არჩევნებიდან არჩევნებამდე

,,მერის არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა კონსტანტინე თავზარაშვილმა, მხარდამჭერებთან და "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან ერთად, გორში საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნა დაიწყო. გორის ცენტრალური უბნების შემდეგ აქციის მონაწილეებმა სოფელ შინდისში გადაინაცვლეს. ქალაქის დასუფთავების აქციაში ასევე ჩაერთო შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე."– აღნიშნული ინფორმაცია კონტანტინე თავზარაშვილი ოფიციალურ  facebook გვერძე 2017 წლის 25 ოქტომბერს გამოქვეყნდა. აქცია ერთჯერადი იყო გამარჯვებულმა მერობის კანდიდატმა და მისმა მხარდამჭერებმა წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალის ჩამოსხნისგან მხლოდ ერთხელ შეიწუხეს თავი. 25 ოქტომბრიდან სამი თვე გავიდა და ამდენივე დრო გავიდა რაც თავზარაშვილი მერის უფლებამოსილებას ასრულებს, თუმცა ,,თრიალეთის" მიერ სამი თვის შემდეგ გადაღებული ვიდეოკადრების მიხედვით თვზარაშვილი ჯერ კიდევ მერობის კანდიდატია.

ენმ–დან გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ვასილისა ჯაბახიძე გორის მერს იაფასიან პიარში ადანაშაულებს
მართველი პარტიის გარდა ქალაქის და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ოპოზიციის საარჩევნო სააგიტაციო მასალაც არის შემორჩენილი, მათ შორის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"
ვასილა ჯაბახიძე – ენმ–ის წევრი
ალექსი მერებაშვილი – ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი
გორის მერმა კონსტანტინე თავზარშვილმა პირობა დადო რომ მისი მერობის პერიოდში მუნიციპალიტეტის ტერიტორიზე საარჩევნო სააგიტაციო მასალის განსათავსებლად სპეციალური დაფები განთავსდება სადაც მოხდება საარჩევნო პლაკატების გაკვრა.
Powered by  Jumpstart Georgia