ამ ჩამონათვალში არ შედის. თუმცა, პროექტზე მუშაობა დაწყებულია და თუკი ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, 2018 წელს საბავშვო ბაღი სვირშიც გაიხსნება და სამ სოფელს – სვირს, ბოგასა და ტატანისს მოემსახურება. 

სვირის მაცხოვრებლები ფიქრობენ, რომ სურვილის შემთხვევაში, სვირის თემისთვის ბაღის გასახსნელად გამგეობა თანხას წელსაც გამოძებნიდა. მითუმეტეს, რომ სოფელში ბაღის ძველი შენობა არსებობს.

ამ ბაღში ბავშვების ხმა, ბოლოს ორი ათეული წლის წინ ისმოდა
შენობას კაპიტალური რემონტი სჭირდება.
'სოფლის მხარდაჭეის პროგრამა' გაუქმდა, ამიტომ, სოფელს ფული აღარ აქვს
ერთადერთი იმედი, ისევ გამგეობის, ან რომელიმე დონორი ორგანიზაციის დახმარებაა
თუ კი გამგეობის მიერ დასახული გეგმა შესრულდება, სვირელ ბარბარეს ერთი წელი მაინც მოუწევს ბაღში სიარული.
ახალციხის რაიონის 17 სხვა სოფლის ბავშვები ისევ ბაღის გარეშე დარჩებიან. დღეს ამ რაიონში 916 ბაღის ასაკის ბავშვი ცხოვრობს, არსებული 13 ბაღში კი მხოლოდ 630 ადგილია.
რაც ნიშნავს, რომ 300–მდე ბავშვი სკოლაში ისევ ადრეული განათლების გარეშე წავა.
Powered by  Jumpstart Georgia