არავერბალური კომუნიკაცია

       არავერვალური კომუნიკაცია საკმაოდ ფართოდ გამოყენებადი შეიძლება გახდეს ჩვენს ცხოვრებაში. ის შეიძლება დაგვეხმაროს საზოგადოებაში თვითდამკვიდრებაში, საკუთარი თავის უკეთ გამოხატვაში.

არავერბალური კომუნიკაციის კარგად შესწავლა გვეხმარება გავიგოთ თუ როგორ ვიყოთ მომხიბლავი, მეგობრული და წარმატებული.საშუალება გვექნება პაემანის დროს შევისწავლოთ ფლირტი და მივხვდეთ თუ რამდენად მოვწონვართ ადამიანს, ან სულაც თქვენ მიახვედროთ რომ მოგწონთ. არავერბალური კომუნიკაცია შეგვიძლია გამოვიყენოთ კარიერული წინსვლისთვის, ყურადღება მივაქციოთ ინტერვიუს დროს ჩვენდამი დამოკიდებულებას, მოვუგოთ ჭადრაკი ან პოკერი მოწინააღმდეგეს, გავიგოთ ვინ გვატყუებს, რა ხდება სინამდვილეში ჩვენს გარშემო.

ემოციების გამოხატვის მხრივ , ადამიანის სხეულის ყველაზე "მაღალგანვითარებული" ნაწილი მისი სახეა. ზოგიერთი ადამიანისთვის იმდენად ჩვეულია ესა თუ ის ემოცია, რომ მისი სახის კუნთები ერთგვარად აფიქსირებს ამ ემოციას. ალბათ, ბევრჯერ შეხვედრილხართ ისეთ ადამიანებს, რომელთა სახის გამომეტყველებით ადვილად ხვდებოდით მათ ხასიათს: წუწუნაა თუ პრეტენზიული, მუდმივად უკმაყოფილო თუ პირიქით კმაყოფილი, კეთილგანწყობილი და გულწრფელი.

ჩვენ ყოველდღიურად გამოვხატავთ ისეთ ემოციებს როგორიცაა : ბრაზი, გაოცება, ზიზღი უკმაყოფილება, შიში, მოწყენა და ა.შ

გორდონ ოლპორდმა გამოყო სამი სახის ნიშნები:

  1. კარდინალური- რომელთა გარშემოც აგებს ადამიანი თავის ცხოვრებას.
  2. ცენტრალური- მაგ.პატიოსნება და ოპტიმისტი , პიროვნების მთავარი მახასიათებები.
  3. მეორადი- სპეციფიკური პიროვნული თვისებები, რომლებიც ინდივიდის ქცევის წინასწარმეტყველებაში გვეხმარება, მაგრამ ნაკლებად გამოსადეგია ინდივიდის პიროვნების გაგებისათვის. ინდივიდის ქცევის მთავარ განმსაზღვრელად ოლპორტს პიროვნების პიროვენბის სტრუქტურა უფრო ესახებოდა, ვიდრე გარემო პირობები.

ერთი და იგივე ცეცხლი ადნობს კარაქს და ხარშავს კვერცხს - ამ ფრაზას იგი იყენებდა იმის საჩვენებლად, რომ ერთსა და იმავე სტიმულს განსხვავებული მოქმედება აქვს სხვადასხვა ინდივიდზე.

 

GRAYCODE, non-verbal communication (short version) from new.in.paper on Vimeo.

Powered by  Jumpstart Georgia