#არდაწვა
By Teona Tomashvili, Photos and videos by Irakli Chumburidze
ნანიკო თბილისში კერძო სახლში ცხოვრობს. წინა გაზაფხულზე, ეზოს დალაგებისას, ბაღში მიმოფანტული ფოთლები და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენები ერთ ადგილას მოაგროვა, ცეცხლი წაუკიდა და ბაღი ზედმეტი ნარჩენებისგან გაათავისუფლა. ნანიკომ არ იცოდა, ერთი შეხედვით უწყინარი საქციელით, რა ზიანს აყენებდა საკუთარ ჯანმრთელობასა და გარემოს. ნანიკომ არც ის იცოდა, რომ ფოთლების და სხვადასხვა ნარჩენის წვა დაჯარიმებას გამოიწვევდა.
ნარჩენების მართვის კოდექსით, ფოთლების, ბაღის და პარკის ნარჩენების და საყოფაცხოვრებო ნარჩენების წვა 200 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს, საბურავის და რეზინის წვა კი - 500 ლარით დაჯარიმებას.
გამოვლენილი სამართალდარღვევების რაოდენობა ძალიან მცირეა.
ნარჩენების მართვის კოდექსი 2015 წელს შევიდა ძალაში. იმ დროიდან 2017 წლის მარტამდე ფოთლების, ბაღის, პარკის და საყოფაცხოვრებო ნარჩენების წვისთვის 127 ადამიანი დააჯარიმეს. საბურავის და რეზინის წვისთვის კი - 178.
ფოთლების და საყოფაცხოვრებო ნარჩენების წვა დანაშაულია, რომელიც ვნებს თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობას.
მსგავსი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, აცნობეთ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს, ცხელი ხაზის ნომერზე - 153 (ზარი უფასოა)
რატომ არ უნდა დავწვათ ფოთლები და სხვა მცენარეული ნარჩენები?

ფთლებისა და სხვა მცენარეული ნარჩენების წვამ შეიძლება გამოიწვიოს გულსისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემის, გულის იშემიური დაავადებები, ინსულტები, ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, მათ შორის ფილტვის სხვა დაავადებები - ფილტვის კიბოს ჩათვლით.

რა არის გამოსავალი?
ფოთოლი ბუნების მნიშვნელოვანი პროდუქტია და ეკონომიკური ღირებულება გააჩნია. კომპოსტირების ან მინერალიზაციის შემთხვევაში, ის იქცევა სასარგებლო სასუქად.
გთავაზობთ, კომპოსტის შექმნის მარტივ გზას:
გამოყენებული წყაროები:
ინტერვიუ ნია გიუნაშვილთან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის მრჩეველთან.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, 2017
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, 2013
https://matsne.gov.ge/
http://agronews.ge/